Cyber Monday Sale! 50% Off All Access

საქართველოს ბანკი - მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ციფრული შეთავაზებები და მიღწეული შედეგები დიჯიტალიზაციის კუთხით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლევან კობახიძე

მოგეხსენებათ, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ციფრული გადაწყვეტების მიმართულებით, საქართველოს ბანკი წლიდან წლამდე არნახული ტემპით ვითარდება და მომხმარებლის საჭიროებებს ახალ-ახალი შეთავაზებებით პასუხობს. ეს ყველაფერი, ცხადია თვალშისაცემი და ხელშესახებია ადგილობრივ დონეზე, თუმცა უკვე არაერთი უმაღლესი შეფასების საფუძველი გამხდარა საერთაშორისო გამოცემების მხრიდანაც.

საქართველოს ბანკის მიერ ციფრული პროდუქტებისა და სერვისების გაძლიერების მიმართულებასთან დაკავშირებით, ბანკის ციფრული მომსახურების დეპარტამენტის დირექტორს, ლევან კობახიძეს გავესაუბრეთ.

მისი თქმით, საქართველოს ბანკის წარმატებაზე დიჯიტალიზაციის კუთხით, საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრები მეტყველებენ. მომხმარებლების გადახდების 96%, სწორედ ციფრული არხებით ხორციელდება, ყოველთვიურად კი, დაახლოებით 10 მლნ ტრანზაქცია მობილური აპლიკაციის მეშვეობით სრულდება. სწორედ ეს განსაზღვრავს საქართველოს ბანკის ლიდერობას მობილური აპლიკაციებით გადახდისა და ფინანსების სფეროში. ლევან კობახიძის თქმით, ბანკში გაციფრულების პროცესი ძალიან აჩქარებულია. ეს, ერთი მხრივ განპირობებულია პანდემიის ფონზე შეცვლილი გარემოთი, სადაც მომხმარებელი ამჯობინებს საბანკო მომსახურების მიღებას ციფრული/დისტანციური არხებით, ხოლო მეორე მხრივ, ბანკში ახალი ციფრული პროდუქტების დანერგვით.

"ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, მიუხედავად სრულად დისტანციურად მუშაობისა, ჩვენ არაერთი ახალი პროდუქტი შევთავაზეთ ჩვენ მომხმარებლებს, მათ შორისაა - მობილური ინტერნეტის გარეშე მომუშავე მობილ ბანკი, სრულად ციფრული საბანკო ბარათი, მობილ ბანკი ბიზნეს კლიენტებისთვის, თანხის მოთხოვნისა და გაყოფის ფუნქცია, ონლაინ ჩატი და ჩატ-ბოტი, საბანკო ანგარიშის გახსნა სრულად ციფრულად, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. ასევე სრულად განვაახლეთ და გავამარტივეთ - ინტერნეტ ბანკი, მობილ ბანკის მთავარი ნავიგაცია, სესხისა და განვადების ონლაინ პროცედურა და მრავალი სხვა", - აცხადებს ლევან კობახიძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მობილურ აპლიკაციაში დღეს ყველაზე მეტი ფინანსური ოპერაცია სრულდება. მომხმარებელთა 40%-ზე მეტი ყოველდღიურად აქტიურია და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მაღალია ბანკის მომხმარებლების კმაყოფილების დონე. საქართველოს ბანკის გაცხადებული გზავნილია, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლების საჭიროებები და ინტერესები, რათა სწორედ ის პროდუქტები და სერვისები შესთავაზონ და იმ არხში, სადაც მათ ეს სჭირდებათ. "ბანკში დანერგილი გვაქვს მომხმარებელთა კმაყოფილების საზომი ე.წ. CSAT, რომელიც საკმაოდ გაზრდილია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ასევე, ბანკში გვაქვს სისტემა, რომლის საშუალებითაც მუდმივად ვუსმენთ მომხმარებლის ხმას და ვითვალისწინებთ მათ უკუკავშირს, რჩევებს შეთავაზებული თუ ახლადწარდგენილი პროდუქტების განვითარებაში. დიჯიტალიზაციის კუთხით გამოვარჩევდი საბანკო სერვისების სიმდიდრეს მობილ ბანკში. დღეს მობილბანკი თითქმის სრულად ფარავს საბანკო მომსახურების სპექტრს. თუმცა ამით ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რომ გავცდეთ სტანდარტულ ბანკინგს და კიდევ უფრო გავაფართოვოთ მობილ ბანკით მიწოდებული სერვისების ასორტიმენტი", - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

