Get All Access for $5/mo

პირველად საქართველოში - გაანაღდე მოგება უბარათოდ! betlive.com-ისა და კომპანია UniPay-ის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ბანკომატებიდან თანხის უბარათოდ განაღდების ინოვაციური სერვისი - QR-განაღდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Betlive

ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაში, betlive.com თავის სფეროში ინოვატორ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც დაარსების დღიდან ნერგავს სიახლეებს და მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული.

ლოკალურ ბარათ X Card-ის პროექტის წარმატებული გაშვების შემდეგ, რომელიც "ბეთლაივის" ბალანსზე არსებული თანხის ბანკომატებიდან განაღდებას გულისხმობს, მომხმარებელს კიდევ უფრო ინოვაციური, სწრაფი და კომფორტული სერვისი – QR-განაღდება შესთავაზა, რომელიც გულისხმობს ბანკომატებიდან თანხის უბარათოდ განაღდებას, მობილური ტელეფონის საშუალებით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ბეთლაივის" ბიზნესის განვითარების დირექტორს, გუკა თოფურიძეს და UniPAY-ის გენერალურ დირექტორს, კობა ქურდაძეს ვესაუბრეთ.

რას გულისხმობს UNIPAY-ის ახალი პროდუქტი, რაში მდგომარეობს მისი ინოვაციურობა და რა უპირატესობას აძლევს ის მომხმარებელს?
QR-განაღდების მეთოდი – ეს არის ინოვაციური სერვისი, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, გაანაღდოს თანხა ბარათის გარეშე, საკუთარი ანგარიშიდან მაქსიმალურად სწრაფი და დაცული გზით.

მიგვაჩნია, რომ ამ კონკრეტული ცვლილებით ძალიან დიდ კომფორტს შევუქმნით იმ მომხმარებლებს, რომლებსაც, პირობითად, ბარათი ეკარგებათ, პინი ავიწყდებათ, ან ბარათი უზიანდებათ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ჩვენს მომხმარებლებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი არხით შეძლებოდათ თანხის კომფორტულად განაღდება, მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით.

როგორ უნდა მივიღო თანხა ბანკომატიდან QR-განაღდებით?
აღნიშნული სერვისის გამოყენება ძალიან მარტივია – შედით BETLIVE.COM-ზე მობილური ვერსიიდან, შეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ QR-ღილაკს; მობილურის ეკრანზე გამოჩნდება ჩარჩო, მოათავსეთ ჩარჩოში ბანკომატის ეკრანზე არსებული QR-ვიზუალი, შეიყვანეთ ბანკომატში პინკოდი და მოითხოვეთ სასურველი თანხა.

რამდენად უსაფრთხოა QR-განაღდების სერვისის გამოყენება პლასტიკური ბარათით სარგებლობასთან შედარებით?
სერვისით სარგებლობა მაქსიმალურად უსაფრთხოა: სმარტფონების მომხმარებლების უმეტესობა ეკრანის განსაბლოკად იყენებს თითის ანაბეჭდს, პასკოდს ან სახის ბიომეტრიულ დაცვას – ეს არის დაცვის პირველი შრე.

ამასთან, როდესაც QR-განაღდების გამოყენება გვსურს, შევდივართ betlive-ის მობილურ ვერსიაში, სადაც მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანაა საჭირო – ეს უკვე უსაფრთხოების მეორე პარამეტრია.

შედარებისთვის, პლასტიკური ბარათი მესამე პირებისთვის მარტივად ხელმისაწვდომია – შესაძლოა ბარათი დაიკარგოს, მას ფოტო გადაუღონ, დაიმახსოვრონ CVC-კოდი და ა.შ. ამის საპირისპიროდ, QR-განაღდება გაცილებით დაცულ სისტემას წარმოადგენს, რაც პირდაპირ გამორიცხავს მობილურის კოდის ცოდნას, სახის ბიომეტრიული დაცვის რაიმე გზით გატეხვას, თითის ანაბეჭდის დუბლირებას და სხვ.

