Get All Access for $5/mo

მომავლის პროფესია - მონაცემთა ანალიტიკა Data scientist და Data analyst

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი პანდემიით შექმნილი გამოწვევების პარალელურად ახალი შესაძლელბობების შექმნას განაგრძობს. ბანკი წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია "ინსორსთან" პარტნიორობით დაწყებული პროექტის "მომავლის პროფესიების" განხორციელებას განაგრძობს. პროექტის მიზანია პანდემიით გამოწვეული შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა, იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებმაც ახალ რეალობაში მათ საქმიანობაზე შემცირებული მოთხოვნის გამო ახალ პროფესიაზე დაიწყეს ფიქრი. პროექტი ორიენტირებულია ადამიანებს ახალი გამოწვევები დაანახოს, მისცეს მიზეზი, ხელახლა დაიჯერონ საკუთარი თავის შესაძლებლობების და განავითარონ არსებული უნარები. პროექტი ასევე ეხმარება ახალგაზრდებს, სწორი არჩევანის გაკეთებაში და იმის განსაზღვრაში თუ რომელი პროფესიებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი. ერთ-ერთი ასეთ სფეროსა და პროფესიას Data analytics-სა და Data science-ი წარმოადგენს, რაზეც საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი,დათა ლაპიაშვილი საუბრობს.

"მონაცემთა ანალიტიკა მომავლის საქმიანობაა. მონაცემები გარდაიქმნება ინფორმაციად. ინფორმაცია კი საშუალებად. ყოველდღიურად რამდენიმე მილიარდი გიგაბაიტის მონაცემები გენერირდება ადამიანების მიერ. მათი სწორი მიზნობრიობით გამოყენების შემთხვევაში გავიმარტივებთ ცხოვრებას და გაცილებით მეტი შესაძლებლობები გამოგვიჩნდება",- დათა ლაპიაშვილი- საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი Data analytics-სა და Data science-ის შესახებ.

Data scientist და Data analyst - ორი განსხვავებული პროფესიაა. ჩვენს ყოველდღიურობაში ხშირად წავაწყდებით ერთი შეხედვით სასიამოვნო დამთხვევებს, რომლებიც, სინამდვილეში, დიდი ხნის ფიქრისა და შრომის ნაყოფია. თუკი დაკვირვებიხართ:

• როგორ აღმოჩნდა თქვენთვის სასურველი რამდენიმე პროდუქტი სუპერმარკეტში ერთმანეთთან ახლოს

• რამდენად ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს ყავის მაღაზია თქვენს სამსახურთან

• და რამდენად კარგად იცის facebook-მა თუ ვინ შეიძლება იყოს თქვენი ნაცნობი ან მეგობარი

მიხვდებით, რომ თითოეული ასეთი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული ინფორმაციის შედეგადაა მიღებული. ორგანიზაციები აკვირდებიან, თუ რას ყიდულობენ ადამიანები ყველაზე ხშირად ერთდროულად, რომელ ქუჩაზე დადის ბევრი ხალხი და რამდენი საერთო მეგობარი გყავთ სოციალურ ქსელებში კონკრეტულ პიროვნებასთან, რის შედეგადაც გიზიარებენ თქვენთვის სასურველ შემოთავაზებას.

ჩამოთვლილი მაგალითები ძალზედ მცირე ნაწილია იმისა, თუ როგორ შეიძლება კომპანიებმა გააუმჯობესონ მომსახურება, კლიენტებს შესთავაზონ სასურველი პროდუქტები ან დაზოგონ ხარჯები. ამ ყველაფრისთვის კი აუცილებელია შეგროვებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და ინტერპრეტაცია. სწორედ ამ მიზნების მიღწევაში ეხმარებიან ორგანიზაციებს მონაცემთა ანალიტიკოსები და მონაცემთა მეცნიერები.

ამ პროფესიებს ტექნოლოგიური, საფინანსო, ჯანდაცვისა თუ საცალო ვაჭრობის ინდუსტრიები იყენებენ. სწორედ ამ სფეროებშია ყველაზე მეტად განვითარებული კლიენტების შესახებ სხვადასხვა სახის მონაცემების შეგროვება და შემდგომ მათზე მორგებული პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზება.

გარდა იმისა, რომ ბოლო წლებში ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა მკვეთრად გაიზარდა, გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა დისტანციური მომსახურება, რის შედეგადაც ორგანიზაციებს დაუგროვდათ დასამუშავებელი ინფორმაცია. ცხადია, ამ ყველაფერმა გავლენა იქონია მოთხოვნა მონაცემთა ანალიტიკოსებზე და ეს მხოლოდ დროებითი ეფექტი არ იქნება, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც შენარჩუნდება მსგავსი ვითარება, რადგანაც სხვადასხვა საქმის კეთება ელექტრონულად არამხოლოდ უსაფრთხო არამედ ხშირად უფრო კომფორტულიცაა.

დათა გვიყვება თუ რა უნდა გეხერხებოდეს, რომ გადაწყვიტო გახდე data science analytics.

"თუკი მოგწონს სხვადასხვა სახის მონაცემების დამუშავება, გრაფიკული სახით ინფორმაციის წარმოდგენა, სტატისტიკური ანალიზი, შეგიძლია კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისება და ამასთანვე გაქვს უნარი, რომ სხვებსაც გასაგებად გაუზიარო მოპოვებული მიგნებები, თავისუფლად შეგიძლია სცადო ამ პროფესიების დაუფლება. ამისათვის დაგჭირდება შრომა, მონდომება და, რაც მთავარია, საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა, რადგან ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა თვითონ შეძლო მოიძიო საინტერესო მასალები ინტერნეტში და სხვისი ზედამხედველობის გარეშე ისწავლო მათემატიკის შესაბამისი განხრები, პროგრამირების ენები და სხვადასხვა აპლიკაციები, რომლებიც დაგჭირდება წარმატების მისაღწევად",- ურჩევს დათა ამ პროფესიის დაუფლების მსურველებს.

მისივე თქმით, კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო წყაროდ ინტერნეტი რჩება. ელექტრონულ რესურსები უამრავია - დაწყებული სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების, მაგალითად Stanford-ისა და MIT-ის უფასო ონლაინ კურსებით, დამთავრებული ისეთი ცნობილი ფორუმებითა და კითხვა-პასუხების საიტებით, როგორებიცაა Reddit და Stack Exchange. იმისთვის კი რომ ამ სფეროში დასაქმდეთ, დათა ერთ ერთ ყველაზე პოპულარულ ვებგვერდს - toptal.com - გვირჩევს, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნების კომპანიები ათავსებენ ვაკანსიებს. "იმისათვის, რომ შეძლო ასეთი სამუშაოს მოპოვება, აუცილებელია რამდენიმე ეტაპიანი გასაუბრებისა და გამოცდების გავლა. წარმატების მიღწევის შემთხვევაში კი შეძლებ საინტერესო საქმის კეთების სიამოვნებასთან ერთად საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც მიიღო",- ამბობს დათა ლაპიაშვილი, საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!