საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა იწყება, რომელსაც ქართული კომპანია E60 Shipping Line განახორციელებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სიახლე გადაზიდვების სფეროში, რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, 27 ივნისიდან საბორნე მიმოსვლა დაიწყება. კონსტანცას და ფოთის ნავსადგურებს შორის სწრაფმავალი ბორანი იმოძრავებს. ეს საქართველოსა და ევროპის დაკავშირების ყველაზე სწრაფი და მარტივი საშუალებაა. აღნიშნული ბორანი არის სატვირთო-სამგზავრო ტიპის და მას, სატვირთო ავტომობილების და კონტეინერების გადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილების და მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობაც აქვს.
190 მეტრიანი ბორანი სახელწოდებით Vilnius-ი, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის - E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს მოემსახურება, რითიც ეს მარშრუტი ბოლომდე შეიკვრება, რაც არ მომხდარა მისი არსებობის დღიდან.
გარდა ამისა, აღნიშნულ მარშრუტზე ბორნის ოპერირება გაცილებით გაამარტივებს საავტომობილო გადაზიდვებს საქართველოდან ევროპის მიმართულებით და პირიქით. გემს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად მხოლოდ 42 საათი დაჭირდება და ამ დროის განმავლობაში, მგზავრებს და მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტონით, ბარით, გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით.
ბორნით გადაზიდული ტვირთი, ორივე ქვეყნის საბაჟო პროცედურებს მაქსიმალურად სწრაფად გაივლის, როგორც ეს ამ წლის დასაწყისში შეთანხმდა რუმინელი საბაჟო წარმომადგენლების ვიზიტისას საქართველოში.
ფოთი - კონსტანცას საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის.
"ჩვენს მიერ ოპერირებული რეგულარული საბორნე მიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გადამზიდავებისათვის და ზოგადად სატრანსპორტო სექტორისთვის" - ამბობს კომპანიის მმართველი პარტნიორი შალვა წაქაძე. "ამ მარშრუტის შექმნით და მნიშვნელოვანი კავშირის დამყარებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ვაჭრობისა და თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს რეგიონსა და ევროპას შორის და ასევე ვდგამთ უაღრესად მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დასაახლოებლად ევროპასთან".
E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები - Inex Group, საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.
E60 Shipping Line-ის შესახებ დეტალური ინფრომაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს www.e60shipping.com