დღესდღეობით, ბანკში განხორციელებული ოპერაციების 96% სრულად ციფრულ და დისტანციურ არხებში სრულდება, ხოლო მათი უდიდესი ნაწილი მობილ ბანკზე და თვითმომსახურების ტერმინალებზე მოდის. ამ შედეგების მიღწევა წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა საქართველოს ბანკის გუნდის ძალისხმევა და ნოვატორული მიდგომა. ციფრული არხების სწორი პოზიციონირება მომხმარებელთან, უამრავი განსხვავებული ტიპის შეთავაზებები, დაჩქარებული პროდაქტ დეველოპმენტის ტემპი, კლიენტზე ორიენტირებული ციფრული მომსახურებების დანერგვა, მაღალი უსაფრთხოების სტანდარტი და ორგანიზაციის დონეზე ერთიანი ძალისხმევა ის მცირე ჩამონათვალია, რამაც საქართველოს ბანკი მომხმარებლისათვის შეუცვლელ ფინანსურ ინსტიტუტად აქცია.

Entrepreneur დაინტერესდა საქართველოს ბანკის მიმდინარე მიღწევებით და ახალი პროდუქტებით. ლევან კობახიძემ აღნიშნა, რომ ბანკმა, საგრძნობლად გააამარტივა სამომხმარებლო სესხის აღების და ანგარიშის გახსნის პროცესები ონლაინ. ასევე გამარტივდა საბანკო ბარათის შეკვეთა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. სულ ახლახან კი, მობილ ბანკში ხელმისაწვდომი გახდა სრულად შეცვლილი პროდუქტების გვერდიც. როგორც ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, მომხმარებელი მიმდინარე წლის ბოლომდე, კიდევ არაერთ სიახლეს უნდა ელოდოს ბანკისგან.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ საერთაშორისო გამოცემა - Global Finance-ის აღიარება და საქართველოს ბანკის დასახელება საუკეთესო ციფრულ ბანკად საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. გარდა ამისა, 2021 წლის განმავლობაში, ბანკმა შემდეგ ნომინაციებში გაიმარჯვა:

• The Best Consumer Online Product Offerings in Central and Eastern Europe

• The Best Consumer Bill Payment and Presentment in Central and Eastern Europe

• The Best Consumer Information Security and Fraud Management in Central and Eastern Europe

• The Best Consumer Lending in Central and Eastern Europe

• The Best Corporate Online Investment Management Services in Central and Eastern Europe for

• The Best in Corporate Trade Finance Services in Central and Eastern Europe

• The Best in Corporate Online Treasury Services in Central and Eastern Europe

• The Best Corporate Mobile Adaptive Site in Central and Eastern Europe

• The Best SME Banking in Central and Eastern Europe

როგორც ლევან კობახიძე საუბრისას აღნიშნავს, მომავლის პროგნოზი ასეთ დინამიურ გარემოში ძალიან რთულია, თუმცა ერთი რამ ცხადია, ციფრული არხები არის საბანკო მომსახურების მიღების ყველაზე კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი გზა მომხმარებლისთვის და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ პოტენციალი ასათვისებელია. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ბანკმა განაგრძოს ბევრად მეტი ღირებულების შექმნა მომხმარებლისთვის, ვიდრე ამის შესაძლებლობას ტრადიციული საბანკო მომსახურება იძლევა.

"კიდევ ერთი მიმართულება, სადაც საქართველოს ბანკისგან ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ არის ღია ბანკინგი და ე.წ. Banking-as-a-service-ის მიმართულება. საქართველოს ბანკი პირველი იყო, ვინც მომხმარებელს ღია ბანკინგის სტანდარტით მისცა საშუალება, გამოეჩინა მობილ ბანკში სხვა ბანკის ანგარიშები და ასევე წაეღო საკუთარი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია სხვა ციფრულ გარემოში", - განაცხადა ლევანმა.

სულ ცოტა ხნის წინ ბანკმა ბიზნესისა და დეველოპერების მხარდაჭერის მიზნით პლატფორმა api.bog.ge შექმნა, სადაც ყველა ის საბანკო სერვისია თავმოყრილი, რომელთა ინტეგრაციაც ციფრულ ბიზნესებს სჭირდებათ. ეს სერვისებია: ონლაინ გადახდები, ონლაინ განვადება, ბიზნეს ინტერნეტბანკის სერვისები და მომხმარებლის ანგარიშის მონაცემების გაზიარება (ღია ბანკინგი).

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არ ჩერდება და ძალისხმევას არ იშურებს, რომ შექმნას საუკეთესო ციფრული ბანკი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ", - აცხადებს ლევან კობახიძე, საქართველოს ბანკის ციფრული მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს