Get All Access for $5/mo

Moonshot - ვირტუალური, გუნდური თავგადასავალი მთვარეზე რა არის Escape ოთახი?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რა არის Escape ოთახი? ეს არის სამ განზომილებიანი, რეალისტური სათავგადასავლო თამაში, რომელიც 60 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. თამაშის მსვლელობისას, მოთამაშეების გუნდმა უნდა აღმოაჩინოს მინიშნებები, ამოხსნას თავსატეხები და შეასრულოს დავალებები ერთ ან მეტ ოთახში, რათა მიაღწიოს კონკრეტულ მიზანს შეზღუდული დროის მონაკვეთში. მიზანი ხშირ შემთხვევაში ოთახიდან თავის დაღწევაა როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდთან ერთად კოოპერატიული თამაშით. მსგავსი ტიპის ინტერაქტიული თამაშები მსოფლიოში პოპულარული 2010იანი წლებიდან გახდა. მას შემდეგ, არაერთი კომპანია და თამაში შეიქმნა, რომლებიც მომხმარებლებს თამაშის მიმდინარეობის განსხვავებულ, მრავალფეროვან პრინციპებსა და დავალებებს სთავაზობენ.

Escape ოთახები არის ამბის თხრობის სრულიად ახალი გზა. სოციალური აქტივობის, ინტერაქტიული თავგადასავლებისა და რთული თავსატეხების შერწყმით, მოთამაშეები ეფლობიან სრულიად ახალ სამყაროში, განსხვავებული სიუჟეტებით, რომლებიც ჰოლივუდის ბლოკბასტერებს ჰგავს. ბოლო წლებში, Escape ოთახების ღირებულებამ სრულიად ახალ დონეს მიაღწია და შესამჩნევად გაიზარდა.

რა არის თამაშის პრინციპი?
თქვენს გუნდთან ერთად ოთახში შესვლის შემდეგ იწყება დროის ათვლა. კონკრეტული დროის განმავლობაში თქვენ უნდა იმუშაოთ გუნდურად, რათა ამოხსნათ თავსატეხები, გამოიყენოთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი, რათა გადაჭრათ ლოგიკაზე დაფუძნებული გამოწვევები და თავი დააღწიოთ ვირტუალურ ოთახს.

კომპანია Reason 2016 წლიდან სილიკონ ველის საუკეთესო Escape ოთახად არის მიჩნეული, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი ტექნოლოგიის ატრიბუციით.

"ჩვენ შევქმენით მსოფლიოში პირველი მაღალტექნოლოგიური Escape ოთახი, რომლის პრინციპიც დაფუძნებულია უნიკალურ მიდგომებზე და პრობლემის გადაჭრის თანამედროვე მეთოდებზე."

თითოეული სათამაშო ოთახის გარემო უნიკალურია და შექმნილია ხელით, რომლებიც მოიცავს სამეცნიერო ფანტასტიკის სხვადასხვა ვარიანტებს და აღჭურვილია უახლეს ტექნოლოგიებით, როგორიცაა VR(ვირტუალური რეალობა), ჰოლოგრამები, რობოტები და ა.შ.

კომპანიის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, ჯეფ ჩენის განცხადებით, Escape ოთახების უმეტესობა ეყრდნობა ტრადიციულ და იმიტირებულ ამოცანებსა და თავსატეხებს, რათა დააჯილდოოს მოთამაშეები თამაშში წინსვლისთვის თავსატეხების ამოხსნით.

მაგრამ Reason-ში, Escape ოთახი არის ციფრული უფსკრულის აღმოფხვრის საშუალება.
უფსკრულის, რომელიც ტექნოლოგიების სამყაროსა და საზოგადოების ნაწილს ერთმანეთისგან აშორებს. თამაშის მსვლელობისას, მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც მათ ოთახიდან თავის დაღწევაში. მაგალითად, 3D პრინტერი, რათა შექმნან ობიექტი, რომელიც ხელს შეუწყობს მათ წინსვლას.

ჯეფმა თქვა, რომ Reason-ში მომხმარებლებს სთავაზობენ ისეთ ტექნოლოგიებს - როგორიცაა დრონითფრენა, ვირტუალური რეალობის ექსპერიმენტები და რობოტექნიკა.

კომპანია Reason გვთავაზობს ორ განსხვავებულ თამაშის გამოცდილებას, რაც დამოკიდებულია ჯგუფის მონაწილეების რაოდენობაზე. 10-მდე მოთამაშეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს Reactor Escape– ში, რომელიც გრძელდება დაახლოებით ორი საათის განმავლობაში და ღირს 480 აშშ დოლარი. Reactor Team Building პაკეტი მოიცავს 50 -მდე მონაწილეს და ღირს $ 50 აშშ დოლარი ერთ პერსონაზე. Reactor Team Building გრძელდება სამი საათის განმავლობაში.

"ჩვენი მიზანია ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის ბარიერების ჩამოშლა," - აღნიშნა ჯეფ ჩენმა - "გვინდა მივცეთ ხალხს საშუალება სრულად განიცადონ განვითარებადი, ძნელად ხელ მისაწვდომი ტექნოლოგიები."

სათამაშო ოთახები განლაგებულია მათთვის სპეციალურად გამოყოფილ კოტეჯის მსგავს შენობაში. თუმცა, პანდემიის გათვალისწინებით თამაშები დროებით შეჩერებულია.

კომპანია Reason მომხმარებლებს სთავაზობს თამაშის ონლაინ ვერსიასაც, სადაც გუნდთან ერთად, მოთამაშეები ერთად ცდილობენ თავსატეხების გაშიფრვას.

ვირტუალური AI (ხელოვნური ინტელექტი) ასისტენტის ჩართვა, დისტანციური მართვის საშუალებები და გამოცანები რეალურ და ციფრულ სამყაროში - Moonshot არის პლანეტაზე ერთადერთი მასიური დისტანციური გუნდური თამაშის პრაქტიკა, რომელიც განკუთვნილია 12-დან 100-მდე მოთამაშისთვის.

შატლის ყველა ფრენა შეწყვეტილია და ასტრონავტი მთვარის სადგურზეა შეჩერებული. თქვენს გუნდებს აქვთ ერთი საათი, რათა დაიწყონ სამაშველო მისია ეპიკურ კოსმოსურ რბოლაში. იქნება თქვენი გუნდი პირველი, რომელიც მთვარემდე მიაღწევს? მიზნის მისაღწევად გუნდთან ერთად არაერთი ლოგიკური და კრეატიული თავსატეხის ამოხსნა მოგიწევთ.

თამაში ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობს. მოთამაშეების მინიმალური რაოდენობა 12 ადამიანია, თამაშის სრული საფასური კი 360 ამერიკულ დოლარს შეადგენს, რომელიც თითოეულ მონაწილეზე იყოფა. გაითვალისწინეთ, რომ მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდა 100მდე შეგიძლიათ. ონლაინ თამაშების დაწყების და დასრულების დრო ითვლება სან ფრანცისკოს დროის სარტყელის მიხედვით.

Moonshot-ის გარდა, წარმოდგენილია თამაშის სხვა ვარიანტებიც, როგორიცაა - Moonshot 2: Gateway, Lola in Space, Lola 2: Mars, San Francisco Escape Tour. თითიეული თამაში განსხვავებული სპეციფიკისაა.

მაიკ ჩენმა, კომპანიის თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ 2016 წლის ზაფხულიდან, მას შემდეგ რაც პროექტი აქტიურად ჩაეშვა, ასობით ჯგუფმა გაიარა მათი Virtual escape room თამაშები და თითოეული გამოცდილება მმართველ გუნდს დაეხმარა პროცესის დახვეწაში. მაგალითად, მათ ერთ -ერთ ადრეულ თავსატეხს ჰქონდა დაშიფრული SD ბარათი, სადაც მონაცემები უნდა ამოღებულიყო და სხვა მოწყობილობაზე გადაეცემულიყო. ჩენმა თქვა, რომ მოთამაშეებისთვის ეს საკმაოდ რთული დავალება აღმოჩნდა, ამიტომ, გადაწყვიტეს ზედმეტად რთული თავსატეხები თამაშიდან ამოეღოთ და პრობლების ინოვაციური გადაწყვეტის მეთოდებით ჩაენაცვლებინათ.

დღესდღეობით, ვირტუალური თამაშები, მით უმეტეს კი ვირტუალური Escape ოთახები დიდი პოპულარობით სარგებლობს თამაშებით დაინტერესებულ საზოგადოებაში. Escape ოთახიდან თავის დაღწევა მოითხოვს გუნდურ მუშაობას, სისწრაფეს, კრეატიულობას და მოთმინებას. ასეთი ტიპის თამაშები შესანიშნავია ოჯახური შვებულებისთვის, კორპორატიული გუნდის შესაქმნელად ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად გართობისთვის. ეს ყოველთვის დამაკავშირებელი გამოცდილებაა და ეფექტური ნაბიჯია საერთო სულისკვეთების გუნდის ჩამოსაყალიბებლად. სწორედ ამიტომ გახდა მსგავსი სათავგადასავლო თამაშები პოპულარული და მით უმეტეს კომპანია Reason, რომელიც მომხმარებელს თამაშის ონლაინ ვერსიასაც სთავაზობს და მათი დანერგილი მაღალ ტექნოლოგიური მიდგომები ხელმისაწვდომია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დროსაც. ალბათ, სწორედ ეს მიდგომა ხდის კომპანიას სილიკონ ველის გამორჩეულ წერტილად - მათ მალევე გამონახეს გამოსავალი, თუ როგორ მოახდინათ სრული ადაპტაცია მსოფლიოს ახალი რეალობის პირობებში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე