Get All Access for $5/mo

რა ხერხს მიმართავს ბილ გეითსი ღამით უკეთ გამოსაძინებლად Microsoft-ის დამფუძნებლის ღამის რუტინა ორ მარტივ ჩვევაზეა დაფუძნებული

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კარგად დაასვენეთ თქვენი სხეული, რათა მეორე დღეს პროდუქტიული იყოთ − ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რის გაკეთებაც შეგიძლიათ.

ბილ გეითსმა შესანიშნავად იცის, თუ რა არის მისთვის უმჯობესი, როდესაც საქმე ძილის საათებზე მიდგება. თუ ძილის პრობლემები გაქვთ და იმდენი არ გძინავთ, რამდენიც რეკომენდებულია, დროა, გეითსს მიბაძოთ. ეს უზომოდ მარტივია და შეგიძლიათ ახლავე სცადოთ.

სადილის შემდეგ ჭურჭელი გარეცხეთ

იმისთვის, რომ კარგად დაიძინოთ, თქვენმა გონებამ უნდა დაასრულოს ეს დღე და ვალდებულებებისა და პრობლემებისგან უნდა გათავისუფლდეს. სხვა შემთხვევაში, ფიქრები დაძინების საშუალებას არ მოგცემთ. არც მობილურ ტელეფონში ძრომიალი მოგიტანთ რაიმე სიკეთეს, არც ელექტრონული ფოსტის ბოლოჯერ შემოწმება და არც საღამოს ახალი ამბები.

ბილ გეიტსი გონების დასასვენებლად სრულიად მარტივ ხრიკს იყენებს.

"ყოველ საღამოს ვრეცხავ ჭურჭელს", – თქვა გეიტსმა Reddit AMA-ზე 2014 წელს.

ასეთი მარტივი ამოცანები გვეხმარება შევამსუბუქოთ ჩვენი შფოთვები და დღევანდელ დღეს მეტი ყურადღება დავუთმოთ.

იკითხეთ ძილის წინ

კითხვა შესანიშნავი ჩვევაა და დღის ნებისმიერ დროს სასარგებლოა, მაგრამ ძილის წინ კითხვა, მარტივად დაძინებაშიც დაგეხმარებათ.

სწორედ ამას აკეთებს ბილ გეითსი.

გეითსი კითხვის დიდი მოყვარულია და თავის რეკომენდაციებს წიგნების შესახებ აქტიურად უზიარებს მიმდევრებს. კითხვა გეითსის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. "თითქმის ყოველღამე ვკითხულობ ერთი საათის განმავლობაში. ჩემთვის ეს ჩაძინების შემადგენელი ნაწილია", – განუცხადა მან The Seattle Times-ს.

ისიც უნდა ითქვას, რომ დღის დასრულება წიგნის კითხვით ჩაძინების გარდა იმაშიც დაგეხმარებათ, რომ უფრო განათლებული ადამიანი გახდეთ.

აშშ-ის ძილის ეროვნული ფონდის მიხედვით, წიგნის კითხვა მშვიდ მდგომარეობაში გადასვლის კარგი საშუალებაა, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ დაძინებაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!