Get All Access for $5/mo

იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ერთიანი ქსელი შექმნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

"საქართველოს ბანკისა" და "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" პარტნიორობა გრძელდება. 3-13 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ შარჟაში, მიმდინარე საერთაშორისო წიგნის ბაზრობის ფარგლებში, იუნესკოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც წინა წლების წიგნის მსოფლიო დედაქალაქების პროექტების ხელმძღვანელებთან ერთად, "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებას უდიდესმა საბიბლიოთეკო-საგანმანათლებლო კომპლექსმა "House of Wisdom" უმასპინძლა, რომელიც შარჟაში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, 2019 წელს გაიხსნა. აღნიშნული შეხვედრის მთავარი თემა წიგნის მსოფლიო დედაქალაქების სამუშაო ქსელის შექმნა იყო. იუნესკოს აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მომავალში სტატუსის მსურველ და განმახორციელებელ ქალაქებს პროექტის განხორციელებას. ამასთან, ქსელი, ამ ქალაქებს პროცესში გრძელვადიანი ჩართულობის შესაძლებლობას მისცემს, რაც პროექტის მთავარ გზავნილს - წიგნისა და წიგნიერების განვითარების პროცესს უფრო გაამყარებს.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3mxQeXI

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე