შეირგე ზაფხული - Self.Ge-ის გზავნილი HR მენეჯერებს გადააბარე შენი საქმე Self.Ge-ის
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ალბათ უკვე ბევრი კომპანიისთვის ნაცნობია Self.Ge-ის HR ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონული პლატფორმა, რომელის მთავარი იდეა სამუშაო პროცესების გამარტივებაა.
ზაფხული წლის სწორედ ის პერიოდია როცა გინდა ბევრი დრო საკუთარი თავისთვის და დასვენებისთვის.
Self.Ge-ის ახალი საზაფხულო გზავნილიც სწორედ ამ სურვილების უკუკავშირია - შეირგე ზაფხული - გადააბარე შენი საქმე Self.Ge-ის.
კამპანიის მიზანია შეახსენოს HR მენეჯერებს, რომ დრო ყველაზე მნიშვნელოვანია და ის აუცილებლად მნიშვნელოვან საქმეებს უნდა მოხმარდეს, რუტინული საქმე კი სელფის სისტემას გადააბარონ.
საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში ილუსტრატორმა ეთო გზირიშვილმა შექმნა 3 ილუსტრაცია, რომლებშიც ასახულია იდეალური ზაფხულის სამი ლოკაცია - ზღვა, მთა და ტყე.
"ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა გვესურვებინა ამ ზაფხულს ჩვენი პარნიორებისთვის და რადგან დრო ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ზაფხულს ბევრ დროს ვუსურვებთ:
- საკუთარი თავისთვის;
- მეგობრებთან ერთად გართობისთვის;
- ბევრი მოგზაურობისთვის;
- ახალი აღმოჩენებისთვის;
- ბევრი ურთიერთობისთვის;
- საინტერესო წიგნებისთვის;
- ოჯახთან ერთად ყოფნისთვის;
- ლურჯი ზღვისთვის და მცხუნვარე მზვისთვის;
იმისთვის რისი კეთებაც ყველაზე მეტად უყვართ.
მათ შესასრულებელ საქმეს კი self.ge გადაიბარებს" - ამბობს Self.Ge-ის გუნდი.