📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ''ნოვაგი'' სასათბურე მეურნეობას აფართოვებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი აგროპროექტების ხელშეწყობას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით "ნოვაგი" სასათბურე მეურნეობას აფართოვებს. პროექტი 500 კვ.მ.-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს აერთიანებს. უახლოეს მომავალში კი, სათბური დამატებით 500 კვ.მ.-ზე მოეწყობა. საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40,000 ლარს უტოლდება. პროექტი სოფლის მეურნეობის სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება.

ყოველთვიურად, "ნოვაგი" ადგილობრივ ბაზარზე 150-170 კილო ეკოლოგიურად სუფთა მარწყვის რეალიზაციას უზრუნველყოფს.

"პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა გამოწვევების ფონზე, გადავწყვიტეთ სრულიად ახალი საქმიანობა წამოგვეწყო და სოფლის მეურნეობაში გვეცადა ბედი. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, თუმცა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შევძელით საჭირო რესურსის მოზიდვა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების სათბურის მოსაწყობად მივმართეთ. სათბურში ბიოლოგიურად სუფთა მარწყვი მოგვყავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ფერმერებთან და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში ვახორციელებთ. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ საქმიანობა გაგვეფართოვებინა და სულ მალე, პარტნიორობის ფარგლებში დამატებით 500 კვ.მ.-ზე მარწყვის მეორე სათბურს ავამუშავებთ", - აცხადებს "ნოვაგის" დირექტორი, გიორგი ჯოლოგუა.

"აგროსექტორის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით "ნოვაგმა" შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოვება და ბიზნესის განვითარება. აგრო მიმართულებით მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, ჩვენი მიზანია მომხმარებელს მაქსიმალურად მათ საჭიროებებზე მორგებული შესაძლებლობები შევთავაზოთ, რაც გაუმარტივებს წვდომას საჭირო ფინანსურ რესურსზე, ისეთ კრიტიკულად მნიშნელოვან პერიოდებშიც, როგორიც საქმიანობის საწყისი ეტაპია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას", - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

იმუშავე ნებისმიერი ადგილიდან - რას გულისხმობს დასაქმების პლატფორმა Awork-ის ინიციატივა თანამშრომლებისთვის?

Awork-ის ახალი ინიციატიცით, აგვისტოს თვეში თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან სრულად დისტანციურად იმუშაონ