Get All Access for $5/mo

თბილისმა STARTUP GRIND-ის ყველაზე მასშტაბურ რეგიონულ ღონისძიებას უმასპინძლა! ღონისძიებას 1500-ზე მეტი მონაწილე დაესწრო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Startup Grind

8-10 ნოემბერს, თბილისმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციას Startup Grind Europe-Asia Connect-ს უმასპინძლა. ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართა. კონფერენცია 8 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ და STARTUP GRIND TBILISI-ს დირექტორმა კოლინ დონოჰიუმ გახსნეს.

ღონისძიებას ათეულობით საერთაშორისო სპიკერი, ანტრეპრენერი, სტარტაპერი, ტექნოლოგიური კომპანიის წარმომადგენელი, ინვესტორი, ექსპერტი და 1500-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. აღნიშნული ღონისძიება ლოს-ანჯელესისა და ლონდონის შემდეგ STARTUP GRIND-ის სიდიდით მესამე ტექნოლოგიური კონფერენციაა. მისი მიზანი ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერაა. ამ მიზნით, სხვადასხვა თემატურ პანელურ დისკუსიებზე გამოცდილი ექსპერტები, ინვესტორები და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებასა და პრაქტიკულ რჩევებს ორი დღის განმავლობაში უზიარებდნენ.

Amrit Dhir - Google

Bill Reichert - როგორ გავაოცოთ ინვესტორი

Marvin Liao - მითები სილიკონის ველის შესახებ

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე