ნუტრიმაქსი - უწყვეტი განვითარების 15 წელი საუკეთესო წინაა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ისტორია 15 წლის წინ, 2009 წელს დაიწყო. როდესაც ენთუზიაზმით სავსე ადამიანების მცირე ჯგუფმა მიზნად დაისახა შეექმნა პირველი ქართული, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც ადგილობრივ ბაზარს, ფერმერული მეურნეობების მიმართულებით, მაღალი ხარისხის საკვებით მოამარაგებდა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასაც უკეთესობისკენ შეცვლიდა. პირველი მცირე წარმოება მალევე შეიქმნა, ხოლო დიდი იდეა კი 6 წელიწადში, პირველი მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნით იქცა რეალობად. ამავე პერიოდში გასცდა კომპანიის პირველი სატვირთო მანქანა საქართველოს ფარგლებს და ეტაპობრივად მოიცვა მსოფლიოს არაერთი რეგიონი.
ერთ წარმატებას მეორე მოჰყვა და უწყვეტი განვითარების ამ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორია 2023 წელს, მეორე საწარმოს გახსნით დაიწერა, რამაც გაყიდვების არეალი 3-ჯერ გაზრდა და ადგილობრივი კომპანიონი ცხოველების საკვები ბაზრის 25% დაიკავა.
კომპანიას ცოდნისა და პროფესიონალიზმის კონკურენტული დონე აძლევს შესაძლებლობას სტაბილურად აწარმოოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. ნუტრიმაქსი სწორედ ხარისხისადმი ამ ერთგულების გამო გახდა ფერმერული მეურნეობების საკვებწარმოების მიმართულებით წამყვანი ბრენდი და მომხმარებლისთვის სანდო არჩევანი.
ამ წლების განმავლობაში, "ნუტრიმაქსი" არაერთი ფერმერისთვის იქცა სტაბილურობის, სანდოობის, ინოვაციებისა და უწყვეტი განვითარების სიმბოლოდ. დღეს, კომპანია 200-მდე მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთან და ათეულ ათასობით კმაყოფილ მომხმარებელთან ასოცირდება. დარგის განვითარების მიზნით, კომპანია ცოდნისა და გამოცდილების მომხმარებლისთვის გაზიარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.
15 წელზე მეტია, რაც "ნუტრიმაქსი" ღირებულებების ერთგული რჩება და პროცესებს სამართლიანად და გამჭირვალედ წარმართავს. კომპანია არა მხოლოდ საკუთარი გუნდის, არამედ, გარემოს, მომხმარებლებისა და ცხოველების კეთილდღეობაზეც აქტიურად ზრუნავს. ,,მიღწეულზე არ ვჩრდებით და შეუჩერებლად ვაგრძელებთ მოძრაობას იმისათვის, რომ ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის საკვებ პროდუქტებზე''- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ბექა ბექაია.
დღეს, კომპანია ფერმერული მიმართულებით, 100-ზე მეტ პროდუქტს, კომპანიონი ცხოველების კვების მიმართულებით კი 6 სხვადასხვა კატეგორიის ბრენდს აერთიანებს და ამის პარალელურად, აკვაკულტურის საკვების დანერგვაზეც აქტიურად მუშაობს. უახლოეს მომავალში, კომპანია მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას, ახალი რეგიონების ათვისებასა და პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავს. ამ უწყვეტი პროგრესის მამოძრავებელი ძალა წარმოების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, პროდუქციის მუდმივი გაუმჯობესება და იმ ადამიანებისთვის მეტი ღირებულების შექმნაა, რომელთათვის "ნუტრიმაქსი" არა მხოლოდ სანდო პარტნიორობასთან, არამედ მაღალ ხარისხთან ასოცირდება.
ნუტრიმაქსი 15 წლისაა.
საუკეთესო წინაა