Space 4.0, Step Art გამოფენა, კრეათონი - IT-აკადემია Step-ის ახალი ინიციატივები ტექნოლოგიებში IT Academy Step - განვითარდი და განავითარე ურთიერთობები
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
IT Academy Step-მა ტრადიციულ ღონისძიებას − Step Art გამოფენას უკვე მეხუთედ უმასპინძლა. წელს მონაწილეობა მიიღო გრაფიკული დიზაინის მიმართულების 50-ზე მეტმა სტუდენტმა. აკადემიის სარეკრეაციო ეკო სივრცეში საკონკურსოდ 80-ზე მეტი ნამუშევარი გამოიფინა და ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოევლინათ საუკეთესო ნამუშევარი. ამასთან, ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა შიდა კრეათონის გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს.
Step Art გამოფენაზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ:
- წლის რჩეული დიზაინერი − ნატო მსხილაძე
- სოციალური მედიის გამომწერების რჩეული − თეონა შეიზაშვილი
- შიდა კრეათონში გამარჯვებული − I ადგილი − ნატო მსხილაძე
- შიდა კრეათონში გამარჯვებული − II ადგილი − თეონა შეიზაშვილი
"Step Art გამოფენა მეხუთე წელია ტარდება. ჩვენს სივრცეში ყოველთვის ვტოვებთ წინა წლის გამოფენებსაც და ყოველ წელს საუკეთესო ნამუშევრებით ვავსებთ შენობას. უპირველესად, ეს არის წამახალისებელი და მოტივატორი ფაქტორი, რადგან მათი შემაჯამებელი ნამუშევრები ფართო საზოგადოების წინაშე იფინება. მეორე მხრივ, ეს გვეხმარება, ვაჩვენოთ სხვა ადამიანებს, რომ შესაძლებელია მათაც მიაღწიონ იმ შედეგებს, რასაც ჩვენი სტუდენტები აღწევენ. გამოფენაზე მოწვეულნი იყვნენ კომპანიები, რომლებთანაც გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. აღნიშნულ ორგანიზაციებს შეუძლიათ დაასაქმონ ჩვენი სტუდენტები და ხელი შეუწყონ კარიერულ განვითარებაში.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აქ მოსული სტუმრები QR-კოდის საშუალებით ირჩევენ საუკეთესო ნამუშევარს, რაც ნიშნავს იმას, რომ დამსწრე საზოგადოება მაქსიმალურად არის ჩართული პროცესებში და თავს ფუნქციურად გრძნობს.
გამოფენაში მონაწილე სტუდენტებს დაახლოებით 6-თვიანი გადამზადება აქვთ გავლილი და გვიხარია, რომ ამ დროში ასეთ შედეგებს აღწევენ. მათი ნამუშევრები, ფიზიკური გამოფენის გარდა, განთავსდება სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდზე", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს მაკა მახათაძე, IT აკადემია STEP-ის დამფუძნებელი.
Step Art გამოფენის გარდა, კომპანიამ ახალი ინიციატივა − Space 4.0 წარადგინა. ახალი პროექტი გულისხმობს ერთიანი პლატფორმის შექმნას, სადაც მომხმარებელი შეძლებს მიიღოს განახლებული ინფორმაცია კოსმოსის ინდუსტრიის შესახებ და აქტიურად ჩაერთოს თემატურ პროექტებში.
"რაც შეეხება ახალ ინიციატივას, მისი იდეა 1 წლის წინ მე და მაკა მახათაძეს დაგვებადა. გადავწყვიტეთ, კოსმოსის თემაზე შექმნილიყო პლატფორმა მათთვის, ვისაც სურს, უფრო ახლოს იყოს კოსმოსთან და გაიგოს სიახლეები NASA-ს, Starlink-ის, ასტრონავტებისა და სხვა საკითხების შესახებ. ეს არის ერთი მხრივ ტრენდული, მეორე მხრივ კი − ამოუცნობი სფერო. სწორედ მისი ათვისებისკენ მივდივართ და ვფიქრობთ, Space 4.0-ის ვებპორტალი და Facebook-გვერდი ამაში დიდ წვლილს შეიტანს.
გვინდა, კოსმოსური ხელი გავუწოდოთ ყველა პარტნიორს, ვისაც ეს თემა აინტერესებს და ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ მარსსა თუ მთვარეზე ბილეთის აღება არ იყოს ძალიან შორეული მომავალი საქართველოსთვისაც. ვმუშაობთ იმისათვის, რომ შეუცნობადი და საინტერესო სამყარო გახდეს უფრო ხელმისაწვდომი. მიხარია, რომ Step აკადემია არის ამ ყველაფრის ინიციატორი. ნამდვილად სასიხარულოა, რომ ტრადიციულად, ეს გამოფენა მანდვეს და პლატფორმის წარდგენაც მე მხვდა წილად. ის, რომ ვარ #სტეპერი, ერთგვარი სტატუსია ჩემს ცხოვრებაში, რაც მაძლევს საშუალებას, ვიყო თანამედროვე, აქტუალური და ტექნოლოგიებთან ახლოს. ამიტომაც ვირჩევ #სტეპს", − აცხადებს გვანცა კილასონია, IT აკადემია Step-ის PR-კონსულტანტი.
IT აკადემია STEP საერთაშორისო ბრენდია, რომლის პირველი ფილიალი საქართველოში 2015 წელს თბილისში გაიხსნა. "სტეპის" მისიაა, ადამიანების პიროვნული და კარიერული ტრანსფორმაცია მათი უკეთესი ცხოვრებისთვის და მე-4 ინდუსტრიული რევოლუციისთვის ქვეყნის მომზადება, საჭირო უნარების იდენტიფიცირება, განათლების სისტემის გარდაქმნაში მონაწილეობა და საჭირო კადრების განვითარება.
გრაფიკა და დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულებაა #სტეპში. გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი მენტორებისგან. სწავლება შესაძლებელია 9 წლის ასაკიდან და წარმატებული კურსდამთავრებულები უმოკლეს დროში იწყებენ მუშაობას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
"გვჯერა, რომ სამყარო და შენი თავი შეგვიძლია ერთად გავხადოთ უკეთესი და ამიტომ "სტეპის" მთავარი დევიზია: "განვითარდი და განავითარე", − აღნიშნავენ Step-ის გუნდში.