იგეგმება თუ არა ამ პროექტში სხვა ბანკებთან თანამშრომლობა, იმისათვის, რომ მომხმარებელმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფრო მეტი ბანკომატიდან შეძლოს თანხის მარტივად განაღდება?
ამ მომენტისთვის, QR-განაღდებით სარგებლობა შესაძლებელია TBC ბანკის ბანკომატების საშუალებით. მომხმარებლებს "საქართველოს ბანკის" ბანკომატებიდან მომსახურებას შევთავაზებთ დეკემბრის დასაწყისში, "ლიბერთი ბანკთან" კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სერვისი მაქსიმუმ 2020 წლის პირველ კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ QR განაღდების სერვისი 3 დიდი სექტორის კოლაბორაცია და პარტნიორული თავსებადობაა, სადაც სათამაშო სფერო (betlive), ფინტექი-ელექტრონული საფულე (UniPAY) და ბანკი არის გაერთიანებული. ამ ნიშნით, ჩვენი თანამშრომლობა მაქსიმალური დაცულობისა და სერვისის მომხმარებელზე მორგების გარანტია. ეს არის სინერგია, სადაც ტექნოლოგიურ სფეროში გამოცდილი კომპანიები არიან გაერთიანებული.

რა პროცედურაა საჭირო იმისათვის, რომ "ბეთლაივის" მომხმარებელმა QR-განაღდების გააქტიურება შეძლოს?
QR-ით თანხის გასანაღდებლად, მომხმარებელი Betlive.com-ზე უნდა იყოს იდენტიფიცირებული – ანუ თუ მას ერთხელ მაინც აქვს რომელიღაც ბანკის ან UniPAY-ის სალაროდან ბალანსზე შემოტანილი ან განაღდებული თანხა, ეს ადამიანი არის იდენტიფიცირებული და ავტომატურად უაქტიურდება QR ღილაკი.

თქვენი აზრით, რატომ შეცვლის თქვენი მომხმარებლების ქცევას QR-განაღდების მეთოდი?
ეს ქცევა ახალია. რეალურად, ჩვენ გავამარტივეთ გზა თანხის გასანაღდებლად და შეიქმნა პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს სამ მნიშვნელოვან სტანდარტს:

სანდოობა, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა!

  • სანდოობა – მომხმარებლის ფული ყოველთვის დაცულია
  • უსაფრთხოება – ბალანსზე წვდომა მესამე პირისთვის ყოველთვის მაქსიმალურად არის შეზღუდული
  • ხელმისაწვდომობა – მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მივიდნენ ბანკომატთან და ყოველგვარი ბარათის და სხვა დამატებითი საბუთების გარეშე, ბალანსზე არსებული თანხა გაანაღდონ.

თქვენი აზრით, რამდენად მარტივად აითვისებს მომხმარებელი ამ სიახლეს?
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბეთლაივისა" და UniPAY-ის მომხმარებლები ტექნოლოგიურად განვითარებულები არიან, რადგან ჩვენ მიერ შეთავაზებულ ინოვაციებს მარტივად ითვისებენ. ჩვენი თითოეული ნაბიჯი, ბაზარზე ოპერირების კუთხით, სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვას ემსახურებოდა, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის მარტივად მისაღები იყო და სირთულეს არ წარმოადგენდა. ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ ახალ სერვისს მომხმარებლები ასევე მარტივად გამოიყენებენ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ QR-განაღდების საკომისიო 0%-ს შეადგენს და მომხმარებელს ამ ინოვაციური სერვისის სარგებლობისთვის დამატებითი თანხის გადახდა არ მოუწევთ.

დასასრულ, გვინდა მადლობა გადავუხადოთ UniPAY-ის გუნდს, ასევე "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს ბანკის" ძალიან კომპეტენტურ და პროფესიონალ ჯგუფებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ პროდუქტის შექმნაში. იდეის ინოვაციურობა და სარგებლიანობა მათ თავიდანვე დაინახეს და ამის გარეშე, პროექტი არ შედგებოდა.

პროექტში მონაწილე 100-ზე მეტ ადამიანს, "ბეთლაივის" გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდით. ასევე დეველოპერებს, რომლებმაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სერვისი იდეალურად, უმაღლეს სტანდარტზე გამართეს. მადლობა თითოეულ იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ჩართული იყო ამ დიდი პროექტის განხორციელებაში – დიზაინერიდან დაწყებული, პროდუქტის იდეის ავტორით დამთავრებული.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე