Get All Access for $5/mo

მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაციები უკვამლო მომავლისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევებმა და რეგულაციების განვითარებამ საზოგადოებას საშუალება მისცა, მნიშვნელოვნად შეამციროს ის უარყოფითი შედეგები, რაც მავნე ჩვევებს პოტენციურად მოაქვს. ამ პროცესს, რომელსაც "ზიანის შემცირებას" ვუწოდებთ, შეუძლია, მინიმუმამდე დაიყვანოს ჩვენი არჩევანის ზეგავლენა საზოგადოებასა და გარემოზე. მაგალითად, ელექტრომანქანებს ადამიანები A-დან B პუნქტში გადაჰყავს სწორედ ისე, როგორც ბენზინზე მომუშავე წინამორბედ სატრანსპორტო საშუალებებს, მაგრამ მათგან განსხვავებით, გამოჰყოფს ნაკლებ გამონაბოლქვს და შესაბამისად, მნიშვნელოვნად ამცირებს უარყოფით ზეგავლენას გარემოზე.

დღევანდელი გარემო მუდმივად იცვლება, აქედან გამომდინარე, მზარდი ინოვაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომპანიის უწყვეტი განვითარებისთვის. უამრავი კომპანია ათწლეულების წინ არსებულ ბიზნეს მოდელებს იყენებს და ვერ აღწევს თავს ორგანიზაციის მემკვიდრეობასა და ისტორიას. ამის კვალდაკვალ, კომპანიებმა, რომლებმაც შეძლეს და დაარღვიეს ერთ დროს გაბატონებული ტრადიციები, სწრაფად წაართვეს ბაზრის წილი ყველაზე პრესტიჟულ ბრენდებსაც კი.

21-ე საუკუნე კაცობრიობას გასაოცარი სისწრაფით უბიძგებს წინ. ხშირად ისე სწრაფადაც კი, რომ შეუძლებელია გააანალიზო, რა ზეგავლენას ახდენს განვითარება საზოგადოებაზე. სხვადასხვა სფეროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით უამრავი კონკურენტუნარიანი კომპანია არსებობს, რომელიც განსაცვიფრებელი ტემპით იზრდება და საჭიროებს მეტ ინვესტირებას, ექსპერიმენტსა და ახალი ტექნოლოგიების/მიდგომების განვითარებას. ანალოგიურად, სწორედ ინოვაციამ განაპირობა მეცნიერულად დასაბუთებული, კვამლისგან თავისუფალი პროდუქტების შემუშავება, რომელსაც აქვს პოტენციალი, ნაკლებად მიაყენოს ზიანი ზრდასრულებს, რომლებიც, ახალი შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში, სხვაგვარად განაგრძობდნენ მოწევას.

გასულ შაბათს, ქართული მედიის წარმომადგენლებს "ფილიპ მორის ჯორჯიამ" უმასპინძლა, სადაც PMI-ის საერთაშორისო კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტმა, ტომასო დი ჯოვანიმ, გაგვიზიარა საკუთარი შეხედულება ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების დანიშნულებაზე უკვამლო მომავლის შექმნაში:

"რაც უფრო მეტად დავაინტეგრირებთ ზიანის შემამცირებელ პროდუქტებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მით მეტ სარგებელს მოვუტანთ ინდივიდებს, საზოგადოებასა და გარემოს", - ხაზგასმით აღნიშნა ტომასო დი ჯოვანიმ.

თამბაქოს სფეროს გიგანტი, "ფილიპ მორის ინთერნეიშენალი" (PMI) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომლისთვისაც ინოვაციები უკვამლო მომავლის შექმნაში მთავარ მამოძრავებელი ძალას წარმოადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღესდღეობით, მილიარდზე მეტი მწეველია და სავარაუდოდ, 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩება. თუმცა, PMI თვლის, რომ ეს მიდგომა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ტომასო დი ჯოვანი განმარტავს - "ამჟამინდელი ზრდასრული მწეველებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარების შეწყვეტა იქნება, მაგრამ ამის საპირისპიროდ, მათი უმეტესობა უბრალოდ განაგრძობს მოწევას. ის ადამიანები კი, რომლებიც, განსხვავებული შესაძლებლობის შემთხვევაში, სხვაგვარად განაგრძობდნენ მოწევას, იმსახურებენ წვდომასა და ინფორმაციას მოწევის ეფექტური, მეცნიერულად დასაბუთებული, ალტერნატივების შესახებ. სწორედ ამ მიზნით, 2008 წლიდან დღემდე PMI- 9 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო მეცნიერულად მხარდაჭერილი, უკვამლო ალტერნატივების კვლევასა და განვითარებაში". PMI-ის გუნდს ღრმად სწამს, რომ უკვამლო მომავალს უფრო სწრაფად მივაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ჩართული მხარე ეფექტურად შეასრულებს საკუთარ როლს. ამ გზაზე მთავარი გასაღები თანამშრომლობა და გამჭვირვალობაა. ტომასო დი ჯოვანის აღნიშვნით, იმისათვის, რომ უკვამლო მომავალი რეალობად იქცეს, მჭირდროდ უნდა ითანამშრომლონ მეცნიერებმა, მთავრობამ და ჯანდაცვის ექსპერტებმა. "არსებული მცდელობები, წავახალისოთ ის ადამიანები, რომლებიც მოწევას წყვეტენ, უნდა გაგრძელდეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ამ მიდგომებს დავამატებთ თამბაქოს ზიანის შემცირებისკენ მიმართულ სტრატეგიებს, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ მოწევის შემცირებისკენ. იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს მოწევის უკეთესი, ალტერნატიული გზები და საკმარისი რაოდენობის მწეველები ისარგებლებენ აღნიშნული სიახლით, ჩვენ უფრო სწრაფად შევძლებთ, მივაღწიოთ, მნიშვნელოვან ეტაპს გლობალური კეთილდღეობის საკითხებში - მსოფლიო სიგარეტის გარეშე", - აღნიშნავს ტომასო დი ჯიოვანი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.