პორშე რუსეთის ბაზარს ტოვებს - კომპანიის ოფიციალური განცხადება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
The Volkswagen Group, რომლის ერთ-ერთი ბრენდი პორშეა, შექმნილი სიტუაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. კომპანია იმედს იტოვებს, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდება და ეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოხდება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, პორშემ უკვე დატოვა რუსული ბაზარი. კომპანიამ ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
გადაწყვეტილება მყისიერად ამოქმედდა - პორშემ შეწყვიტა ავტომობილების ექსპორტი რუსეთში.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. მშვიდობიან მოსახლეობას სასწრაფოდ სჭირდება მხარდაჭერა. მსხვილ კონტრიბუციას განვახორციელებთ უკრაინელების დასახმარებლად. ასევე, მხარს დავუჭერთ ორგანიზაციებს, რომლებიც უკრაინელ ხალხზე ზრუნავენ", - ოლივერ ბლუმი, პორშეს აღმასრულებელი დირექტორი.
რუსეთში პორშეს 26 ცენტრი 20 ქალაქშია წარმოდგენილი.