Black Friday Sale! 50% Off All Access

Kotler Impact და AWE კონსალტინგი, "ლურჯ ოკეანესთან" ერთად, ქართული კომპანიების წარმატების ისტორიაზე დაყრდნობით, კოტლერის "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" პირველ კრებულს გამოსცემენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე მარკეტინგის დინამიკურ ლანდშაფტში, სადაც ბიზნესი აქტიურად ეძებს ინოვაციებსა და სტრატეგიულ მიმართულებებს, დოქტორ ფილიპ კოტლერის თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლები (EOMM) არის ინოვაციური შედევრი, რომელიც წარმოაჩენს მარკეტინგის ტრანსფორმაციულ ძალას მუდმივად განვითარებად სამყაროში.

ფილიპ კოტლერი მარკეტინგის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მისი ნამუშევრები, მათ შორის "მარკეტინგის მენეჯმენტი", მსოფლიო მასშტაბით ყველა პრესტიჟულ უნივერსიტეტსა და ბიზნესსკოლაში გამოიყენება, როგორც ძირითადი სასწავლო სახელმძღვანელო და მარკეტინგის დისციპლინის განმსაზღვრელი ინსტრუმენტი. როგორც ინოვაციურმა მოაზროვნემ, მან გაავრცელა ისეთი არსებითი კონცეფციები, როგორიცაა მაგალითად ოთხი P მარკეტინგში. კოტლერის ცოდნამ და ფართო კვლევამ დიდი გავლენა მოახდინა მარკეტინგულ სამყაროზე და მისი წვლილი აგრძელებს მარკეტინგული პრაქტიკის ფორმირებას გლობალურად. როგორც მსხვილი კორპორაციების მოთხოვნადი კონსულტანტის, დოქტორ კოტლერის გამოცდილებამ და შეხედულებებმა წარუშლელი კვალი დატოვა ინდუსტრიაში და გააძლიერა მისი რეპუტაცია.

კოტლერზე საუბრისას არ შეიძლება არ გამოვყოთ მისი ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ციტატა: "მარკეტინგი არ არის მხოლოდ პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვა. ეს არის მომავლის პოვნა და შექმნა თანამედროვე მარკეტინგული ინსტრუმენტებით".

თათა ჭოლარია, Kotler Impact-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი, "ლურჯ ოკეანესთან" პარტნიორობით, Kotler-ის თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების პირველ კოლექციას გამოსცემს, რომელიც ქართული კომპანიების წარმატების ისტორიაზე იქნება დაფუძნებული.

ცნობისათვის, Kotler Impact-ი თანამედროვე მარკეტინგის ფუძემდებლის, დოქტორ ფილიპ კოტლერის ქმნილებაა, რომელიც სტაბილური გლობალური გარემოსა და ეკონომიკური განვითარებისკენ განათლებით, ტრენინგებითა და ჰოლისტური მიდგომებით მიისწრაფვის.

სახელმძღვანელო, სახელწოდებით "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლები: ქართული გამოცემა", არის ქეისების შესწავლის უნიკალური კოლექცია.

აღნიშნული სახელმძღვანელო ღირებული რესურსია ქართული ბიზნესისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ წიგნში ლოკალური მაგალითებია მოყვანილი. კონკრეტული ქეისები იმის შესახებ, თუ რა სახის გადაწყვეტილებებით დაძლიეს კომპანიებმა გამოწვევები, ან როგორ გააუმჯობესეს მნიშვნელოვანი მიმართულებები.

ქართული ბიზნესისთვის სარგებლის მიღების გარდა, სახელმძღვანელოს ასევე აქვს პოტენციალი, გააძლიეროს ქვეყნის რეპუტაცია და აქციოს ინოვაციებისა და მეწარმეობის კერად. ქართული კომპანიების წარმატების ისტორიით, სახელმძღვანელოს აგრეთვე შეუძლია დაეხმაროს ქვეყანას უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.

რომელი კომპანიების საინტერესო ქეისს იხილავს მკითხველი კოტლერის სახელმძღვანელოში და რა სარგებლის მოტანა შეუძლია EOMM-ის პირველ ქართულ გამოცემას ადგილობრივი კომპანიებისთვის? − ამ და სხვა შეკითხვებზე Entrepreneur "ლურჯი ოკეანის" ხელმძღვანელს, თამთა ჯაფარაშვილს ესაუბრა.

რა როლს ასრულებს "ლურჯი ოკეანე" ამ ისტორიულ პროექტში?

EOMM-ის კონკრეტული ქვეყნებისათვის სახასიათო ქეისებით გამოცემა, Kotler Impact-ის უახლესი ინიციატივაა, რომელმაც დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში მსოფლიო აღიარება და წამყვანი ბიზნესლიდერებისა და პოლიტიკის შემქმნელების მხარდაჭერა მოიპოვა. EOMM უკვე გამოიცა იტალიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში . 2023 წლის ბოლომდე ამ სიას მსოფლიოს ათი წამყვანი ქვეყანა შეემატება ამერიკისა და გერმანიის ჩათვლით. 2024 წელს კი, EOMM-ის 50 ექსკლუზიური გამოცემა გვექნება.

პროცესის დინამიკურობასა და პროექტში მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ჩართულობაზე უფრო ნათელი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, დავასახელებ რამდენიმე კომპანიას, რომლის ქეისებიც უკვე შეტანილია სახელმძღვანელოში: Danone, Oracle, Lamborghini, Google, Porsche, Heineken, Ferrari, Accenture და სხვ.

2015 წელს დაფუძნებული "ლურჯი ოკეანე" ჩამოყალიბდა, როგორც მაღალი რეპუტაციის მქონე, საიმედო ბრენდი. იგი აქტიურად გამოსცემს მსოფლიო ბიზნესლიტერატურის შედევრებს ქართულ ენაზე, მასპინძლობს "ვორკშოპებსა" და პანელურ დისკუსიებს საჭირო და აქტუალურ თემებზე. გარდა ამისა, საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი ბიზნესღონისძიების მხარდამჭერი, ინოვაციური და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტია. შესაბამისად, ჩვენი კომპეტენციისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ EOMM-ის პირველი ქართული გამოცემა არის ისტორიული პროექტი არა მხოლოდ "ლურჯი ოკეანისთვის", არამედ ქართული ბიზნესისთვის და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის.

მნიშვნელოვანია არ გამომრჩეს თათა ჭოლარიას, როგორც Kotler Impact-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენლის, როლი, აღნიშნული პროექტის შექმნასა და განხორციელებაში.

თქვენი შეფასებით, კონკრეტულად რა სარგებლის მოტანა შეუძლია EOMM-ის პირველ ქართულ გამოცემას ადგილობრივი კომპანიებისთვის?
ქართული კომპანიების წარმატების მაგალითებისა და ინოვაციური მიდგომების შესახებ, ამ გამოცემის წყალობით, მალე მთელი მსოფლიო შეიტყობს. და როცა ვამბობ "მთელი მსოფლიო", ეს უტრირება ნამდვილად არ არის. თავდაპირველად გამოიცემა წიგნის ინგლისურენოვანი ვერსია, რომლის ავტორი იქნება თავად დოქტორი კოტლერი, სხვა წამყვან სპეციალისტთან ერთად. წიგნის ათასობით ეგზემპლარი 100-ზე მეტ ქვეყანაში კოტლერის არხებით გაიყიდება. ქართულ კომპანიებს ექნებათ ექსკლუზიური წვდომა Kotler Impact-ის სრულ "ნეთვორქთან", რომ არაფერი ვთქვათ სპიკერობის შესაძლებლობაზე World Marketing Summit-ზე, რომელსაც 48 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

რა პრინციპით შეირჩევიან კომპანიები?
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და დაელოდონ ჩვენი წარმომადგენლის უკუკავშირს. აღსანიშნავია, რომ ყდაზე მოხვდება მხოლოდ პირველი 10-15 კომპანიის ლოგო. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ early bird პრინციპის გამო, ადგილები სწრაფად ივსება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://rb.gy/lbogx

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს

ინდუსტრიული ტრენდები

კომპანია "რემოდელი" ნებისმიერი სირთულის სარემონტო სამუშაოების სრულ პაკეტს გთავაზობთ

განაახლე ნებისმიერი ფართი სწრაფად და მარტივად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე