მზიური გარდენსი - უნიკალური ზღვისპირა საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსი ბათუმში ინტერვიუ მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელ თეონა გიორგაძესთან
By ანანო ჩხაიძე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
აჭარის განვითარება, როგორც ტურისტული ზონა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოდან დაიწყო. განსხვავებული სტილის სასტუმროები დამსვენებლებს განსხვავებულ პირობებს სთავაზობენ, თუმცა ტურისტების რაოდენობის გაზრდასთან ერთად მოიმატა სხვადასხვა სერვისებზე მოთხოვნილებამაც. დღეს, ბათუმის ცენტრიდან 6 კილომეტრის მოშორებით, "მზიური გარდენსის" კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. კომპლექსი მოიცავს აპარტამენტებსა და 5***** სასტუმრო crown plaza-ს, რომელიც დამსვენებლებსა და მაცხოვრებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, სად განახორციელოთ ინვესტიცია, "მზიური გარდენსი" სწორედ ის ადგილია, რომელიც ერთდროულად გაძლევთ შესაძლებლობას გქონდეთ აპარტამენტი და თან მისგან შემოსავალიც მიიღოთ. ხარისხიანი ცხოვრების წესის შექმნა და მაქსიმალური კომფორტი ამ კომპლექსის მთავარი დანიშნულებაა. მისი უნიკალურობა მდგომარეობს ასევე იმაშიც, რომ "მზიური გარდენსი" პირველი ბალნეოლოგიური ცენტრია აჭარაში. გთავაზობთ ინტერვიუს "მზიური გარდენსის" მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, თეონა გიორგაძესთან.
როგორ დაიწყო "მზიური გარდენსის" ისტორია?
"მზიური გარდენსის" ისტორია იწყება აჭარის რეგიონის დაინტერესებით. რეალურად აჭარა ტურისტულად საკმაოდ აქტიურია, განსაკუთრებით ბათუმი და ეს ლოკაცია იყო მნიშვნელოვანი რადგან აღდგენილიყო აჭარაში პირველი ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ არსებობდა. კომპანიის მფლობელებს გაუჩნდათ იდეა, რომ აპარტამენტების კომპლექსი ზუსტად ამ ადგილზე აშენებულიყო და სახელიც იმის გამო, რომ მას წინათ პანსიონატი მზიური ერქვა დაარქვეს "მზიური გარდენსი." ეს არის ტყისა და ზღვის უნიკალური ერთობლიობა, ზღვიდან 50 მეტრში, ხოლო რეკრეაციული სივრცე მოიცავს 12000 კვ.მ-ს მისი ენდემური ჯიშის ნარგავებით.
რატომ თქვენ? რა განსხვავებული შეთავაზებები გაქვთ მომხმარებლისთვის?
"მზიური გარდნენსის" უნიკალურობა მდგომარეობს პირველ რიგში მის ადგილმდებარეობასა და მშენებლობის ხარისხში, რათა მაქსიმალურად კომფორტული იყოს მათი საცხოვრებელი აპარტამენტები, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, აპარტამენტები ისე არის დაგეგმარებული რომ ყველა აპარტამენტიდან იშლება ზღვის ხედი და მზის სინათლე. გარდა ამისა, ეს არ იქნება მხოლოდ აპარტამენტების კომპლექსი, აქ იქნება ასევე 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Crowne Plaza. აპარტამენტების მფლობელები შეძლებენ განსაკუთრებული შეღავათებით ისარგებლონ სრული სერვისებით, როგორიცაა ღია და დახურული აუზები, სპა, ფიტნეს ცენტრი, პირადი ეზო, კერძო სანაპირო ზოლი, 24 საათიანი დაცვის სერვისი, კონსირეჟი. აქ თითოეული მობინადრისთვის შექმნილია მაქსიმალურად მათზე მორგებული კომფორტი.
რა ძირითადი თვისებებით გამოირჩევა "მზიური გარდენსი" სხვა სამშენებლო კომპანიებისგან?
"მზიური გარდენსის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მშენებლობის ხარისხი რაც უკვე გამოიხატება თითქმის დასრულებულ კომპლექსში. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის სურვილებს და მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, შევქმენით გადახდის მოქნილი გრაფიკი, ასევე შიდა უპროცენტო განვადება. აპარტამენტები ბარდება პრემიუმ კლასის დასრულებული რემონტით, ავეჯით და ტექნიკით. ისეთი ბრენდებია წარმოდგენილი, რომლებიც მომავალი რეზიდენტების გულს აბსოლუტურად დაიპყრობს. თავად კომპლექსი კი გამოირჩევა ბალნეოლოგიური მიმართულებით, აჭარაში პირველი ბალნეოლოგიური კურორტით, რაც ადამიანების გაჯანსაღებისთვისა და იდეალური განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალებაა.
რა წინაღობებს შეხვდით განვითარების გზაზე?
განვითარების გზაზე უპირველესად პრობლემა იყო პანდემია, რამაც ზოგადად მოახდინა გლობალური შეფერხება ბიზნესის განვითარების მხრივ. ჩვენს შემთხვევაში საბედნიეროდ მოხდა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასაქმებულების შენარჩუნება და საქმიანობის გაგრძელება. MRMU International არის საინვესტიციო და უძრავი ქონების განვითარების კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს როგორც მცირემასშტაბიან, ასევე მრავალმილიონიან პროექტებს სანდო პარტნიორებთან ერთად. სწორედ მათმა მაღალკვალიფიციურობამ განაპირობა მშენებლობის უწყვეტად მიმდინარეობა და მაღალი ხარისხი.
რამდენად მოთხოვნადია "მზიური გარდენსი" ბაზარზე?
ინტერესი საკმაოდ გაიზარდა ბოლო პერიოდში, როგორც ქართულ ასევე უცხოურ ბაზარზე. ეს არ არის მხოლოდ აპარტამენტების კომპლექსი, ეს არის მულტიფუნქციური, 21-ე საუკუნის თანამედროვე კომპლექსი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აერთიანებს. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ კომპლექსში შემავალი ბალნეოლოგიური კურორტის უპირატესობებიდან გამომდინარე, წლის ოთხივე სეზონი იქნება მოთხოვნადი და რა თქმა უნდა აქტიური, როგორც აპარტამენტები, ასევე სასტუმრო. შესაბამისად მათთვის, ვისაც აქვთ სურვილი უძრავი ქონების ინვესტიცია განახორციელონ ეს არის იდეალური შეთავაზება, როგორც საცხოვრებლად ასევე დასასვენებლად.
სამომავლო გეგმები? როგორ ხედავთ "მზიური გარდენსის" განვითარებას?
პროექტის მთავარი მიზანია შექმნას ხარისხიანი და მაქსიმალურად კომფორტული გარემო, როგორც დამსვენებლებისთვის ასევე მობინადრეებისთვის.
ერთ-ერთი მიმართულებაა სამედიცინო ტურიზმის განვითარება, წლის ოთხივე სეზონზე დააინტერესოს სხვადასხვა ქვეყნები თავისი ბალნეოლოგიური მიმართულებით.
"მზიური გარდენსი" იქნება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო დანიშნულების მქონე ადგილი. რეგიონის უძველესი ისტორიის, უნიკალური ბუნებრივი პირობების, თერმული წყლების და მიკროკლიმატის გამო პროექტისთვის შეირჩა ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორია. ინვესტორის ინტერესია ძველი ქალაქის განახლება მისი მდიდარი ისტორიითა და მრავალფეროვანი ბუნებით.
ინტერიერის დიზაინის ავტორი "სტუდია 9"