მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური აპლიკაცია Stingray Music უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია ბილაინის მომხმარებლებს მიეცათ ექსკლუზიური წვდომა და აპლიკაციის პრემიუმ პაკეტით უფასოდ სარგებლობის საშუალება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საერთაშორისო ჯგუფ "ვიონი"-ს წევრი, ბილაინი მის მომხმარებლებს წვდომას აძლევს მსოფლიოში წამყვან კიდევ ერთ პლატფორმაზე - მუსიკალურ აპლიკაციაზე Stingray Music. Stingray Music-ი მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურად მისთვის შექმნილ სიმღერების კრებულს, მომხმარებლის მიერვე მოძებნილი შემსრულებლების მიხედვით. ამასთან, მხოლოდ ბილაინის აბნონენტებს, თვეში $3.99 გადახდის ნაცვლად, შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტით, რომელიც სტანდარტული პაკეტისგან გამოირჩევა მაღალი ხარისხის გარჩევადობით და თავისუფალია რეკლამისგან.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS ისე Android საოპერაციო სისტემაზე და სარგებლობისთვის არ არის საჭირო რეგისტრაცია - აპლიკაცია არჩევს როდესაც გადმოწერა ხდება ბილაინის სიმ ბარათის მქონე ტელეფონით და პირდაპირ პრემიუმ პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს აბონენტს.
კანადაში დაფუძნებული კომპანია, Stingray Group Inc., მსოფლიოში წამყვანი, მუსიკის, მედიისა და ტექნოლოგიების კომპანიაა. Stingray-ს ყავს 400 მლნ გამომწერი, მსოფლიოს 156 ქვეყანაში. Stingray-ს მუსიკალური აპლიკაციის მეშვეობით, ათასობით სიმღერას შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ადგილას მოუსმინოთ.
მეტი ინფორმაიისთვის პროდუქტის შესახებ: https://www.stingray.com