Get All Access for $5/mo

სერიალი "სილიკონ ველი" რეალურ ამბებს გვიყვება მთავარი პერსონაჟები ჭკვიანი პროგრამისტები არიან, რომლებიც მუდმივად ეჯიბრებიან ყველას, მათ შორის საკუთარ მეგობრებსაც

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"თუ გსურთ გაიგოთ, როგორ მუშაობს სილიკონ ველი, HBO-ს სერიალი უნდა ნახოთ. სერიალის გმირები რეალურ ადამიანებს მახსენებენ. მთავარი პერსონაჟები ჭკვიანი პროგრამისტები არიან, რომლებიც მუდმივად ეჯიბრებიან ყველას, მათ შორის საკუთარ მეგობრებსაც", − თქვა თავად ბილ გეიტსმა სერიალ "სილიკონ ველის" შესახებ.

"სილიკონ ველი" არის ამერიკული კომედიური სატელევიზიო სერიალი, შექმნილი მაიკ ჯუჯის, ჯონ ალცულერის და დეივ კრინსკის მიერ. მისი პრემიერა შედგა HBO-ზე, 2014 წლის 6 აპრილს. 6-სეზონიანი სერიალი სილიკონის ველის კულტურის პაროდიაა, ყურადღებას ამახვილებს რიჩარდ ჰენდრიქსზე (თომას მიდლდიტჩი), პროგრამისტზე, რომელმაც ჩამოაყალიბა დამწყები კომპანია Pied Piper და აღწერს მის ბრძოლას, როგორ ცდილობს შეინარჩუნოს თავისი კომპანია დიდ კონკურენციაში. სერიალში ნამდვილი კომპანიები არაა ნახსენები, თუმცა მარტივად გამოსაცნობია, რომ მაგალითად, Hooli "გუგლია". სერიალის მსახიობები არიან T.J. მილერი, ჯოშ ბრენერი, მარტინ სტარი, კუმაილ ნანჯიანი, ზაკ ვუდსი, ამანდა კრიუ, მეტ როსი და ჯიმი ო. ინგი. "სილიკონ ველმა" ეთერში გასვლისთანავე კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. შოუ ნომინირებული იყო მრავალი ჯილდოსთვის, მათ შორის, ზედიზედ ხუთი ნომინაცია "ემის" ჯილდოზე. სერიალში კარგად ჩანს, რამდენად რთულია მუდმივად მზარდი კონკურენციის პირობებში შენს იდეას უერთგულო, გუნდს წარმატებისკენ წარუძღვე, და თუ როგორ შეიძლება მთელმა სილიკონ ველიმ ერთი კონკრეტული ტენდენცია აიკვიატოს და ყველა ახალი პროდუქტი მას მოარგოს. აქ, როგორც რეალობაში, არ უშინდებიან გამოწვევებს, ავითარებენ მრავალ საინტერესო იდეას და ქმნიან უპრეცედენტო პროდუქტებს. პირველ სეზონს Rotten Tomatoes-ზე 95%-იანი შეფასება ჰქონდა, რაც სეზონების განმავლობაში ფაქტობრივად არ შეცვლილა.

სერიალის აღმასრულებელ პროდიუსერს საკმაოდ საინტერესო გადაკვეთა ჰქონია დიდ სილიკონ ველთან. მაიკ ჯეჯი კარიერის დასაწყისში მუშაობდა სილიკონ ველის ერთ-ერთ სტარტაპში. 1987 წელს ის იყო პროგრამისტი კომპანია Parallax-ში, სადაც 40-მდე თანამშრომელი მუშაობდა. მაიკმა დაწყებიდან 3 თვეში დატოვა კომპანია, მაგრამ დააგროვა ძალიან დიდი გამოცდილება და სწორედ ამ გამოცდილებამ განაპირობა, მოგვიანებით შეექმნა შოუ ამ რეგიონის ხალხისა და კომპანიების შესახებ. მისი გუნდის რამდენიმე წევრი იყო ამ სერიალის შთამაგონებელი და საკმაოდ დიდი გულშემატკივარიც.

