Get All Access for $5/mo

"სახელმწიფო - შენი პარტნიორი" – სახელმწიფო ბიზნეს პროგრამები ერთ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"სახელმწიფო - შენი პარტნიორი" ამ სახელწოდების პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია და ის საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა. პლატფორმა ბიზნესის მხარდამჭერ 20-ზე მეტ სახელმწიფო პროგრამას უყრის თავს, რათა ბიზნესის დაწყების ან გაფართოების მსურველთათვის მათზე ხელმისაწვდომობა გაამარტივოს. პროგრამების ნაკრები სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო, ფინანსური და ტექნიკური დახმარების მექანიზმებს აერთიანებს.

"ჩვენ ვიწყებთ პროგრამას - "სახელმწიფო - შენი პარტნიორი". ამაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და ცოტა ადრე უნდა დაგვემთავრებინა, თუმცა კრიზისულ პერიოდში ეს კარგი და ეფექტური ნაბიჯი იქნება", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამბროლაურში, ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, სიახლის მიზანია, საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გახდეს მეწარმე, ფერმერი, მეტი მოქალაქე ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში – "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს მივეხმაროთ ამ პირველი ნაბიჯის გადადგმაში. ეს პირველი ნაბიჯია, რომ ადამიანი სახელმწიფოს ეუბნება – მომეხმარე და მე მზად ვარ, პასუხისმგებლობა ჩემს თავსა და ჩემს ოჯახზე ავიღო. თუ გაუმართლა და კარგი მეწარმე გამოდგა, შემდეგ ის უკვე პასუხისმგებლობას აიღებს მეზობელზე, მას დაასაქმებს. ძლიერი ოჯახი, ძლიერი რეგიონი არის ძლიერი ქვეყანა. მინდა იცოდეთ, რომ ის, რასაც 2012 წლიდან ვაკეთებთ, აბსოლუტურად გააზრებულია. სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა, ჩვენ, ყველას შეგვიქმნას თანაბარი უფლებები და სამართლიანი პირობები, მოგვეხმაროს იქ, სადაც მას შეუძლია და შემდგომ უკვე თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, მივეხმაროთ ჩვენს სოფლელებს, ჩვენს ქალაქელებს, დავასაქმოთ სხვა ადამიანები და ასე გავაძლიეროთ ქვეყანა", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროგრამებში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებს, კონკრეტულ პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში კი განაცხადი შესაბამისი სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე შეავსონ.

თითოეულ პროექტს მონაწილეობისთვის ინდივიდუალური კრიტერიუმები გააჩნია, რომელსაც მსურველი პლატფორმაზე დეტალურად იხილავს. ამასთანავე, თითოეულ მათგანს თან ახლავს აღწერითი ხასიათის დეტალური ინფორმაცია მიზნობრივი ჯგუფების, სარგებლის, წარმოსადგენი დოკუმენტაციის, ვადებისა და მონაწილეობის პროცესის ეტაპების შესახებ.

პლატფორმაზე თავმოყრილი ბიზნეს მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • სესხებისა და ლიზინგის თანადაფინანსების პროგრამა (აწარმოე საქართველოში)
  • შეღავათიანი აგროკრედიტი (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო)
  • სახელმწიფო პროგრამა - საკრედიტო-საგარანტიო სქემა (აწარმოე საქართველოში)
  • დანერგე მომავალი (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო)
  • მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა (აწარმოე საქართველოში)
  • აგროდაზღვევა (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო)
  • ტურისტული ობიექტების, ინფოტურისა და ტურისტული სერვისების რეგისტრაცია (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია)
  • რეგისტრაცია ონლაინ პლატფორმაზე Tradewithgeorgia.com (აწარმოე საქართველოში)
  • რეგისტრაცია ექსპორტის მასტიმულირებელ საერთაშორისო ღონისძიებებზე (აწარმოე საქართველოში)
  • ტრენინგები და სასწავლო კურსები (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია)
  • ექსტენციის ტრენინგები (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო)
  • მოსავლის ამღები სასოფლო-საუმეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო)
  • მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო)
  • რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო)
  • ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო)
  • პროექტი ღვინის გზა (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია)
  • სოფლის განვითარების პროგრამა (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო)
  • მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო)
  • გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო)
  • შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო)
  • აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო)

პლატფორმის programs.gov.ge-ზე სტუმრობის შემდეგ, ვიზიტორი აღნიშნული პროგრამებით მოსარგებლე იმ თითოეულ ქართულ ბიზნეს წამოწყებასაც გაეცნობა, რომელიც უკვე სარგებლობს სახელმწიფოს მხარდამჭერი მექანიზმებით და საკუთარ საქმიანობას წარმატებით ავითარებს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!