Get All Access for $5/mo

სეიფსეპტი - ბუნებრივი კომპონენტებისგან შექმნილი სადეზინფექციო საშუალებები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

ბრენდი "სეიფსეპტი" დაარსდა 2019 წლის დასაწყისში, თუმცა იდეა 2018 წელს გაჩნდა, როცა კომპანიის დამფუძნებელს მცირეწლოვანი შვილის ნივთებისთვის უნდოდა უსაფრთხო სადეზინფექციო საშუალების შეძენა, მაგრამ ადგილობრივ აფთიაქებსა თუ მარკეტებში მსგავსი რამ ვერ მოიძია. თამთა ჭოჭუა ამ დროისთვის ერთ-ერთი ლიდერი სადაზღვევო კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი იყო, ასევე ფლობდა ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდს "მაქმანი" და მეგობრებთან ერთად მართავდა მარკეტინგულ სააგენტოს "ყვითელი ფლამინგო". თუმცა როგორც თავად ამბობს, იდეა, რომ მსგავსი პროდუქცია აუცილებელი იყო მოსახლეობისთვის, არ ასვენებდა. ბაზარზე არსებული სადეზინფექციო საშუალებები მორგებული იყო იურიდიულ პირებზე, კორპორაციულ გაყიდვებზე. კომპანიების უმეტესობა დეზინფექციის პროცესს იღებდა, როგორც კანონით სავალდებულო პროცედურის ნაწილს და მხოლოდ მცირე პროცენტი ხედავდა მის რეალურ საჭიროებას.

თამთამ გააცნობიერა, რომ საცალო გაყიდვებისთვის თითქმის წარმოუდგენელი იყო ასეთი ხსნარების მოძიება, ბევრი ფიქრის შემდეგ კი გადაწყვიტა ნაბიჯის გადადგმა და რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ბაზარზე გამოჩნდა ბრენდი Safesept, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად უსაფრთხო, ხარისხიან და ქართულ პროდუქტებს, ასევე სადეზინფექციო სამუშაოების კუთხით მომსახურებას.

სტარტაპად ყოფნა არცთუ ადვილი საქმეა, ასე იყო გუნდის შემთვევაშიც − პირველ ეტაპზე დამფუძნებლებს უწევდათ საკუთარი ძალებით ყველაფრის კეთება: მარკეტინგი, გაყიდვების არხების ძიება, კადრების პოვნა და ასე შემდეგ. ამ

ყველაფერს თამთა ზემოთ ჩამოთვლილი საქმეების პარალელურად ახერხებდა: "დიდ შრომას ვდებდით, თუმცა შედეგი ჩადებულ შრომასთან შედარებით დიდად არ ჩანდა. რეალიზაციის ერთ-ერთი არხი სოციალური მედია იყო. არხები, სადაც გვსურდა ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია, ხშირ შემთხვევაში ვერც კი ხვდებოდნენ, რომელ კატეგორიას ეკუთვნოდა ასეთი ტიპის პროდუქტი. ხშირად გაურკვეველი პასუხები მოდიოდა, იყო ბევრი უარიც, მაგრამ რამდენიმე მათგანი დაინტერესდა და მარკეტებშიც დავიწყეთ პროდუქციის რეალიზაცია. წარმოდგენილი გვქონდა უსაფრთხო სადეზინფექციო საშუალებების საინტერესო ასორტიმენტი: ხელის, ბავშვების, ავეჯისა და ტანსაცმლისთვის, სააბაზანოსა და სამზარეულოსთვის, მცენარეებისა და ცხოველებისთვის. რამდენიმე თვის შემდეგ გაწეულმა შრომამ რეალური შედეგები გამოიღო, მიწვევდნენ გადაცემებში, მიკავშირდებოდა სხვადასხვა კომპანია თანამშრომლობისთვის. ამ დროისთვის მე უკვე სამსახურიდან ვიყავი წამოსული, რადგან მსურდა სრული დრო დამეთმო ჩემი საქმისთვის. თებერვლის ბოლოს კი საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ შემთხვევამ სრულიად შეცვალა ჩვენი "მშვიდი" ცხოვრება", − გვიყვება თამთა ჭოჭუა.

ეპიდემიის დროს განსაკუთრებით გააქტიურდა კომპანია, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ჰიპოალერგიული, ქართული წარმოების სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ბავშვებისთვისაც კი უსაფრთხოა. გარდა ამისა, ბოლო ერთ თვეში "სეიფსეპტმა" გაზარდა ასორტიმენტი, კლიენტებს შესაძლებლობა მიეცათ შეიძინონ მათთვის საჭირო ჰიგიენური ნორმების დაცვის პროდუქცია და დამხმარე ნივთები, როგორიცაა: პირბადე, ხელთათმანი, დისპენსერი და სხვა.

როგორც Entrepreneur-თან საუბრისას თამთა აღნიშნავს, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ბოლო 1 თვის განმავლობაში მათი კონკურენტების რიცხვს 120- ზე მეტი კომპანია შეემატა. თუმცა "სეიფსეპტის" სადეზინფექციო საშუალება განსხვავდება სხვა უმეტესი კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქციისგან, რადგან ის დამზადებულია ბუნებრივი კომპონენტებისგან, რომელსაც ქიმიური დანამატები არ სჭირდება იმისათვის, რომ გაანადგუროს ნებისმიერი ტიპის ვირუსი, ბაქტერია, სოკო, და ამავდროულად დარჩეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. მომხმარებელს არ სჭირდება იმაზე ფიქრი, ალერგიული ხომ არ არის ხსნარი, დაუზიანებს თუ არა კანს, შეუძლია თუ არა გამოიყენოს ბავშვისთვის, ხსნარის გამოყენება დააზიანებს თუ არა ნებისმიერი ტიპის ზედაპირს, დარჩება თუ არა უსიამოვნო სუნი და ა.შ.

ეპიდემიამ თავდაყირა დააყენა ყველას ცხოვრება, მათ შორის კომპანიის: "როდესაც კოვიდ-19 დაფიქსირდა, პრაქტიკულად პარალიზებული იყო ჩვენი ტელეფონები, რადგან ყველა გვირეკავდა. მოგვიწია კომპანიის ახალი კადრებით დაკომპლექტება, საოფისე ფართის გადიდება. ეს ყველაფერი მუშაობის გიჟური რეჟიმის პარალელურად ხდებოდა. დღეში 300- 350 ზარი შემოდიოდა. ამავდროულად, ვაფართოვებდით გაყიდვების არხებს. პრაქტიკულად ყველა თანამშრომელი 12-საათიანი რეჟიმით მუშაობდა. თუმცა, ჩვენმა სტარტაპმა შეძლო, რომ მხოლოდ მარტის თვეში 2000-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 600-ზე მეტ კომპანიას შეუფერხებლად მიეღო პროდუქცია. ეს ჩვენი, "სეიფსეპტის" თანამშრომლების დამსახურებაა", − ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

თუმცა გამოწვევები აქ არ დასრულებულა. "სეიფსეპტისთვის" მეორე სირთულის ტალღა წამოვიდა სახელმწიფო რეგულაციებიდან გამომდინარე, როცა კომპანიას მოუხდა თანამშრომლების დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანა, რამაც გამოიწვია შრომის მატება − იყო პერიოდი, როცა 6 კაცის ფიზიკურ საქმეს 3 ადამიანი აკეთებდა, 1 კვირის განმავლობაში კი მხოლოდ ერთი თანამშრომელი მუშაობდა.

"დღეს, როდესაც ბაზარზე სადეზინფექციო საშუალება ფაქტობრივად "კოკა-კოლას" შემდეგ ყველაზე მოთხოვნად ხსნარად იქცა, გაჩნდა ათობით კონკურენტი, რომელიც დემპინგური ფასებით ცდილობენ ბაზარზე შემოსვლასა და თავის დამკვიდრებას, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ არის სახარბიელო, თუმცა გვყავს ლოიალური მომხმარებლები და მიუხედავად ამისა, ჩვენი მომხმარებლები და მათი ნდობა ჩვენ მიმართ დღითი დღე იზრდება. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებაზე. მომხმარებელს ყოველთვის გრძლევადიან პერსპექტივაში ვხედავთ და ვცდილობთ მაქსიმალურად მოვერგოთ მათ. ამჟამად თამამად შეიძლება თქმა, რომ "კოვიდ-19"-მა შეცვალა დამოკიდებულება სადეზინფექციო საშუალებებზე, "სეიფსეპტი" კი ასოცირდება ხარისხიან სადეზინფექციო საშუალებასთან. ჩვენი მომხმარებელი ყოველთვის დარწმუნებულია, რომ ჩვენი ნებისმიერი პროდუქტი არის ხარისხიანი, რის გამოც ისინი მაქსიმალურად დაცულად გრძნობენ თავს", − აღნიშნავს თამთა ჭოჭუა.

"სეიფსეპტი" სამომავლოდ ასორტიმენტში კიდევ სხვა ტიპის ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორგანული პროდუქციის წარმოებასა და დამატებას აპირებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ისინი ამზადებენ ახალ პროექტს, რომელსაც ძალიან მალე წარუდგენენ მომხმარებელს. "ჩვენ, კომპანია "სეიფსეპტს" გვინდა ვიზრუნოთ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებაზე, რათა ყველამ გააცნობიეროს, რომ კოვიდ-19-მდეც და მის შემდეგაც არაერთი სახის ვირუსი და ბაქტერია იარსებებს ჩვენს პლანეტაზე, დეზინფექცია კი ერთ-ერთი აუცილებელი ჩვევაა, რომელიც უნდა გამოვიმუშავოთ, როგორც სახლის დალაგება, ტანსაცმლის რეცხვა ან ხელების დაბანაა", − ამბობენ კომპანიაში.

Safesept-ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია Entrepreneur Shop-ზე!

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე