Join our Waitlist for Expert Advice!

KIWIPOST - სწრაფი გზავნილები ინგლისიდან და აშშ-იდან KiwiPost-ით დღეს ყოველდღიურად ასობით მომხმარებელი სარგებლობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia
საერთაშორისო საფოსტო სივრცეს KiwiPost სამი წლის წინ შეემატა. ის საერთაშორისო გზავნილების დროულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას მოქნილი სერვისით უზრუნველყოფს. კომპანია ამანათების ტრანსპორტირებას აშშ- იდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახორციელებს. ამასთანავე, მათი გაგზავნის სერვისს საქართველოდან ინგლისშიც გვთავაზობს.

KiwiPost-ის შექმნის იდეა სამი წლის წინ გაჩნდა. სწორედ 2017 წლიდან იწყება კომპანიის პირველი გზავნილების ისტორიაც, რომლის მიმოსვლის არეალი ეტაპობრივად გაფართოვდა და დღეს უკვე ყოველდღიურად ასობით მომხმარებელს ემსახურება.

"ჩვენი მთავარი მიზანი და მოტივაცია იყო, შეგვეთავაზებინა კომფორტული, სწრაფი და დახვეწილი სერვისი ინგლისში მცხოვრები მომხმარებლებისთვის. მიუხედავად ბაზარზე არსებული კონკურენციისა, სერვისის ხარისხზე კონცენტრირებულობამ და მომხმარებელთან აქტიურმა კომუნიკაციამ მოგვცა ის გადამწყვეტი უპირატესობა, რომლის დახმარებითაც KiwiPost-ით დღეს ყოველდღიურად ასობით მომხმარებელი სარგებლობს. შეძენილმა გამოცდილებამ და მიღებულმა შედეგებმა საშუალება მოგვცა უფრო ამბიციური გეგმებიც დაგვესახა, რის შედეგადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, აშშ-იდან ტვირთის ტრანსპორტირების მომსახურება დაგვემატებინა და დავიწყეთ აქტიური მუშაობა სერვისის გაუმჯობესებაზე საქართველოში მცხოვრები მომხმარებლებისთვის", − აღნიშნავს KiwiPost-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრი ჭანტურია Entrepreneur-თან საუბრისას.

გუნდისთვის განვითარების მნიშვნელოვან მექანიზმს მომხმარებელთაგან მუდმივი უკუკავშირის შედეგად მიღებული მოსაზრებებები, მათი ახალ-ახალი საჭიროებები და პრიორიტეტები წარმოადგენს, რაც განვითარების ყოველი შემდეგი ეტაპის წინაპირობა ხდება. მისაღები ტარიფისა და კომფორტული სერვისის შენარჩუნება გუნდის ყოველდღიური საზრუნავია. კომპანიის მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას კი მომხმარებელთან სხვადასხვა არხის მეშვეობით სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია წარმოადგენს, რაც მთელ პროცესს მეტ მოქნილობას სძენს. აგრეთვე, გუნდმა ახალი სამომხმარებლო ექაუნთი შეიმუშავა, რომელიც გარდა სასიამოვნო ინტერფეისისა, მოხერხებულობით გამოირჩევა და მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურადაა მორგებული. განახლებული ექაუნთის ინტეგრაციამ უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ცალკეული ფიზიკური, ასევე კორპორაციული კლიენტებისგან.

"დიდი სიხარულით აღვნიშნავ, რომ კორპორაციული მიმართულებაც ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთვის, როგორც B-2-C მომსახურება. ერთი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა კორპორაციული სერვისის განვითარებაზე, რაც მოიაზრებს დამოუკიდებელ განყოფილებას სხვადასხვა სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის. მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი იყო სხვა ფორმის მიდგომის შემუშავება, რადგან საჭიროებები და ფასეულობები ძალიან განსხვავდება ფიზიკური პირებისგან. ორგანიზაციებს ვთავაზობთ პერსონალური ასისტენტის მომსახურებას, რომელიც კონკრეტული კომპანიის სრული მომსახურების პროცესს კურირებს. არ ხდება კომპანიის წარმომადგენლების გადამისამართება სხვა განყოფილებებთან, არ ფერხდება კომუნიკაცია ან დოკუმენტაციის მიმოცვლა. ყველა ეტაპი სრულდება დისტანციურად, რაც ძალიან აადვილებს თანამშრომლობის პროცესს. ვეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც პრიორიტეტულია თანამედროვე ორგანიზაციისთვის − როგორც დოკუმენტაციის მომზადების, ასევე, სწრაფი კომუნიკაციის, დამატებითი სერვისების, საბუღალტრო თუ საბაჟო საკითხების და ინდივიდუალური მიდგომის ჩამოყალიბებისთვის. სწორედ ამ მიდგომის დამსახურებით, წარმატებით ვითარდება კორპორაციული მიმართულება, რაც უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს", − ამბობს ანდრი ჭანტურია.

მიუხედავად იმისა, რომ KiwiPost, როგორც გადამზიდი კომპანია, სამი წელია ოპერირებს საფოსტო ბაზარზე, მან მხოლოდ ერთი წლის წინ დაიწყო აშშ-იდან ამანათების ტრანსპორტირება. ეს ბაზარი გაცილებით კონკურენტულია, ვიდრე ინგლისის შემთხვევაში და არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული. გუნდი ამას არ შეუშინდა და გადაწყვიტა ეპოვა ისეთი განმასხვავებელი რამ, რის გამოც მომხმარებელი უპირატესობას სწორედ მათ მიანიჭებდა. ერთი წლის განმავლობაში მოხდა კომპანიის სრული ტრანსფორმაცია, რაც გულისხმობს განახლებულ ბრენდინგს, პროგრამულ და ტექნიკურ განვითარებას, ახალი სერვისების ინტეგრაციას, განახლებულ სერვისცენტრს, კორპორაციული მიმართულების ჩამოყალიბებას, საკურიერო მომსახურების უზრუნველყოფასა და ახალ თანამშრომლობებს. ასეთია მაგალითად KiwiPost- ისა და სტარტაპერის ერთობლივი პროდუქტი − "კივი ფოსტა სტარტაპერისთის", რაც დამწყები ბიზნესებისთვის ამანათების ტრანსპორტირების სერვისს უფრო ხელმისაწვდომსა და კომფორტულს ხდის. კომპანიისთვის არც უეცრად დამდგარი პანდემიის პირობები გამხდარა შეფერხების მიზეზი. COVID-19-ის დროს საკურიერო მომსახურება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საქმიანობად იქცა და გაზრდილ მოთხოვნას KiwiPost-მაც შესაბამისად უპასუხა.

"მოცემული წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ სირთულეს წავაწყდით, მათ შორის პანდემიისგან გამოწვეულ გარემოებებთან ბრძოლისას. გარემო უეცრად შეიცვალა და უკიდურესად არასტაბილური გახდა, რაც თავისთავად, დიდი გამოწვევა იყო და საჭიროებდა სწრაფ ადაპტირებას. ვეცადეთ, გაგვემახვილებინა ყურადღება იმ სერვისებზე, რომელიც მოცემული გარემოებების გათვალისწინებით პრიორიტეტული გახდა, ანუ საკურიერო სერვისი და დისტანციური მომსახურებები. ასევე, გვსურდა შეგვეტანა ჩვენი მცირე წვლილი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის პროცესში. თიბისი სტარტაპერთან ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე შევთავაზეთ დამწყებ ბიზნესებს საშეღავათო პერიოდები, რაც ბევრი სტარტაპისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქმიანობის უწყვეტ რეჟიმში გასაგრძელებლად", − ანდრი ჭანტურია.

გუნდი არსებული შედეგებით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მუდმივ ძიებაშია. არსებული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებასთან ერთად, ახლის შემუშავებასაც გეგმავენ და უახლოეს მომავალში არაერთ სიახლეს ჰპირდებიან მომხმარებლებს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