Get All Access for $5/mo

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიამ - NOVA, წარმოებული პროდუქცია წარადგინა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიამ - "ნოვა", ბათუმში, ადლიის დასახლებაში განთავსებულ საწარმოში, საკუთარი პროდუქციის პრეზენტაცია ჩაატარა.

ღონისძიებას EBRD-ისა და თიბისის წარმომადგენლები, სხვადასხვა ასოციაციის პრეზიდენტები, საქართველოს ბაზარზე მოქმედი უმსხვილესი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების, ასევე სამშენებლო მასალების სარეალიზაციო ქსელების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ 10 000 კვ/მ ფართობზე განთავსებული 80-მდე საწარმოო დანადგარი, 30 000 კვ/მ სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 400-ზე მეტი ქართული ნაწარმი დაეთვალიერებინათ. აღნიშნული წარმოება თავისი მასშტაბით უმსხვილესია ამიერკავკასიაში.

კომპანია "ნოვას" საწარმო ბათუმის არა მხოლოდ ტურისტულ, არამედ საწარმოო პოტენციალს უსვამს ხაზს. კომპანია უკვე 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორისაა: პოლიეთილენის პროდუქცია - ავზები, სეპტიკის ავზები და ჭები, საგზაო ბარიერები, სანაგვე ურნები, ასევე სახურავის მასალები, წყალდამწრეტი სისტემები, ფასადის მოსაპირკეთებელი თუნუქის საიდინგი, თაბაშირ-მუყაოს და მეტალოპლასტმასის პროფილები და სხვა აქსესუარები.

კომპანია "ნოვა" ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. საწყის ეტაპზე, კომპანიის საქმიანობის სფეროს სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენდა.

2011 წლიდან "ნოვამ" საკუთარი საწარმოო ხაზი გახსნა. 2015 წელს სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, 5 მილიონი ლარის ინვესტიციით, კომპანიამ ახალი დანადგარები შეიძინა და წარმოება ევროპულ სტანდარტზე გადაიყვანა.

2019 წელს სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის შედეგად, EBRD-ისა და თიბისის მხარდაჭერით, კომპანიაში წარმოების განვითარებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 3 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

2020–2021 წელს კომპანიამ, წარმოების მოდერნიზაციისა და გაფართოების მიზნით, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" და თიბისის მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ განახორციელა დამატებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია.

"კომპანიის საწარმოები და სასაწყობე ინფრასტრუქტურა ბათუმში, ადლიის დასახლებაში - 42 000 კვ/მ (საიდანაც 15 000 კვ/მ კომპანიამ საშეღავათო პირობებით, ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით შეიძინა სახელმწიფოსგან), თბილისში კი 24 000 კვ/მ ფართობზე მდებარეობს. კომპანია ასევე ფლობს 3 მეგაცენტრს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. წარმოების განვითარებით "ნოვამ" იმპორტის შემცირება და ქართული ნაწარმის ექსპორტის გაზრდა შეძლო, რაც კომპანიის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს", - ედიშერ ხიმშიაშვილი, "ნოვას" გენერალური დირექტორი.

"კრიზისული პერიოდის დაძლევის პროცესში, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - აღდგენის ეტაპი დადგა, სადაც თიბისის როლი კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა. ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში, მნიშვნელოვანია იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებისა და ექსპორტის გაძლიერება. ახალ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომლებიც ეროვნულ წარმოებასა და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. "ნოვა" სწორედ ასეთი კომპანიაა. ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენ ვართ იმ წარმატების ისტორიის თანამონაწილე, რომელიც წლების წინ ნულიდან - 90 კვ/მ ფართითა და 20 თანამშრომლით დაიწყო. თიბისის დახმარებით, "ნოვა" თავის სფეროში პირველი კომპანია იყო საქართველოს ბაზარზე, რომელმაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის - EBRD-ის პარტნიორი გახდა, რამაც საშუალება მისცა, მისგან ფინანსური ინვესტიციის გარდა, ინტელექტუალური მხარდაჭერაც მიეღო", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ნოვა საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: NIPPON PAINT-ის ჯგუფი - BETEK, FAWORI; SAINT GOBAIN-ის ჯგუფი - IZOCAM, RIGIPS; INGCO; BIEN.

კომპანიაში 550-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 150 თანამშრომელი - წარმოებებში თბილისსა და ბათუმში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე