Get All Access for $5/mo

სამყაროს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელიც ყველა წესს არღვევს 5 ბიზნესსტრატეგია, რომელიც უნდა "მოიპაროთ" ამ ინოვაციური ანტრეპრენერის ნოვატორული ტაქტიკიდან

By Liliana Pertenava

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ვინ არის ილონ მასკი? არის თუ არა ის ანტრეპრენერი? ემიგრანტების წარმატების ისტორია? ტვიტერის ტროლი? − იარლიყები მნიშვნელოვანია, რადგან წარმოდგენას გვიქმნის, რას უნდა ველოდოთ ადამიანისგან.

მასკმა 2021 წლის მიწურულს მოიპოვა სამყაროს ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული, სულ ცოტა ხნის წინ კი მსოფლიოს ერთ-ერტი ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის ქსელი Twitter შეიძინა. იგი უსაზღვროდ გავლენიანია და ეს არ არის შემთხვევითი. ეს ნორმების მიზანმიმართული დარღვევისა და ყოველ ჯერზე მოლოდინის სათუოდ მიჩნევის შედეგია.

მართალია ანტრეპრენერებს მნიშვნელოვნად განსხვავებული ფინანსური რესურსები აქვთ, მაგრამ ნებისმიერ ანტრეპრენერს შეუძლია თავისი ინსტრუმენტების ნაკრებს გათვლილი მედიასტრატეგია დაამატოს. მოდით გავიხსენოთ, რამ გახადა მასკი პოპულარული, როგორ მიაღწია მწვერვალს, მისი წარმატებებით დაწყებული ბიზნესში, Twitter-ზე თამაშით დამთავრებული, იმის დასანახად, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ნებისმიერმა ანტრეპრენერმა გარკვეული ელემენტი მასკის სტრატეგიიდან.

სტრატეგია 1: დაასხით ბენზინი ცეცხლზე

"დოტკომის" გაცხარებული ბუმის დროს მასკი პირდაპირ ნაპერწკლებს ყრიდა. მან 1995 წელს დააარსა ინტერნეტკომპანია Zip2, რომელიც ქალაქის გზამკვლევებს და ბიზნესცნობარებს გამოსცემდა გაზეთებისთვის. ოთხი წლის შემდეგ ის "დოტკომის" მილიონერი გახდა. Zip2 $307 მილიონად გაიყიდა, მასკმა კი, შინ $22 მილიონი წაიღო.

საზოგადოებას სულ უფრო და უფრო აღაფრთოვანებდა სილიკონ ველი, და ამ ფონზე მასკმა ოპერატორები მოიწვია, რათა საკუთარი თვალით ეხილათ მისი წარმატება. როდესაც მასთან მილიონებმა იწყო მოდინება, დილის 7 საათზე მიიწვია CNN, რათა მოწმე გამხდარიყო როგორ მიაწოდეს მას ახალი $1-მილიონიანი სპორტული მანქანა McLaren F1.

მართალია, საზოგადოებისთვის არ იყო მარტივი სილიკონ ველისა და ვენჩურული კაპიტალების შიდა სამზარეულოს გაგება, მაგრამ მასკი წამიერად გახდა ცნობილი თავისი სპორტული ავტომობილით. მედიას წარმატების ისტორია სურდა და მასკმა მათ გასაოცარი ინტერვიუ მისცა.

თუ ანტრეპრენერი ხართ, განსაკუთრებით, რთულ ინდუსტრიაში, იმაზე იფიქრეთ, თუ როგორ უნდა მოხვდეთ პოპკულტურის ტალღაში.

სტრატეგია 2: გახადეთ თქვენი ბიზნესი პერსონალური

გავრცელებული აზრის მიხედვით, ბიზნესი პირადი საქმე არ არის, მიუხედავად ამისა, მასკის პერსონა განუყოფელია Tesla-სა და SpaceX-ისგან. და ეს არ არის შემთხვევითი. თავის ადრეულ წამოწყებებში მასკმა საკუთარ კომპანიებზე კონტროლი დაკარგა და მწარე გამოცდილების მაგალითზე ისწავლა, რომ ბიზნესში შეუცვლელი არავინაა.