მესამე (და არა მარტო მესამე) სეზონმა კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. Rotten Tomatoes-ზე, სეზონს აქვს 100%-იანი შეფასება 10-დან 24-მდე მიმოხილვის საფუძველზე. "სილიკონ ველის სატირული შეხედულებები ტექნოლოგიური ინდუსტრიის სისულელეებზე უფრო მკვეთრია, ვიდრე ოდესმე ამ ძალიან სასაცილო მესამე სეზონზე", − აღნიშნავს universal acclaim.

ილონ მასკმა პირველი ეპიზოდის ნახვის შემდეგ თამამად მიმართა მაიკ ჯეჯის და თქვა, რომ სერიალში აშკარად იგრძნობა, რომ მაიკი არასდროს ყოფილა ისეთ გრანდიოზულ წვეულებაზე, როგორიც Burning Man-ია სილიკონ ველიზე. მან ასევე აღნიშნა, რომ სწორედ Burning Man დააკლდა სერიალში. მასკის კომენტარის საპასუხოდ, მსახიობმა T.J. მილერმა, რომელიც ერლიხს თამაშობს შოუში, აღნიშნა, რომ "თუ მილიარდერ მოთამაშეებს ხუმრობა არ ესმით, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი არ გრძნობენ თავს კომფორტულად მაშინ, როცა დასცინიან". პროგრამული უზრუნველყოფის სხვა ინჟინრებმა, რომლებიც ასევე დაესწრნენ იმავე პრემიერას, რომელსაც მასკი, განაცხადეს, რომ თავიანთ "ანარეკლს" უყურებდნენ. თუმცა მასკმა მალევე შეიცვალა აზრი − მეოთხე ეპიზოდის ნახვის შემდეგ საჯაროდ თქვა, რომ ახლა უფრო თვალსაჩინო გახდა ყველაფერი. მას რამდენიმე სერია დასჭირდა იმისათვის, რომ რეალობა უკეთესად აღექვა.

თუ თქვენ ამ შოუს ნახვა უფრო მეტად დაგაინტერესებთ, მაშინ იმასაც გეტყვით, რომ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში საქართველოს, კერძოდ თბილისსაც ახსენებენ. აქ მთავარი ფაქტი ისაა, რომ საქართველო არა მხოლოდ გაკვრით ან ტიტრებში მოიხსენიება, არამედ საკმაოდ ვრცლად მიდის დიალოგი და ხაზი ესმევა ქართველებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ჩვენ არა ატლანტის შტატი ჯორჯია, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფო − საქართველო ვართ. სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი − გევინი, რომელიც კომპანიას ხელმძღვანელობს, ფინანსურ სირთულეებს აწყდება. მას ინვესტორები ულტიმატუმს უყენებენ: ან სამ თვეში გამოასწორებს სიტუაციას, ან პოზიციის დატოვება მოუწევს. მისი გამოსავალი კი კომპანიის საქართველოში გადატანაა. საქართველოზე საკმაოდ მრავალი, კარგი არგუმენტების მოსმენის შემდეგ, მსჯელობამ ბოლომდე არ გაამართლა და არჩევანი მაინც ბელარუსზე ჩერდება.

გარდა იმისა, რომ შოუში საოცარი მსახიობები მონაწილეობენ, მათ ეკრანზე არაჩვეულებრივი ე.წ. "ქიმია" აქვთ: მოკლე, სხარტი კომენტარები შეუდარებელი გამომეტყველებით; სცენარი ნებისმიერ ადგილას გაიძულებთ ხმამაღლა გაიცინოთ, განურჩევლად სიტუაციისა. სანამ თქვენ ამ მართლაც საინტერესო სერიალის ნახვით იქნებით დაკავებულნი, Entrepreneur განაგრძობს საინფორმაციო მასალებს "სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილებაზე აშშ-იდან.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და "საქართველოს ბანკის" პარტნიორობით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს-აქსელერატორი 500 Startups შემოვიდა. პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payze, Cardeal, Cargon, Agrolabs) "სილიკონ ველის" სტუმრობენ.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე