Join our Waitlist for Expert Advice!

''სინერჯი კაპიტალი'' სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ კომპანიებს პარტნიორობას სთავაზობს სინერჯის გუნდი, თავისი 20 წლიანი გამოცდილებით იზრუნებს მათ ორგანიზაციულ-სისტემურ განვითარებაზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

"დღეს ვინც სურსათს აწარმოებდა და ყიდდა კრიტიკულია მათი შეუფერხებელი მუშაობა და შემდგომი განვითარება. ჩვენ ვთავაზობთ ასეთ კომპანიებს პარტნიორობას, სინერჯის გუნდი, თავისი 20 წლიანი გამოცდილებით იზრუნებს მათ ორგანიზაციულ-სისტემურ განვითარებაზე, რომ ახალ რეალობაში გადაეწყონ და არათუ შეუმცირდეთ ეფექტურობა, არამედ გაზარდონ და საზოგადოებისთვის ღირებული ადგილი შეინარჩუნონ. ჩვენ პორტფელში 20-მდე კომპანია გვყავს და გვაქვს კარგი რესურსი სინერგიული ეფექტების გამოყენებისთვის, როგორც საერთო გაყიდვების არხების, ისე ლოჯისტიკური სერვისების ოპტიმიზაციის და სხვა კუთხით. ამასთან, ჩვენი პარტნიორობა კომპანიების კაპიტალის გაზრდაში დახმარებასაც გულისხმობს და ფინანსურ მხარდაჭერას. ასე, რომ მათ, ვისაც ეს სჭირდებათ, ჩვენ მზად ვართ პარტნიორობის შესაძლებლობები განვიხილოთ დისტანციურად. აუცილებლად დავრჩეთ სახლში, მაგრამ არ გავშეშდეთ და ვიმოქმედოთ ერთად პოსტ-კორონა პერიოდისთვის მოსამზადებლად." - აცხადებს სინერჯი კაპიტალის პორტფელის განვითარების ხელმძღვანელი, თამი ჭითაშვილი.

დაინტერესებულ კომპანიებს ინტერესის დაფიქსირება შეუძლიათ ბმულზე.

სინერჯი კაპიტალი შექმნილია სინერჯი ჯგუფის მიერ, რომელსაც ამ დროისთვის პორტფელში 20-მდე კომპანია ჰყავს, რომელთა განვითარებას და პორტფელის გაფართოებას აქტიურად აგრძელებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია