მარი ელიაძე - ოქსფორდიდან საქართველომდე პირველი ქართველი მაგიური ჰოგვორტსიდან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მარი ელიაძე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, "მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის"აღმასრულებელი დირექტორი პირველი ქართველია, რომელმაც ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლეჯი Christ Church დაამთავრა. Christ Church ოქსფორდის უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კოლეჯია, თუმცა ბევრისთვის ის მაინც ჰოგვარტსთან არის ასოცირებული, რადგან სწორედ ამ შენობაში მიმდინარეობდა ,,ჰარი პოტერის" გადაღებები.
რა გზა განვლო მარი ელიაძემ ოქსფორდში მოსახვედრად და როგორ შეუძლიათ სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლა, კერძოდ კი, ოქსფორდში - ამ საკითხებთან დაკავშირებით ENTREPRENEUR ესაუბრა მარი ელიაძეს.
მარიამ, როგორ მოხვდით ოქსფორდში და რა ეტაპები გაიარეთ?
2011 წელს ერთ-ერთ ფონდს გამოცხადებული ჰქონდა მიღება სასტიპენდიო განაცხადზე უცხოეთში სწავლის დასაფინანსებლად. სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად მაინც გადავწყვიტე მეცადა. საქართველოში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე უკვე ოქსფორდში, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის მიმართულებით. გადავაგზავნე ყველა საჭირო დოკუმენტაცია, ყველა დეტალს თანაბრად ექცეოდა ყურადღება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა შენს კარიერულ მიღწევებს და აკადემიურ მოსწრებას, რაც უფრო კონკურენტუნარიანს გხდის. საბოლოოდ ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ჩავირიცხე ოქსფორდში სრული დაფინანსებით.
როგორია თქვენი თვალით დანახული "Hogwarts"?
ყველასათვის კარგად ცნობილი ჰარი პოტერის სამფლობელო, Christ Church, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კოლეჯია მსოფლიოში, რომელიც ჩემამდე არცერთ ქართველს არ ჰქონდა დამთავრებული. აქ სწავლობდა აინშტაინი, ბრიტანეთის სტატისტიკურად ყველაზე მეტი პრემიერ მინისტრი და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი.
გზა ოქსფორდიდან საქართველომდე...
დაბრუნების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება აუცილებელი იყო სტუდენტებისთვის, ამიტომ 2018 წელს დავიწყე თანამშრომლობა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მოწვეული ლექტორის პოზიციაზე. ჩემი სალექციო კურსი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუციებს ეხება, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სურს გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ამასთანავე სტუდენტები, რომლებსაც სურთ საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმდნენ, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას იღებენ აღნიშნული ინსტიტუციების საქმიანობის შესახებ. ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ მიმართულებით მათ დასაქმებასაც. გარდა ამისა, "მარგარეტ ტეტჩერის ცენტრს" აქვს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურად ერთვებიან სტუდენტები სხვადასხვა საერთაშორისო ვორქშოფში, ტრენინგსა თუ სხვადასვხვა ფორმატის შეხვედრებში, რომლებიც ერთობლივად იგეგმება ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში.
რჩევა სტუდენტებს...
არასდროს თქვათ უარი თქვენს მიზნებზე, მიზნისკენ სწარფვა რთულია, მაგრამ მიღებული შედეგი ძალიან სასიამოვნო და საამაყო.