Cyber Monday Sale! 50% Off All Access

მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, რომლებმაც 500 Global-ის პროგრამა გაიარეს - როგორ შეგიძლია გახდე გლობალური სტარტაპების ქსელის წევრი?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

500 Georgia-ს სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო.

რამდენიმე წელია, რაც 500 Global-ი, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, წელიწადში ორჯერ საქართველოში სტარტაპების აქსელერაციის საერთაშორისო პროგრამას რეგიონში 500 Georgia-ს სახელით ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მსოფლიო დონის ექსპერტები სტარტაპებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, ეხმარებიან მათ ბიზნესების ზრდასა და განვითარებაში, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაში.

პროგრამაზე განაცხადის შეტანა დამწყებ ტექნოლოგიურ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიის (EECCA) ქვეყნებიდან შეუძლიათ. ამჟამად, მიმდინარეობს მონაწილეების შერჩევა მეექვსე ნაკადისთვის, რომელიც 2024 წლის აპრილში დაიწყება. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება 23 თებერვლამდე, მითითებულ ბმულზე შეუძლიათ.

წარმატებული კომპანიები, რომლებმაც 500 Global-ის პროგრამა გაიარეს

500 Global გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც, 2023 წლის მონაცემებით, 2.4+ მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. დაარსებიდან დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5,000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2,900-ზე მეტ კომპანიას, 80-ზე მეტი ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა:

  • Canva
  • Reddit
  • Solana
  • SendGrid
  • Twilio
  • AngelList
  • 9GAG
  • :talkdesk და სხვა.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში განხორციელებული აქსელერაციის პროგრამა - 500 Georgia 50-ზე მეტ სტარტაპს აერთიანებს, რომელთა წარმატების ისტორიებიც უკვე იხილა გლობალურმა სტარტაპ საზოგადოებამ. მაგალითად, 500 Georgia-ს პროგრამის მონაწილე ქართულმა სტარტაპმა Cargon-მა, საინვესტიციო რაუნდის დასრულების შემდეგ, 7 გლობალური ფონდისგან $1.7 მილიონი მოიზიდა. პროგრამის მონაწილე სტარტაპი STORI AI კი Product Hunt-ზე წლის საუკეთესო პროდუქტებში წარადგინეს.

რა შესაძლებლობებს ქმნის 500 Georgia სტარტაპებისთვის?

500 Georgia-ს პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტარტაპები, გაივლიან ინტენსიურ 12-კვირიან გადამზადების პროგრამას, შემაჯამებელ ღონისძიებაზე - Demo Day-ზე კი საკუთარ სტარტაპებს ფართო აუდიტორიას გააცნობენ.

პროგრამის მიმდინარეობისას, მონაწილეებს აქტიური კომუნიკაცია ექნებათ მენტორებთან, რომლებიც გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე უდიდესი ცოდნითა და გამოცდილებით გამოირჩევიან. აქსელერაციის ექსპერტები სტარტაპებს ეხმარებიან, ჩამოაყალიბონ საკუთარი ბიზნესის ზრდისა და განვითარების გეგმა, იმუშაონ ფონდების მოზიდვის სტრატეგიებზე და მოახდინონ საკუთარი კომპანიის როგორც ლოკალურ, ისე - საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბენეფიტი, რაც 500 Georgia-ს ბენეფიციარებისთვის არსებობს, ეს 500 Global-ის ქსელში გაწევრიანებულ სტარტაპებთან და ინვესტორებთან ნეთვორქინგია. პროგრამის განმავლობაში, მონაწილეებს მჭიდრო კავშირი ექნებათ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან, რომლებიც მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის პირველი ეტაპი თეორიულ ნაწილს ეთმობა, მეორე ეტაპი კი პრაქტიკული დავალებებია. თეორიული ცოდნა აერთიანებს ისეთ მოდულებს, როგორიცაა: პროდუქტზე მუშაობის მეთოდოლოგია, მომავალი მომხმარებლებისთვის პროდუქტის სწორად წარდგენა, ინვესტორებთან ურთიერთობა და სხვა. რაც შეეხება პრაქტიკულ სამუშაოებს, მის ფარგლებში, სტარტაპებს, მენტორის ინტენსიური ჩართულობით, შესაძლებლობა აქვთ, აღმოაჩინონ და გატესტონ სხვადასხვა სტრატეგია და მიდგომა, რაც საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბიზნესიდეას.

500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ სტარტაპებს ეძლევათ შესაძლებლობა, მენტორებთან ერთად ჩამოაყალიბონ ფონდების მოძიების სტრატეგიები და, რაც მთავარია, პირდაპირ დაუკავშირდნენ ინვესტორებს, რომლებსაც სწორედ 500-ის ნეთვორქინგის ღონისძიებებზე გაიცნობენ.

3-თვიანი პროგრამის შემდეგ, მონაწილეები წარდგებიან დემო დღეზე, სადაც საკუთარ იდეას ფართო აუდიტორიას და პოტენციურ ინვესტორებს წარუდგენენ.

მარტივად რომ ვთქვათ, 500 Georgia-ს პროგრამა ტექ სტარტაპის წარმომადგენლებს აძლევს უნიკალურ ცოდნას, რაც მათ დაეხმარება სწრაფად გაზარდონ საკუთარი ბიზნესი, განვითარდნენ, აღმოაჩინონ ახალი ბაზრები და მოიზიდონ ინვესტიციები.

თუ გსურთ, გახდეთ 500 Georgia-ს ქსელის წევრი შეავსეთ აპლიკაცია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