Get All Access for $5/mo

''Miami Ad School Europe იყო ჩემი 5 წლიანი ოცნება, რომელიც დღეს რეალობად მექცა'' გაიცანით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი - ლიკა კეშელავა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

"საშუალო სტატისტიკური გოგონა ვიყავი, რომელიც ფოთში დაიბადა და გაიზარდა. შემდეგ, როგორც ხდება, თბილისში ჩამოვედი სასწავლებლად და ფსიქოლოგობას ვგეგმავდი, მანამ, სანამ 5 წლის წინ შემთხვევით მოვხვდებოდი სარეკლამო ინდუსტრიაში.

,,ფეხი ავიდგი" კომპანია Ogilvy Georgia-ში, ქოფირაითერის პოზიციაზე. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ მივხვდი, რომ მივაგენი სფეროს, რომელიც შემიყვარდა, თუმცა ასევე გავაანალიზე, რომ დიზაინი იყო ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მინდოდა.

წამოვედი სამსახურიდან და სტაჟირება დავიწყე Geolab-ში. ჯეოლაბი იყო ,,ასაფრენი ტრამპლინი", რომელიც დამეხმარა პორტფოლიოს შედგენასა და რეალურ პროექტებთან მუშაობის გამოცდილების მიღებაში.

შემდეგ იყო FCB Art Group და ანი ზაქარეიშვილი, რომელმაც დაინახა ჩემში პოტენციალი და ასე დავიწყე პირველი სამსახური, როგორც გრაფიკულმა დიზაინერმა.

შემდეგი სურვილი და ნაბიჯი საერთაშორისო ბაზარზე მუშაობა იყო. სწორედ ამიტომ ამჟამად გერმანულ კომპანია BKL Tbilisi-ში დიზაინერთან ერთად Junior Partner-იც გახლავართ და Kerstin Langer-თან ერთად ვეჭიდები დიდ და საინტერესო პროექტებს უცხოურ ბაზარზე.

ამასთან ერთად, შევქმენი პატარა online პლატფორმა, სახელად Skola სადაც მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვასწავლი გრაფიკულ დიზაინს, სოციალური მედიის მენეჯმენტს, ქოფირაითინგს, ჩინურ ენას, ანიმირებას, კრეატიული კულტურის მენეჯმენტს და ა.შ.

"Skola ორიენტირებულია იმაზე, რომ ადამიანებმა მისაღებ ფასად, ონლაინ რეჟიმში შეძლონ სასურველი პროფესიის საფუძვლების სწრაფად და ეფექტურად დაუფლება.

Miami Ad School Europe იყო ჩემი 5 წლიანი ოცნება, რომელიც დღეს რეალობად მექცა საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის წყალობით. სამომავლოდ, ჩემი გეგმები ისევ საქართველოს უკავშირდება, თუმცა იმისთვის, რომ შევქმნა რაღაც ღირებული, მჭირდება სათანადო განათლება და გამოცდილება. სწორედ ამის მიღებას ვაპირებ Miami Ad School Europe-ში, ხოლო შემდეგ ნაბიჯებს ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ ( სიმართლე გითხრათ ასე უკეთ ჟღერს, თორემ ამ ეტაპზე არაფერი მაქვს მოფიქრებული :)) ).

ერთი რამ რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ მე მივაგენი სფეროს, რომელიც მიყვარს და ვაპირებ დიდი ხნის განმავლობაში ვაკეთო ეს საქმე.

საყვარელ საქმიანობაში ბედნიერების პოვნას გისურვებთ!"

ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიატი - ლიკა კეშელავა

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე