Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში პირველად ჩატარდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში პირველად ჩატარდება. 21 ივლისს, 19:00 საათზე, ღონისძიების ფარგლებში საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიას ამჯერად ტექნოლოგიებსა და გრაფიკულ ინდუსტრიაში დასაქმებული ქალები გაუზიარებენ.

შეხვედრის სპიკერები იქნებიან: Pocket Studio-ის დამფუძნებელი ანა ჩუბინიძე, ილუსტრატორი და დიზაინერი ანა მიმინოშვილი და Sakura Business Properties-ის დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვა. ისინი აუდიტორიას საკუთარი პროფესიული მარცხების შესახებ გაუზიარებენ და შეეცდებიან, ამ ამბებით სხვა ქალების მოტივატორებადაც იქცნენ.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3OmuM2a

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3OhhILx

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომლის ფარგლებშიც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ. მეტავერსი კი ვირტუალური სივრცეა, სადაც ხალხს შესვლა, რეალურთან მიახლოებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და ერთმანეთთან ინტერაქცია შეუძლია.

ღონისძიება Startup Büro-ს მიერ, Impact Hub Tbilisi-თან პარტნიორობით და საქართველოს ბანკის ბიზნესის, ბილაინისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიების პარტნიორები არიან: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, გრანთ თორნთონი, აქსელი - ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რემი მარტინი და ნოქსტონი. მეტავერს პარტნიორები კი არიან Arrival და MetaViu.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!