Get All Access for $5/mo

როგორ უნდა გაიძლიეროთ იმუნური სისტემა კორონავირუსის ეპიდემიისას თქვენს სხეულსა და ბიზნესზე ზრუნვის მარტივი მეთოდები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

სტატიის ავტორია ბენ ენჯელი, შეიძინეთ მისი წიგნი "დაუოკებელი: გონებისა და სხეულის მომზადება 90 დღიანი გეგმით წარმატების მისაღწევად", Amazon | Barnes & Noble | iBooks | IndieBound-ზე. და ასევე, Unstoppable Journal-იც შეუკვეთეთ, რომელიც ნეირობიოლოგიაზე, ფსიქოლოგისა და ბიოჰაკინგზეა დამყარებული, ამ ტიპის ერთადერთი ჟურნალია, რომელიც თქვენი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ჩვენ უკვე ვეგუებით ცხოვრებას ახალი კორონავირუსის COVID-19-ის ეპოქაში, მეცნიერები ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებსა და ვაქცინებზე მუშაობას აგრძელებენ, ბევრი ექსპერტი კი საზოგადოებას ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ერთიანი მიდგომის გამოყენებას სთავაზობს. ბიოჰაკერებმა ყველაზე უკეთ იციან, რომ პოზიტიური იმუნური პასუხი შესაძლოა აუცილებელი იყოს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მართალია, შემდეგი რეკომენდაციები ვირუსით დასნებოვნების საწინააღმდეგო საშუალებებს არ წარმოადგენს, მაგრამ მარტივი საშუალებებია იმისთვის, რომ რაც შეიძლება ჯანმრთელი გახდეთ.

ძილი

როგორც ძილის ფონდის ბოლო კვლევაშია აღინიშნული, "საკმარისი ძილის გარეშე თქვენი ორგანიზმი ნაკლებ ციტოკინებს გამოიმუშავებს, ცილებს, რომლებიც ინფექციისა და ანთების დროს წარმოიქმნებიან, და ეფექტურ იმუნურ პასუხს განაპირობებენ. ციტოკინები, ძილის დროს გამომუშავდებიან და გამოთავისუფლდებიან კიდეც, და ორმაგ დარტყმას მიაყენებენ თავდამსხმელს, თუ სერიოზულად იზრუნებთ თქვენს ძილზე. ქრონიკული უძილობა ჩვენი ორგანიზმის საპასუხო რეაქციას ამცირებს და ამ დროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაც კი ნაკლებად ეფექტურია".

შესაბამისად, ამ კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერები დღეში ორჯერ, 30 წუთით ან ნაკლები დროით, დაძინებას გირჩევენ. ეს ძილის ნაკლებობისას დაგეხმარებათ, რაც უარყოფით გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. მაგრამ თუ ჩაძინება გიჭირთ, ბინაურალური დატყმები სცადეთ, რომლებსაც YouTube-ზე მოძებნით (დასაწყისისთვის საუკეთესო იქნებოდა, ჯოდი ჰატონის "Power Naps" ), და შესვენების დროს ცოტაოდენი ხნით ჩათვლემას შეძლებთ.

დიეტა

შაქარზე უარის თქმით საკუთარ იმუნურ სისტემას აჯანსაღებთ, რადგან საკვებს აღარ აწვდით თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის " ცუდ" ბაქტერიებს, რომლებიც თქვენს კარგ ბაქტერიებს კლავენ. ავტოიმუნური და საჭმლის მონელების პრობლემები კუჭ-ნაწლავის სისტემის აშკარა დისბალანსზე მიუთითებს. საჭმლის მომნელებელ სისტემაში, იდეალურ შემთხვევაში, 85 პროცენტი კარგი ბაქტერია ანუ ბრობიოტიკი უნდა იყოს.

კუჭნაწლავის მიკრობიოტის დისბაქტერიოზის გამოკვლევა ისეთი კომპანიების დახმარებით შეგიძლიათ, როგორიცაა Thryve Inside, ასევე უნდა გააანალიზოთ, თუ რას მიირთმევთ ყოველდღიურად. ფერმენტირებული პროდუქტები, როგორებიცაა, მჟავე კომბოსტო, ჩაის სოკო და კიმჩი (მჟავე, ფერმენტირებული ბოსტნეული) თქვენს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების შესახლებაში დაგეხმარებათ, და გაცილებით მეტ ენერგიასა და სასიცოცხლო ძალებს შეგძენთ.

პერიოდული შიმშილი/განტვირთვის დღეები

საუკუნეებია ცნობილია, რომ ჯანმრთელობის გასაკაჟებლად შიმშილობა აქტიურად გამოიყენებოდა. პარაცელსი, დასავლური ტრადიციის დიდი მკურნალი, 500 წლის წინ წერდა, რომ "შიმშილობა ერთ-ერთი უდიდესი წამალია, ექიმია ჩვენს სხეულში". 2014 წელს ექიმმა ვალტერ ლონგომ, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინა, რომ სამ დღიან შიმშილობას (წყლის გარდა სხვა არაფრის მიღება) იმუნური სისტემის განახლება შეუძლია. Humann.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო საკვების მიღების შემდეგ, სულ მცირე, 16-18 საათით საკვების მიღებისგან თავის შეკავება, თქვენს ორგანიზმს საშუალებას აძლევს, იმუნურ უჯრედებზე "ფოკუსირდეს", გადაამუშაოს ისინი და თავიდან მოიცილოს დაზიანებული უჯრედები. ეს იმას ნიშნავს, რომ შიმშილობის დროს სხეული და ასევე, მისი თეთრი უჯრედები ნაკლებად მუშაობენ.

განტვირთვის დღეები, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გააკეთოთ, თუ უკვე ჯანმრთელი ხართ. მაგრამ თუ ასეა, ვის არ ენდომება, უფრო მეტი დრო ჰქონდეს, სამსახურში პროექტების დასამთავრებლად და ამავე დროს, იმისთვისაც, რომ გაცილებით ჯანმრთელიც გახდეს?

მედიტაცია სტრესის შესამცირებლად

სტრესი ანთებით რეაქციას იწვევს ორგანიზმში, რომელმაც სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დიდი რაოდენობით გამოყოფით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს თქვენს საპასუხო რეაქციაზე - "შეებრძოლე ან გაიქეცი". ეს ასევე გაცილებით დაუცველს გვხდის ინფექციებისა და დაავადებების მიმართ, როგორც ოფისში, ისე მის გარეთ. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი მედიტაცია ნებისმიერი ანტრეპრენერისთვის, რომელიც ბიოჰაკინგით ანუ სხეულის, გონების, და ცხოვრების განახლებით არის დაინტერესებული, სხვადასხვა მეცნიერების, ბიოლოგიისა და ექსპერიმენტების გამოყენებით. მედიტაციის სხვადასხვა ფორმები არსებობს, მათ შორის, იოგით ( შენელებული პოზებით) და ტაი ცზით დაწყებული, და სუნთქვითი ტექნიკის უთვალავი სავარჯიშოებით დამთავრებული.

Translational Psychiatry -ში გამოქვეყნებული ბოლო კვლევის მიხედვით, "ჩანს, რაღაც განსაკუთრებულია მედიტაციაში, რამაც შესაძლოა გენების ექსპრესია შეცვალოს და დროთა განმავლობაში განწყობაც კი გააუმჯობესოს".

უსაფრთხო მგზავრობა

ამჟამად მრავალი ავიაკომპანია ადევნებს თვალყურს მგზავრების ჯანმრთელობას ფრენებამდე და ფრენების შემდეგ. დავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ვისაც რესპირაციული დაავადებების სიმპტომები არ აქვს, მათთვის არ არის აუცილებელი სამედიცინო ნიღბის ტარება. ნიღბების მათ უნდა გამოიყენონ, ვისაც ვირუსის სიმპტომები აქვთ, და მათაც, ვინც იმ ადამიანებს უვლის, ვისაც ისეთი სიმპტომები აქვს, როგორიცაა ხველა და სიცხე.

პატრიკ სმიტი თავის წიგნში, "კოკპიტის საიდუმლო" ირწმუნება, რომ თვითმფრინავში "90-99.9 პროცენტი საჰაერო მიკრობია და ყოველ 2-3 წუთში ჰაერი მთლიანად იცვლება, გაცილებით ხშირად, ვიდრე ოფისებში, კინოთეატრებსა ან საკლასო ოთახებში".

ამის გამოც არის მნიშვნელოვანია სტრესულ პერიოდებში ვიტამინების მიღება. საქმე ის არის, რომ სტრესის დროს, შესაძლოა, ჩვენი მინერალებისა და ვიტამინების მარაგი ამოიწუროს. ვიტამინები C, B და D, ისე როგორც, თუთია, ყველა ერთად ეხმარება თქვენს იმუნურ სისტემას. კვლევებმა უჩვენა, რომ ანთების გაკონტროლება მხოლოდ თუთიასაც შეუძლია, რომ მან რაიმე სერიოზული პრობლემა არ გამოიწვიოს, რის გამოც თქვენი იმუნური პასუხი უკეთესი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ სრულიად გაურკვეველ დროში ვცხოვრობთ, ლოდინი არ უნდა დავიწყოთ იმის გასარკვევად, საკმარისად ჯანმრთელები ვართ თუ არა იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის დაავადება დავამარცხოთ. თქვენთვის უდავოდ მომგებიანი იქნება იმუნური სისტემის გამაჯანსაღებელი ზოგიერთი ნაბიჯების გადადგმა, მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის კი არა, არამედ, თქვენი ბიზნესის აქტიური სამუშაო ფორმის შესანარჩუნებლად.

დასკვნა: ნუ შექმნით პანიკას და სამედიცინო პროფესიონალების რჩევებს მიუგდეთ ყური, რომლებიც ამ სფეროში კარგად ერკვევიან.

სტატია ავტორის აზრს გამოხატავს, რომელიც ოფიციალური სამთავრობო სახელმძღვანელო პრინციპების ალტერნატივას არ წარმოადგენს. ეწვიეთ დაავადებათა კონტროლის ვებ გვერდს (CDC), ახალ კორონავირუსზე დამატებითი განახლებული ინფორმაციების მისაღებად.

მზად ხართ დაუოკებელი გახდეთ?

ეწვიეთ ვებ გვერდს, www.areyouunstoppable.com და ახლავე გააკეთეთ 60 წამიანი უფასო ონლაინ ტესტი. მთელ რიგ მარტივ შეკითხვებზე გაეცით პასუხი და თქვენს შედეგებს ჩემი პროგრამული უზრუნველყოფა გააანალიზებს და ამომწურავ პასუხს მოგცემთ, თქვენი პიროვნული თვისებების შესახებ. შემდეგ, იმ ინსტრუმენტებთან და რჩევებთან მიგიყვანთ, რომლებიც აუცილებელია უფსკრულის გადასალახად, რომელიც თქვენს დღევანდელსა და მომავლის ვარიანტებს შორის არსებობს. ჯერ ტესტი გაიარეთ, რომ მუშაობას შეუდგეთ!

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!