Get All Access for $5/mo

ტეილორ სვიფტმა ტენესიში ქარიშხლით დაზარალებულთა ფონდში მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა

By EMILLY RELLA

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორც ჩანს, ტეილორ სვიფტისთვის ფილანთროპიის ერა ცხოვრებისეული მოწოდებაა. მისი ბოლო საქველმოქმედო დონაცია იმ ადამიანების დასახმარებლად მიემართება, რომლებიც 9 დეკემბერს ტენესიში დატეხილმა ქარიშხალმა დააზარალა.

ტეილორ სვიფტი წარმოშობით პენსილვანიიდანაა, თუმცა მისი კარიერა 2003 წელს ჰენდერსონვილში, ტენესიში გადასვლის შემდეგ დაიწყო. შტატის გადაუდებელ დახმარებათა ფონდში სვიფტმა მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

ფონდიდან თანხები მოხმარდება როგორც სასწრაფო საჭიროებების დაკმაყოფილებას, ისე გრძელვადიან პროექტებს იმ ყველაფრის აღსადგენად, რაც საზოგადოებამ დაკარგა. სიაში არის დროებითი საცხოვრისებით უზრუნველყოფა, დასუფთავების სამუშაოები, საკვებისა და წყლის მიწოდება და, რაც მთავარია, ფინანსური დახმარება.

"ტეილორის ეს ქმედება ერთგვარი მესიჯია თავისი მშობლიური ქალაქისა და ადგილობრივებისთვის, რომ მომღერალი მუდამ მათ გვერდითაა და არ მიატოვებს მსგავსი გამანადგურებელი მოვლენების შემდეგ", − ამბობს შუა ტენესის სათემო ფონდის ხელმძღვანელი, ჰალ კატო Variety-ისთან განცხადებაში.

ტენესის შტატს ერთდროულად ორი ტორნადო გასულ კვირაში დაატყდა თავს. შედეგად სულ ცოტა ექვსი ადამიანი დაიღუპა. ტორნადომ დააზარალა ნეშვილისა და კლარკსვილის ჩრდილოეთი რეგიონი. ქარიშხლის სიჩქარე 125-იდან 150 მილი/საათს აღწევდა.

სვიფტი ჰენდერსონვილის სკოლაში ორი წლის განმავლობაში სწავლობდა, ვიდრე აარონის აკადემიაში გადავიდოდა. სწორედ ამ ცვლილებამ გააცნო სვიფტს ნეშვილი და Music Row, საიდანაც დაიწყო მისი კარიერა.

ტეილორ სვიფტის ფილანთროპიულმა ნაბიჯებმა The Eras Tour-ის ფარგლებშიც მოწონება დაიმსახურა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ კუთხით ტურში დასაქმებულთა ანაზღაურება იყო − სვიფტმა ბონუსები მისცა ყველა სატვირთო მანქანის მძღოლს და ეკიპაჟს აშშ-ში მისი ტურნეს დაწყებისთანავე, რაც $55 მილიონზე მეტი იყო.

The Eras Tour-ის წარმატებული დაწყებიდან რამდენიმე თვისა და ტურნეს შესახებ ფილმის გამოსვლის შემდეგ სვიფტის ქონება მილიარდიან ნიშნულზე ავიდა და ამჟამად $1.1 მლრდ-ს შეადგენს.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე