Get All Access for $5/mo

ქალების მხარდაჭერის ველი - მარტს ველი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას უთმობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.


ველი 100-ზე მეტი ქართველი ქალი მეწარმის ბრენდს სხვადასხვა კატეგორიაში აერთიანებს. Მათ შორის აქსესუარებს, სამკაულებს, ტექსტილს, ღვინოდა და სხვა.

Გამომდინარე იქიდან, რომ ქალი მეწარმეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაბალი ცნობადობა და ციფრულ სივრცეში ხილვადობის ნაკლებობაა, ველიმ მარტის თვეში 10 ქალი კონტენტ კრეატორისა - 10 ქალ მეწარმის ერთმანეთთან დაკავშირება გადაწყვიტა და ქალები ქალებისთვის, საერთო მიზნის ქვეშ გააერთიანა.

"ვფიქრობ, მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია და ძალიან დიდ როლს თამაშობენ ადამიანები ვინც საწყის ეტაპზე გვერდით გვიდგანან Ვფიქრობ სწორედ ასეთი ადამიანების დამსახურებაა რომ რეალურად შევქმენით პროდუქტის და ბრენდის ზუსტად იმ სახით თუ ფორმით შექმნა როგორც ჩაფიქრებული გვქონდა" - მაშო იოსელიანი, Loomba-ს თანადამფუძნებელი

1 თვის განმავლობაში, კონტეტ კრეატორები თითოეული მცირე ბიზნესის შესახებ საკუთარ პლატფორმაზე თავიანთი კეთილი ნებითა და სურვილით ისაუბრებენ.

"ეს კამპანია შესაძლებლობას მაძლევს, მხარი დავუჭირო ქალებს, გამოვიყენო ჩემი პლატფორმა და უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნო ის კარგი საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ. ამით თუ წვლილს შევიტან მათ წარმატებაში, რაც თავის მხრივ მეტი ქალისთვის იქნება სტიმული და მაგალითი, საკუთარი საქმე დაიწყონ, ძალიან გამიხარდება." - თათო ქარჩავა, კონტენტ კრეატორი

გარდა ამისა ველიმ სპეციალური კატეგორია შექმნა, რომელშიც მხოლოდ ქალი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქტებია.

"ველი თავის ციფრულ არხებს იყენებს ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად და ერთგვარი დამაკავშირებლის როლს ითავსებს კონტენტ კრეატორებსა და ქალ მეწარმეებს შორის. ჩვენთვის აუდიტორიაში პოზიტიური გავლენის შექმნა და ქალებისთვის ინსპირაციისა თუ ბიძგის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია" - თათია კარიაული, ველის ბრენდის ხელმძღვანელი

აღმოაჩინე ქალი მეწარმეების შექმნილი პროდუქტები და დაუჭირე მხარი მათ მცირე ბიზნესებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე