Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ლუკა ხიმშიაშვილი ბანკის ინვესტორებთან ურთიერთობის გუნდს უერთდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"საქართველოს ბანკი" უკვე არაერთი წელია, რაც ქართველ სტუდენტებს უცხოეთში სწავლის შესაძლებლობას აძლევს და ბანკის სასტიპენდიო პროგრამებით უკვე მრავალი სტუდენტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში შეძენილი ცოდნითა და გამოცდილებით სამშობლოს უბრუნდება, აქტიურად ერთვება სხვადასხვა ინდუსტრიაში და საკუთარი კონტრიბუცია შეაქვს ამა თუ იმ სფეროს განვითარებაში.

სწორედ ასეთი სტუდენტი გახლავთ ლუკა ხიმშიაშვილი, რომელიც "საქართველოს ბანკის" სტიპენდიით, Chevening-ის პროგრამის ფარგლებში, ბრიტანეთის ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტ King's College London-ში, ეკონომიკისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ასრულებს და როგორც ცნობილი გახდა, სულ მალე "საქართველოს ბანკის" გუნდს ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდება.

მეტს, "საქართველოს ბანკის" სტიპენდიატის ახალ პოზიციაზე, მის უცხოურ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე, Entrepreneur-ის მკითხველი თავად ლუკასგან შეიტყობს.

"საქართველოს ბანკში" ჩემი მომავალი პოზიცია ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი გახლავთ, რაც გულისხმობს ბანკის არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებას ამჟამინდელი მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. Bank of Georgia Group PLC-ის ბევრი საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორი ჰყავს, შესაბამისად, მაქვს მოლოდინი, რომ მათთან შეხება და ამ პოზიციაზე მუშაობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება", − ამბობს ლუკა ხიმშიაშვილი, − "რაც შეეხება "საქართველოს ბანკთან" ჩემი სამსახურებრივი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში ვნახე "საქართველოს ბანკის" ვაკანსია ამ პოზიციაზე და გავაგზავნე აპლიკაცია. გასაუბრებისა და ტესტირების შემდეგ კი მივიღე შეთავაზება. ამ პოზიციით რამდენიმე მიზეზის გამო დავინტერესდი, მინდოდა მუშაობა დამეწყო ისეთ კომპანიაში, რომელსაც შეხება ექნებოდა კაპიტალის ბაზართან. საერთაშორისო ბირჟებზე კი, მხოლოდ სამი ქართული კომპანიაა "დალისტული", ხოლო მათგან პირველი "საქართველოს ბანკია", რომლის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა. ასევე, ეს პოზიცია მომცემს შესაძლებლობას გამოვიყენო ის ცოდნა, რაც დიდ ბრიტანეთში სწავლისას მივიღე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ისიც, რომ მე სწორედ "საქართველოს ბანკის" სტიპენდიით ვისწავლე King's College London-ში".

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლუკა ამჟამად King's College London-ის სამაგისტრო პროგრამას ასრულებს ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით, სადაც მისივე თქმით უდიდესი გამოცდილება შეიძინა, განსაკუთრებით კი ფინანსების კუთხით, ვინაიდან King's-ში დიდი ყურადღება ეთმობა კაპიტალის ბაზრის შესწავლას, რაც მას სამუშაო პროცესში გამოადგება.

გარდა ამისა, სწავლის პარალელურად, ლუკამ სტაჟირება გაიარა უნივერსიტეტის საინვესტიციო ფონდში − King's Investment Fund, სადაც გუნდთან ერთად კონკურსშიც კი გაიმარჯვა და სულ მალე, უნივერსიტეტი ლუკას გუნდის მიერ შერჩეულ პორტფოლიოში განახორციელებს ინვესტიციას. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის უმრავლესობას ქართველი სტუდენტები წარმოადგენდნენ, ხოლო გუნდის ლიდერი აგრეთვე Chevening-ის სტიპენდიატი − თეონა კონტრიძე გახლდათ.

როგორც ლუკა აღნიშნავს, სწავლის დასრულების შემდეგ მას არც უცდია საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყება. ამას საქართველოში დაბრუნება და მიღებული გამოცდილების რეალიზება ამჯობინა, რაც ნაწილობრივ Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამის ერთ-ერთი მოთხოვნაცაა − სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ მინიმუმ ორი წლით სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.

"რაც შეეხება ჩემს უახლოეს სამომავლო გეგმას, ამჟამად სამაგისტრო ნაშრომის დასრულებაზე ვმუშაობ და მცირედი დასვენების შემდეგ, შევუდგები ახალ პოზიციაზე მუშაობას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო მათ, ვისაც სურს განათლება მიიღოს დიდ ბრიტანეთში მაგისტრატურის საფეხურზე − უკვე დაიწყო აპლიკაციების მიღება Chevening-ის სასტიპენდიო კონკურსზე, სადაც ნებისმიერს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება და ასევე გახდეს "საქართველოს ბანკის" სტიპენდიატი. ეს უდიდესი შესაძლებლობაა, როგორც პიროვნული ზრდისთვის, ისე პროფესიული და კარიერული განვითარებისათვის", − აცხადებს ლუკა ხიმშიაშვილი.

ინფორმაციისთვის, Chevening დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. დღესდღეობით პროგრამას 50 000-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. 2013 წელს "საქართველოს ბანკსა" და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის გაფორმდა პარტნიორობა, რომლის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაერთიანებული სამეფოს წამყვან უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით მიიღონ საუკეთესო ხარისხის განათლება სასურველი მიმართულებით. Chevening ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც "საქართველოს ბანკი" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უჭერს მხარს. 2023-2024 წლის სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება გუშინ დაიწყო, რომელიც 2022 წლის პირველ ნოემბერს, 12:00 სთ-ზე (ბრიტანეთის დროით) დასრულდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ასევე, "ჩივნინგის" სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.chevening.org/georgia/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე