საქართველოს ბანკი ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით გაჩერებას არ აპირებს
By ანანო ჩხაიძე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით სვლას აქტიურად განაგრძობს. პანდემიის ფონზე დისტანციურ სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, ბანკმა გასული წლის მანძილზე მომხმარებელს მასზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტი თუ სერვისი შესთავაზა. ეს ყველაფერი არც საერთაშორისო გამოცემების ყურადღების მიღმა დარჩენილა.
ახლახან, Global Finance-მა საქართველოს ბანკს ციფრული მიმართულების 11 სხვადასხვა კატეგორიაში გადასცა ჯილდო. გამოცემამ ბანკი 2021 წელს საქართველოს მასშტაბით საუკეთესოდ ორ კატეგორიაში დაასახელა, ესენია: მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრული ბანკი და საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი.
გამოცემამ ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კიდევ 5 ქვეკატეგორიაში ცნო საუკეთესოდ. ესენია: ინვესტიციების მართვის ონლაინსერვისები, ვაჭრობის დაფინანსება, ხაზინის ონლაინსერვისები, მობილურზე ადაპტირებადი პლატფორმა, საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდოები მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით მიანიჭა.
აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად, ბანკები მონაწილეობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით იღებდნენ. საქართველოს ბანკთან ერთად, გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები, როგორიცაა: Sberbank, Alfa-Bank, Tinkoff Bank, Evoca Bank, UniCredit Bulbank, OTP Bank და სხვ.
"სწრაფად მზარდ ციფრულ ბიზნეს გარემოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ციფრული ტექნოლოგიები, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს დღეს ბიზნესის სამომავლო წარმატებას. "Global Finance"-ის მხრიდან მსგავსი აღიარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაციისაკენ სწორი გეზი გვაქვს აღებული. ეს ჯილდო ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას იღებდა ბანკის ციფრული პროდუქტების შექმნაში. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორც უკვე არსებული პროდუქტებისა და სერვისების დახვეწას, ასევე ინოვაციების დანერგვას, რათა მეტი შესაძლებლობები შევუქმნათ ჩვენს მომხმარებლებს", - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ვახტანგ ბობოხიძე.
ის რომ ბანკი მუდმივად განვითარების პროცესშია ამის დანახვა შესაძლებელია, რადგან თამამად სათქმელია, რომ საქართველოს ბანკი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ნერგავს ახალ ინოვაციებს. მოდით ერთად გადავავლოთ თვალი ბოლო წლებში საქართველოს ბანკის მიერ საბანკო სივრცის "რევოლუციას":
- 2018 წელს, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა სრულიად ახალი, ინოვაციური გადახდის მეთოდი – QR-გადახდები დანერგა და მალევე მომხმარებელს მარტივი და სწრაფი QR-განვადება შესთავაზა. იმავე წელს, საქართველოს ბანკი პირველი იყო რეგიონში, რომელმაც Open Banking-ის სტრატეგია წარადგინა. სულ ცოტა ხნის წინ კი, ბანკმა პირველმა გამოუჩინა მომხმარებელს ყველა საბანკო ანგარიში ერთ სივრცეში - მობილბანკში.
- 2019 წელს საქართველოს ბანკმა მეტი კომფორტის შესაქმნელად მომხმარებელს გადახდის სრულყოფილი სისტემა Apple Pay წარუდგინდა და Apple Wallet-ით თანხის გამოტანის შესაძლებლობა მისცა. ამასთან, ონლაინ გადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი - iPay გახადა ხელმისაწვდომი. იმავე წელს, ბანკმა ბიზნესისთვის ახალი ინტერნეტბანკი შექმნა და მთელს რეგიონში პირველად, მეტროში საპილოტედ ე.წ. Face Recogniton-ით, იგივე "ღიმილით გადახდა" გახადა შესაძლებელი. გარდა ამისა, ბანკმა ბიზნეს მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი, "ჭკვიანი პოსტერმინალი" შესთავაზა, რომელიც ორი სხვადასხვა აპარატის - პოსტერმინალისა და სალარო აპარატის ფუნქციებს აერთიანებს. ასევე, მომხმარებლის ინტერესების დაკმაყოფილებისა და ინოვაციური, პერსონალიზებული ციფრული ბანკინგის განვითარების მიზნით, "პერსონალური ფინანსური მენეჯერი" (PFM) შექმნა.
ჯერ კიდევ 2019 წელს, საქართველოს ბანკმა 2020 წელი ინოვაციების წლად გამოაცხადა. შესაბამისად, 2020 წელს, ბანკმა მომხმარებელს კიდევ მეტი ციფრული გადაწყვეტა შესთავაზა.
- პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკმა ანდროიდ სისტემაზე მომუშავე ტელეფონი გადახდის ტერმინალად აქცია. ე.წ. "გატერმინალების" მეშვეობით, მომხმარებლისთვის შესაძლებელი გახდა გადახდის განხორციელება ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მანამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა. ხოლო მეწარმეებისა და ბიზნესის წარმომადგენელებისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი და მარტივი გახდა გადახდების მიღება, რაც ბუნებრივია აისახა გაყიდვებზე და ბიზნესის წარმატებაზე.
- საქართველოს ბანკი პირველი იყო, რომელმაც კვების ობიექტებში, იქნება ეს კაფე, ბარი თუ რესტორანი, უნაღდო ანგარიშსწორებით ე.წ. "თიფის", იგივე "სამადლობლის" დატოვება გახადა ხელმისაწვდომი, ხოლო კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, მომხმარებელს ტერმინალით განაღდების შესაძლებლობაც შესთავაზა.
- ბანკმა ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, 2020 წელს დისტანციურ არხებში სხვა მრავალი სიახლეც დანერგა: ბიზნეს მომხმარებელს საქმიანობის გამარტივების მიზნით ახალი, ინოვაციური, თანხის მიმღები აპარატი- cashbox-ი შესთავაზა; იურიდიული პირებისთვის ანგარიშის გახსნა ონლაინ გახადა შესაძლებელი; მომხმარებელს ფაქტორინგი ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა.
- გარდა ამისა, გასულ წელს საქართველოს ბანკმა მობილ და ინტერნეტბანკის ონლაინაქტივაცია უზრუნველყო და "ჩატის" ფუნქცია დაამატა. ამასთან, ბანკმა ე.წ. ცენტრალური ავტორიზაციის სისტემა (SSO) დანერგა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ბანკის მომხმარებლისათვის ბანკის ნებისმიერ ციფრულ არხში ერთი იუზერითა და პასვორდით გახდა შესვლა შესაძლებელი, მათ შორის ბიზნეს მობილბანკში.
ბანკმა პირველმა შექმნა ციფრული ბარათი და ასევე პირველმა შესთავაზა მომხმარებელს მობილბანკში თანხის გაყოფისა და მოთხოვნის ინოვაციური ფუნქციონალი.
- აღსანიშნავია, რომ ბანკმა ბიზნესის კიდევ უფრო მარტივად სამართავად მომხმარებლებს ბიზნესის ფინანსური მენეჯერის მოდული შესთავაზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახადა ერთ სივრცეში ბიზნესის ფინანსური ანალიტიკის ნახვა.
- მიმდინარე წელს კი, ბანკმა სესხის განაცხადის შევსების და ლიმიტის დამტკიცების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა. მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცა რამდენიმე წუთში, მობილბანკში, ინტერნეტბანკსა და ვებგვერდზე - bog.ge გაეგო რა შესაძლებლობები აქვს საკრედიტო ჭრილით ნებისმიერ პროდუქტზე (სამომხმარებლო სესხი, იპოთეკურ სესხი, განვადება, საკრედიტო ბარათი) და სურვილის შემთხვევაში, თავადვე გაეაქტიურებინა შესაბამისი საბანკო პროდუქტი ონლაინ.
- ამავე წელს ბანკმა ონლაინ განვადება დანერგა, რაც იმას გულისმხობს, რომ ტექნიკის, ტანსაცმლის თუ სხვა ტიპის პროდუქტების ონლაინ შეძენისას, მომხმარებელს მიეცა შესალებლობა მარტივად, ვებგვერდის დატოვების გარეშე, განვადებით შეეძინა სასურველი ნივთი.
ეს მცირე ჩამონათვალია, იმ პროდუქტების თუ სერვისებისა, რასაც საქართველოს ბანკი საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ისინი აქ არ აპირებენ გაჩერებას.