Get All Access for $5/mo

როგორი იყო "გაზაფხულის ველი ქალებისთვის" VELI.store-მა მარტი ქალებს მიუძღვნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მარტი დასრულდა. განახლებისა და სიცოცხლის საწყისის - გაზაფხულის პირველი თვე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ტრადიციულად, ქალების მხარდაჭერას დაეთმო.

ბუნებრივია, რომ განვლილი თვე VELI.store-მაც სწორედ ქალებს მიუძღვნა და საკომუნიკაციო არხები, სხვადასხვა პროფესიის, როლის, ისტორიისა თუ მიზნების ქალებს დაუთმო, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ დასახულ მიზანს ხელს ვერასოდეს შეუშლის სქესი, ასაკი, პროფესია, წარმომავლობა თუ სხვა ნებისმიერი მახასიათებელი.

"ქალ მეწარმეებს ვურჩევდი, რომ იყვნენ თავდაჯერებულები და თამამები საკუთარ ხედვებში და მიანიჭონ საკუთარ თავებს ძალაუფლება, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და იყვნენ დარწმუნებულები არჩეულ მიმართულებებში", - თეკლა ერქვანიძე, "ძველი სუფრას" დამფუძნებელი.

"ყველა ადამიანი ბუნებით შემოქმედია. ჩემი აზრით, უმოქმედობა ბევრად რთულია, ვიდრე მოქმედება. გზა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ამ შემოქმედებით პროცესშიც კი იმდენი სიამოვნებაა, რომ ნამდვილად ღირს, განსაკუთრებით, თუ შედეგიც ღირებულია.", - ანა ბაქრაძე, "აემბის" დამფუძნებელი.

"მე, როგორც ქალი მეწარმე ყველას ვურჩევდი, რომ თუნდაც ის იდეები, რომლებიც ყველაზე უმნიშვნელოდ ან პირიქით, გიჟურად ეჩვენებათ, განახორციელონ. VELI-სთან თანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო ჩემი ბიზნესისთვის. ონლაინ გაყიდვები და მომხმარებლისთვის პროდუქტის 3 საათში უფასოდ მიწოდება ისე, რომ მე ამაზე მუშაობა არ მიწევს, ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტია", - ანანო ნეფარიძე, " Anwlishop-ის" დამფუძნებელი.

"იყო ქალი მეწარმე, ძალიან საინტერესო გამოწვევაა და ვფიქრობ, ბევრ სირთულესთან ერთად, ძალიან ბევრი დადებითი მხარეც სდევს თან. ჩემთვის ძალიან დიდი ზურგია ის, რომ ჩემი სამივე პარტნიორი ქალია. მოხარული ვართ, რომ ჩვენი პროდუქცია საქართველოში ყველაზე ხარისხიან ონლაინ გაყიდვების პორტალზეა განთავსებული. დარწმუნებული ვარ, რომ Veli.store-სა და "მფრინავი ასის" თანამშრომლობით, მომხმარებელს არაერთი ჯადოსნური სიურპრიზი ელოდება", - ნუცა ქისტაური, "მფრინავი ასის" თანადამფუძნებელი.

ყველა ამ და კიდევ ბევრი ასეთი ისტორიის მთავარი მოქმედი გმირები, აგრძელებენ და ქმნიან ამბავს და ტრადიციას, რომელიც 1 საუკუნის წინ, ერთმანეთის თანადგომის მიზნით, ქალთა დღის აღნიშვნით დაიწყო. ამბავი, რომელიც დგას ერთმანეთისა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერაზე, თანასწორობაზე, ერთმანეთის მიღწევების, მიზნებისა და ოცნებების აღიარებასა და პატივისცემაზე, საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის შესაძლებლობების შექმნაზე.

"ჩვენთვის ყოველი ნივთი ძალიან ღირებულია, რომელიც "დამზადებულია საქართველოში" ნიშანს ატარებს და ასევე, ყველა ის ინიციატივა, რომლის უკანაც დგანან ქალები. ყველა ასეთი სტარტაპი არის მტკიცებულება, რომ თანამედროვე სამყაროში ქალებმა, დედის, მეუღლისა და დიასახლისის გარდა, ნელ-ნელა ახალი, ძალიან საინტერესო ფუნქციები და როლები შეიძინეს. სწორედ ამიტომ, ჩვენს თავდაპირველ მიზანს - ვიყოთ სწრაფი და კომფორტული გამტარი რგოლი მომხმარებელსა და მეწარმეებს შორის, ერთი ღირებული კომპონენტიც დავამატეთ: შოპინგის საუკეთესო გამოცდილების შექმნის პარალელურად, გადავწყვიტეთ, პროდუქტთან ერთად, მომხმარებლებისთვის ის საინტერესო ადამიანები გაგვეცნო, ვინც იმ თითოეული უნიკალური ნივთის უკან დგას, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველი ეს ისტორია, არა მხოლოდ როგორც ველის ბრენდის წარმომადგენელს, არამედ როგორც თავად ქალს და სტარტაპერს, ძალიან მეამაყება. ყველა ეს ისტორია, ჩვენთვის - სხვა ქალებისთვის, მოტივაციის, შთაგონებისა და ახალი აღმოჩენების წყაროა", - მარიამ ცანავა, Veli.Store-ის ბრენდი ხელმძღვანელი.

ყველა ამ ქალი მეწარმის უნიკალური პროდუქცია შეგიძლიათ აღმოაჩინოთ და შეიძინოთ ველიზე, კატეგორიაში - მხოლოდ ქართული.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!