ჯეფ ბეზოსი უფრო მეტი ღირს პირადად, ვიდრე Nike, McDonald's, Costco და Dow-ის თითქმის 50 პროცენტი Amazon-ის აქციების მატებამ, $186 მილიარდამდე გაზარდა მისი აღმასრულებელი დირექტორის მთლიანი ქონება, რაც Nike-ის ($122 მილიარდი), McDonald's-ისა ($143 მილიარდი) და Costco-ს ($145 მილიარდი) საბაზრო ღირებულებებს აღემატება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
- ჯეფ ბეზოსი პირადად ახლა უფრო მეტი ღირს, ვიდრე Nike, McDonald's და Costco.
- ამასთან ერთად, ბეზოსი უფრო მეტი ღირს, ვიდრე IBM, Starbucks, Target და Nasdaq 100 და S&P 500 კომპანიების დიდი უმრავლესობა.
- ბეზოსის ქონება "დოუ-ჯონსის" სამრეწველო ინდექსში შემავალი 30 კომპანიიდან 13-ის საბაზრო ღირებულებასაც აღემატება.
ჯეფ ბეზოსი პირადად უფრო მეტი ღირს, ვიდრე აშშ-ის ზოგიერთი უდიდესი კომპანია, მათ შორის, Nike, McDonald's და Costco.
Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, Amazon-ის აქციების ფასი წელს 65 პროცენტით გაიზარდა, რამაც მისი დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ქონება $186 მილიარდამდე გაზარდა.
ბეზოსი Amazon-ის თითქმის 55.5 მილიონ აქციას ფლობს, რაც მას ამ ელექტრონული კომერციის გიგანტის აქციების 11.1-პროცენტიან წილს აძლევს. Amazon-ის აქციები მისი ქონების უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს.
სამყაროს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ქაღალდებზე უფრო მეტია, ვიდრე Nike-ის მთელი $122-მილიარდიანი საბაზრო ღირებულება. სპორტული ტანსაცმლის გიგანტის გაყიდვები გასულ წელს $39 მილიარდს შეადგენდა, მას 77 000 თანამშრომელი ჰყავდა და 1100 საცალო მაღაზია ჰქონდა მთელ მსოფლიოში.
ბეზოსის ქონება McDonald's-ის საბაზრო ღირებულებასაც ($143 მილიარდი) აღემატება. სწრაფი კვების გიგანტმა გასულ წელს გაყიდვებით $21 მილიარდი გამოიმუშავა, მას 205 000 თანამშრომელი ჰყავდა და 39 000 რესტორანი ჰქონდა მთელ მსოფლიოში.
Amazon-ის შეფის ქონება Costco-ს საბაზრო ღირებულებასაც ($145 მილიარდი) აღემატება. ამ მეგა საცალო ქსელმა გასულ წელს $153 მილიარდი გამოიმუშავა თავისი 99 მილიონი Costco-ს კლუბის წევრებისგან და მისი თანამშრომლების რაოდენობა 254 000 შეადგენდა.
პირველად, Fortune-მა შეადარა ბეზოსის წმინდა კაპიტალი ზოგიერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანიების კაპიტალს.
Amazon-ის აქციების ფასების აწევა და შესაბამისად, ბეზოსის ქონებისაც, კორონავირუსის პანდემიის დროს ამ გიგანტის შემოსავალს ასახავს.
სულ უფრო მეტი ადამიანი აკეთებს შენაძენებს მისი ვებგვერდიდან, უყურებს ფილმებს და ტელეგადაცემებს Prime Video-ზე, და მისი ე.წ. "ღრუბლის" პლატფორმაზე, AWS-ზე ამყარებს იმედს შინ გამოკეტვის პერიოდში, და ინვესტორები ფსონებს ჩამოდიან, რომ Amazon შეძლებს ბევრი ამ ახალი მომხმარებლის შენარჩუნებას.
შედეგად, ბეზოსი ახლა უფრო მეტი ღირს, ვიდრე Oracle (საბაზრო ღირებულება − $176 მილიარდი), Salesforce ($172 მილიარდი) და IBM ($112 მილიარდი). მისი ქონება თითქმის ორჯერ აღემატება Starbucks-ის ($88 მილიარდი) და Goldman Sachs-ის ($73 მილიარდი) საბაზრო ღირებულებებს. ასევე სამჯერ მეტია, ვიდრე General Electric-ისა ($62 მილიარდი) და Target-ის ($60 მილიარდი) საბაზრო ღირებულებები.
Amazon-ის ბოსის ქონება "დოუ-ჯონსის" სამრეწველო ინდექსში შემავალი 30 კომპანიიდან 13-ის საბაზრო ღირებულებას აღემატება და Nasdaq 100 და S&P 500 კომპანიების დიდი უმრავლესობის აქციებზე 85 პროცენტით მეტია. მხოლოდ 30 კომპანიას აქვს ბეზოსის წმინდა კაპიტალზე მეტი ყველა სამი ინდექსის მიხედვით.