რა არის "რიკო ექსპრესის" "ოქროს თამასუქი" და რა სარგებელს ჰპირდება ის თქვენს ბიზნესს? მომგებიანი და საინტერესო ფინანსური პროდუქტის შესახებ, "რიკო ექსპრესი" Entrepreneur-ს და მის მკითხველს განუმარტავს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"რიკო ექსპრესი" უკვე 12 წელია, მომხმარებელს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და უნიკალურ პროდუქტს − "ოქროს თამასუქს" სთავაზობს. ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალსარგებლიანი პირობებით გამოირჩევა. აღნიშნული პროდუქტი პირველად ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ კი ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და რჩება ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე მყარ და მომგებიან შემოთავაზებად.
პროდუქტის წარმატება ორგანიზაციის ფინანსურმა სტაბილურობამ და მრავალწლიანმა პროფესიულმა საქმიანობამ განაპირობა. ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, დროთა განმავლობაში გამყარდა თამასუქისადმი ნდობა, შედეგად, გაიზარდა როგორც პროდუქტზე მოთხოვნა, ასევე მომხმარებლის საპროცენტო სარგებელიც.
"ოქროს თამასუქის" 10.5%-იანი სარგებელი
ფული ფულს იგებს და უქმად გაჩერებული თანხა მხოლოდ ზარალს თუ მოგიტანთ. ეს ბიზნესის ანაბანაა და ყველამ კარგად ვიცით. თუმცა პანდემიის პირობებში ინვესტიციის განხორციელება არც ისე მარტივი გადაწყვეტილებაა.
მნიშვნელობა არ აქვს, სტარტაპის წამოწყება გსურთ, თუ არსებულ ბიზნესში აპირებთ თანხის რეინვესტირებას − რისკი ყველგან გაზრდილია, ეკონომიკის ძირითად სექტორები − მომსახურეობის სფერო და ტურიზმი კი მნიშვნელოვნად შეზღუდულია.
მაშინ რა ვქნათ? როგორ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ კაპიტალი?
ასეთ დროს ფინანსური სარგებლის მიღებაში გამოცდილი და სანდო პარტნიორი დაგეხმარებათ. სწორედ ეს არის "რიკო ექსპრესის" პროდუქტ "ოქროს თამასუქის" მთავარი იდეაც − მინიმალური რისკი და მაქსიმალური სარგებელი. ამ სტატიაში სწორედ "ოქროს თამასუქზე" ვისაუბრებთ.
რატომ უნდა ვიყიდოთ "ოქროს თამასუქი"?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემები თითქმის ყველა სფეროს შეეხო, ბაზრის მოლოდინი კი უფრო ბუნდოვანი გახდა. ასეთ დროს თამასუქის ყიდვა საუკეთესო გამოსავალია. ამგვარად, ერთი მხრივ, ვინარჩუნებთ და ვზრდით კაპიტალს, ხოლო მეორე მხრივ, თავს ვარიდებთ რისკიან გადაწყვეტილებებს.
ლარში დახურული თამასუქი ნიშნავს გარანტირებულ 10.5%-იან სარგებელს. თქვენ თავიდან აირიდებთ ინფლაციას, შეინარჩუნებთ და გაზრდით კაპიტალს, დაელოდებით შესაფერის მომენტს და კუთვნილ ოდენობას გამოიყენებთ მაშინ, როცა უკეთესი ალტერნატივა გამოჩნდება.
როგორია თამასუქის პირობები?
"რიკო ექსპრესი" გასცემს ღია და დახურული ტიპის თამასუქს. ამ ორ პირობას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განასხვავებს − ღია თამასუქით სარგებლობისას სრული თანხის გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, დახურული თამასუქის შემთხვევაში კი − 3 თვის შემდეგ.
რაც შეეხება საპროცენტო სარგებელს, "ოქროს თამასუქის" პირობები ასეთია:
ღია თამასუქისთვის − ლარში 7%, ხოლო დოლარში − 3%;
დახურული თამასუქისთვის კი, ლარში 10.5%, დოლარში 5%, ხოლო ევროში − 2%.
"ოქროს თამასუქის" მინიმალური ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, ხოლო მაქსიმალური ლიმიტი არ არის დადგენილი.
იმისათვის, რომ გაიგოთ, ზუსტად რა სარგებელს მიიღებთ "ოქროს თამასუქით" სარგებლობისას, იხილეთ "რიკო ექსპრესის" თამასუქის კალკულატორი, მიუთითეთ სასურველი თანხა და მონიშნეთ თამასუქის პირობები.
და რატომ თავად "რიკო ექსპრესი"?
"რიკო ექსპრესის" ნდობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამჭვირვალე, სანდო და სტაბილური ფინანსური მდგომარეობაა, რომელიც წარმატებით უმკლავდება ნებისმიერ გამოწვევას. კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე, "რიკო ექსპრესმა" წარმატებით შეინარჩუნა ბაზრის მოწინავე პოზიციები და ორგანიზაციის წმინდა მოგებამ 51,5 მილიონი ლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით "რიკო ექსპრესი" მიკროსაფინანსო ბაზრის უპირობო ლიდერია. ამასთან, "თიბისისა"და "საქართველოს ბანკის" შემდეგ, ქვეყნის მესამე ყველაზე მომგებიან ფინანსურ ორგანიზაციას წარმოადგენს.
2015 წლიდან "რიკო ექსპრესი" თანამშრომლობს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანია "ერნსტ ენდ იანგთან" (Ernst & Young), რაც დამატებით ზრდის ორგანიზაციის სანდოობასა და სტაბილურობას. გარდა ამისა, კომპანიის ფინანსური დოკუმენტები ყოველთვიურად ქვეყნდება ორგანიზაციის ვებგვერდზე და ნებისმიერი პირისთვის ღია და ხელმისაწვდომია.