Join our Waitlist for Expert Advice!

Made In Georgia - ქართველ მეწარმეთა მხარდამჭერი ახალი კამპანია საქართველოს ბანკისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართველ მომხმარებელთა შორის, სხვადასხვა პროდუქციაზე დატანილი წარწერა "დამზადებულია საქართველოში" ან Made In Georgia ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული სენტიმენტებისა და სიამაყის საფუძველი გახდა. ქართული პროდუქციის წარმოება და საქართველოში სამეწარმეო სულისკვეთების გაღვივება, ადამიანებისათვის ფინანსური დამოუკიდებლობის წყარო, ხოლო ქვეყნისათვის ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების წინაპირობაა.

სწორედ ამ ტენდენციის კიდევ უფრო მეტად წასახალისებლად, "საქართველოს ბანკმა" წამოიწყო მასშტაბური კამპანია − Made In Georgia, რომელიც ქართული კომპანიების მხარდაჭერასა და ადგილობრივ მეწარმეთათვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებას ისახავს მიზნად. Made In Georgia შექმნილია ქართული ბიზნესის წარმატებისთვის. მასში ჩართული ბიზნესები მიიღებენ ფასდაკლებებსა და უკეთეს პირობებს საკუთარი განვითარებისათვის საჭირო სერვისებზე.

რას გთავაზობთ Made in Georgia

უკეთესი პირობა პოსტერმინალზე

ისარგებლებთ გაუმჯობესებული პირობით პოსტერმინალით გადახდების საკომისიოზე 3 თვის განმავლობაში. გაუმჯობესებული პირობით სარგებლობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანია რეგისტრირებულია 2021 წლის იანვრიდან.

PLUS კამპანია

შეძლებთ ჩაერთოთ PLUS კამპანიაში, რაც დამატებითი შესაძლებლობაა, გქონდეთ "საქართველოს ბანკის" არხებზე მეტი მარკეტინგული მხარდაჭერა.

უკეთესი პირობა Extra.ge-ზე

გადაიხდით შეღავათიან საკომისიოს Extra.ge-ზე პროდუქციის განთავსებისას 3 თვის განმავლობაში.

ფასდაკლება "კიკალა სტუდიოსგან"

ისარგებლებთ 50%-იანი ფასდაკლებით თქვენი პროდუქციის ფოტოსესიაზე.

ფასდაკლება AccountAnts-ისგან

გაივლით უფასო კონსულტაციას და მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას საბუღალტრო მომსახურებაზე.

ფასდაკლება Color Group-ში

ისარგებლებთ 15%-იანი ფასდაკლებით ბეჭდვის, გარე რეკლამის, შეფუთვების, ეტიკეტებისა თუ ტექსტილის სერვისებზე. ხოლო 50%-იანი ფასდაკლებით − დიზაინის სრულ მომსახურებაზე.

API სერვისების ინტეგრაცია

გადაიხდით ნაკლებ საკომისიოს 3 თვის განმავლობაში "საქართველოს ბანკის" API სერვისების გააქტიურებისას.

ამ და სხვა შეთავაზებებით, "საქართველოს ბანკი" მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესს, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და საქართველოში დამზადებული პროდუქციის პოპულარიზაციას.

"საქართველოს ბანკისთვის" მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ, მუდმივად ვქმნით პროდუქტებსა თუ სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ ზრდასა და განვითარებას. ჩვენ გვჯერა ქართული ბიზნესის წარმატების. ახალი კამპანიით "Made in Georgia", მიზნად ვისახავთ გავზარდოთ ცნობადობა ქართული კომპანიებისა და მათი პროდუქციის მიმართ; წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებაში; მივცეთ მოტივაცია დამწყებ ბიზნესებს და დავაჯეროთ, რომ საქართველოში შექმნილი კომპანიებისა და პროდუქტებისთვის წარმატების მიღწევა შესაძლებელია როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე მის გარეთ", − აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

როგორ უნდა ჩავერთოთ კამპანიაში Made in Georgia?

კამპანიაში ჩართვა და ბანკის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა ხელმისაწვდომი იქნება ყველა კომპანიისათვის, რომელიც საკუთარ პროდუქტს ან სერვისს საქართველოში აწარმოებს და ფლობს "საქართველოს ბანკის" ბიზნესანგარიშს. გარდა ამისა, მეწარმეებმა თავიანთი ბიზნესების სოციალურ ქსელებში კამპანიის ფარგლებში შექმნილი სპეციალური სტიკერები უნდა გამოიყენონ.

რა არის სპეციალური სტიკერები და სად მოვიძიოთ?

საგანგებოდ კამპანიისათვის Made In Georgia, შეიქმნა ინიციატივის მთავარი იდეის მატარებელი სტიკერების სპეციალური ნაკრები. კომპანიები მითითებული ბმულიდან შეძლებენ გადმოიწერონ და შეარჩიონ მათთვის სასურველი სტიკერი, რომელიც მიანიშნებს, რომ პროდუქტი საქართველოშია დამზადებული. გარდა ამისა, იმავე ბმულზე, მეწარმეები კამპანიის ფარგლებში მოქმედი ყველა შეთავაზების ნახვას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკი", უკვე არაერთი წელია, რაც ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის და მათთვის დამატებითი შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. სულ ახლახან გამართულ ღონისძიებაზე BOG Update, ბანკმა სპეციალურად ბიზნესისათვის შექმნილი ციფრული ინსტრუმენტები წარადგინა, რომლებიც ყოველდღიურად ვითარდება, იხვეწება და კომპანიებს თანამედროვეობის გამოწვევებთან უკეთ ადაპტირებაში ეხმარება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია