Optimo.ge - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა პირველი ქართული პროგრამა, რომელიც სრულად ერგება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Optimo.ge − გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამაა, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გასაციფრულებლად და სამართავადაა შექმნილი.
"ეს არის პირველი ქართული პროგრამა, რომელიც სრულად ერგება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს, გამოირჩევა სიმარტივით, ინტუიციური ფუნქციონალით და ბიზნესის ციფრულ განვითარებას მხარს მუდმივად, აქტიურად უჭერს. Optimo-ს დახმარებით, ბიზნესის მფლობელებისთვის შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან იყვნენ ინფორმირებული, თუ როგორ მიდის მათი ბიზნესის საქმე და დისტანციურად აკონტროლონ არსებული მარაგები, შესყიდვები, შემოსავლები და მომგებიანობა. პროგრამა განსაკუთრებით საცალო ვაჭრობაში მომუშავე ბიზნესებისთვის არის საინტერესო. მისი დახმარებით შესაძლებელია ავტომატიზაცია გაყიდვების წერტილსა და დისტრიბუტორს შორის, რაც ნიშნავს, რომ ამ ბიზნესს საწყობში ყოველთვის ექნება საჭირო პროდუქტი საჭირო რაოდენობით. ინფორმაცია საჭირო პროდუქტის შესახებ კი მუდმივად ორმხრივად მიმოიცვლება", − გვიხსნის ნიკოლოზ ფოფხაძე, Optimo-ს დირექტორი.
Optimo-ს პროგრამა ბიზნესის მესაკუთრესა და მენეჯერებს სიღრმისეულ ხედვაში ეხმარება და მზა ანალიტიკას აწვდის, რითაც მას შემდგომ ნაბიჯებს უადვილებს. მაგალითად, თუ რომელ პროდუქტს ან ნაკრებს ყიდულობს მომხმარებელი ყველაზე ხშირად. შესაბამისად, ბიზნესი ხვდება, თუ რა ტიპის აქციები დაგეგმოს გაყიდვების მაჩვენებლის გასაზრდელად.
"თუ ბიზნესის მფლობელს უჭირს, გაზომოს ბიზნესის მაჩვენებლები და ზედმიწევნით შეაფასოს მისი საოპერაციო ნაწილი, მაშინ ის ვერც შედეგების გაუმჯობესებაზე იქნება ფოკუსირებული, რაც განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. კვლევების თანახმად, დადგინდა, რომ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესები უამრავ სირთულეს აწყდებოდა. მათ არ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ ბაზრის მსხვილი მოთამაშეების მსგავსად, ესარგებლათ პროგრამული უზრუნველყოფით და მხარი აებათ ტექნიკური განვითარებისთვის. "ოპტიმომ" დეტალურად შეისწავლა მათი საჭიროებები, გამოავლინა პრობლემები და გაითვალისწინა ის საკითხები, რომელსაც აქამდე ვერცერთი მსგავსი ციფრული ხელსაწყო ვერ სთავაზობდა მათ. სწორედ ამიტომ, "ოპტიმომ" ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად შექმნა პროგრამა, რომელიც მათ პროცესებს მნიშვნელოვნად უმარტივებს და სიახლეებისთვის მხარის აბმაში ეხმარება", − ნიკოლოზ ფოფხაძე.
აღსანიშნავია, რომ "ოპტიმომ" პირველმა შესთავაზა თავის მომხმარებელს ყოველთვიური გადასახადი ერთჯერადი დიდი ინვესტიციის სანაცვლოდ, რაც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს დიდ ფინანსურ დარტყმას აყენებდა. პროგრამული უზრუნველყოფა, მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა, პროდუქციის აღსარიცხი და სარეალიზაციოდ განკუთვნილი ყველა სახის მოწყობილობა კი ის ჩამონათვალია, რომელსაც "ოპტიმო" თავის მომხმარებლებს მინიმალური გადასახადის სანაცვლოდ სთავაზობს. ის უკვე თითქმის ორი წელია რაც ოპერირებს და ბაზრის გაძლიერებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. დღეისათვის კი უკვე 500-მდე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს უმართავს ხელს და მომავალში უფრო მეტ სიახლესა და შესაძლებლობას გვპირდება.