მისმა ინვესტორებმა უფრო გამოცდილი ლიდერი − რიჩარდ სორკინი დანიშნეს Zip2-ში, რათა მას მოემზადებინა კომპანია გასაყიდად. მას შემდეგ, რაც X.com − მისი მეორე კომპანია, PayPal გახდა, ის მაშინ გაათავისუფლეს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან, როდესაც ოფისში არ იყო.

მასკმა პირადი მიზნები თავის ბიზნესმიზნებთან − SpaceX-თან და Tesla-სთან გააერთიანა, საკუთარი თავი, როგორც საზოგადოებრივი პირი, ორივე კომპანიის შედეგებთან დააკავშირა და ამით უზრუნველყო საკუთარი ადგილი სათავეში. იქამდეც კი მივიდა, რომ Tesla-ში თავისი სამუშაო პოზიცია − აღმასრულებელი დირექტორი, ტექნოლოგიური მეფით შეცვალა.

შეუცვლელი არავინაა. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა დააკავშიროთ საკუთარი თავი, საჯარო პირის სახით, თქვენი კომპანიის მიზნებთან, რათა თქვენი ადგილი შეინარჩუნოთ.

სტრატეგია 3: დაისახეთ არარეალური მიზნები

მასკმა მთელ მსოფლიოს გამოუცხადა სრულიად წარმოუდგენელ გმირობაზე, მომგებიანობისკენ მიმავალ გზაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად. კერძოდ, რომ თავისი სიცოცხლის ბოლომდე კაცობრიობას მარსზე წაიყვანდა. რაც უნდა ვთქვათ, ადამიანებს მოსწონთ ასეთი ისტორიები, გულშემატკივრობენ მათ, ვინც წარმატების მიღწევას ცდილობს, როდესაც ერთი შეხედვით ამის არანაირი შანსი არ აქვთ. მასკი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე ძლიერი ადამიანია, თავის კომპანიებს "დავითებს" ეძახის, რომლებმაც ერთი შეხედვით უძლეველი "გოლიათები" დაამარცხეს.

არ დაივიწყოთ, რომ თქვენი, როგორც ანტრეპრენერის, მიზნები ფინანსურსა და ოპერაციულზე ბევრად მეტი უნდა იყოს. ისეთი მიზნები დაისახეთ, რომ თქვენი თანამშრომლების შთაგონების წყაროც გახდეს, ინვესტორებიც მოიზიდოს და თქვენი მომხმარებლებიც.

სტრატეგია 4: იგნორირება გაუკეთეთ თქვენს მოძრაობის ვექტორს

ანტრეპრენერებმა იციან, რომ წარმატების გასაღები ლაზერული ფოკუსირებაა მიზნებსა და ამოცანებზე. მასკი იმდენად დაკავებულია, რომ ოფისში მოუხერხებელ დივანზე სძინავს, მაგრამ ყოველთვის აქვს დრო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოსახვედრად.

მეცნიერთა უმეტესობას დიდი ეკრანი არ იზიდავს. მასკს კი სად არ დაინახავთ: "რკინის კაცი 2"-ში, ტონი სტარკის მხარდამხარ დგას, "ჩრდილოეთის პარკშიც" და "სიმფსონებშიც" ჩანს, ასევე ჰოვარდთან ერთად "დიდი აფეთქების თეორიაში". იგი კაცობრიობის წინსვლაზე ორიენტირებული ადამიანია და საკუთარი იმიჯის შექმნაზე წინასწარ გათვლილ დროს ხარჯავს.

თქვენ კომპანიას ხელმძღვანელობთ და უფრო მნიშვნელოვანი მისია გაქვთ, ვიდრე სამსახურში წესრიგის შენარჩუნებაა. მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღეთ, რომლებსაც თქვენი კომპანიის მოქცევა შეუძლია ყურადღების ცენტრში და ეს ყველაფერი უფრო დიდი შესაძლებლობებით დაგიბრუნდებათ.

სტრატეგია 5: თქვით, რასაც ფიქრობთ

მასკს გასაოცარი ტრიუკების ჩატარება შეუძლია − სრულიად უჩვეულოთი დაწყებული და წინააღმდეგობრივით დამთავრებული. მაგალითად, ახალშობილ ვაჟს 2020 წელს X Æ A-12 დაარქვა, ხოლო ქალიშვილს, 2022 წელს − Exa Dark Sideræl.

მისთვის Twitter პერსონალური სათამაშო მოედანია: საკუთარი და სხვების ბიზნესის აქციების ფასებზე ახდენს გავლენას, ტვიტებში 280-ზე ნაკლებ სიმბოლოს იყენებს. კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოს ჰიტლერს ადარებს და იმასაც ახსენებს საზოგადოებას, რომ პოლიტიკოსი და სენატორი ბერნი სანდერსი ჯერ კიდევ ცოცხალია. მასკისთვის აკრძალული თემა არ არსებობს.

რას არ ნახავთ მასკის ტვიტებზე − პაწაწინა იოდას "მიმებითა" და მსოფლიო ლიდერთან საუბრებით დაწყებული, Tesla-სა და SpaceX-ის შესახებ მნიშვნელოვანი სიახლეებით დამთავრებული, როგორიცაა გადაწყვეტილება ბიტკოინით ანგარიშსწორების გაუქმების შესახებ.

როგორც ანტრეპრენერს, უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც აქვეყნებთ, თქვენი და თქვენი ბიზნესის ანარეკლია. როდესაც მასკი სულელურ "მიმებს" აქვეყნებს, ის ადასტურებს, რომ სუბკულტურის ნაწილია, როგორც მისი ბევრი მომხმარებელი. როდესაც ის უკრაინას სთავაზობს საგანგებო დახმარებას, ამით დემონსტრირებას უკეთებს, რამდენად სიცოცხლისუნარიანია მისი ბიზნესმიზნები. როდესაც ის ახალ ამბებს აქვეყნებს თავისი ბიზნესის შესახებ, სიგნალს აძლევს მთელ მსოფლიოს და თავის თანამშრომლებს, რომ ის არის მთავარი.

რაც ერთი შეხედვით შემთხვევითი გეჩვენებათ, სინამდვილეში უფრო დიდი მედიასტრატეგიის ნაწილია. იფიქრეთ იმ სიმბოლოებსა და სიგნალებზე, რომელთა გადაცემაც გსურთ და შესაბამისად იმოქმედეთ.

ყველა ანტრეპრენერი არღვევს წესებს

თქვენ იმიტომ ხართ იქ, სადაც ხართ, რომ პირობითობებს დაუპირისპირდით. რაიმე სრულიად უჩვეულო გზით გააკეთეთ ან კიდევ, ახალი შექმენით. თქვენი საბოლოო მიზანი არ დაივიწყოთ და მის გარშემო შექმენით თქვენი ხატი. აქედან შეძლებთ განსაზღვრას, რომელი წესებია შექმნილი იმისთვის, რომ დაარღვიოთ და როგორ უნდა გამოიყენოთ ისინი თქვენ სასარგებლოდ.

Liliana Pertenava

Entrepreneur Leadership Network® Contributor

Founder of Axxilion Strategic Communications, mentor at Techstars

Liliana Pertenava is a global PR executive, startup advisor and entrepreneur. She is a strategic communication leader with experience in tech companies and VC firms, offering expertise in launching products, elevating company and founder profiles and improving public perception.
ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე