Get All Access for $5/mo

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "გრანდ ელექტრონიქსი" განვითარებას არ წყვეტს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2006 წელს ორი თანამშრომლითა და პატარა მაღაზიით დაწყებული მცირე ბიზნესი დღესდღეობით ხუთ ფილიალსა და აქტიურ ონლაინ-მაღაზიას აერთიანებს. ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა, "გრანდ ელექტრონიქსმა" 7 ოქტომბერს მეხუთე ფილიალი საბურთალოს "სითი მოლის" სავაჭრო ცენტრში გახსნა.

2020 წელი ახალი ფილიალის გახსნის პროექტზე ფიქრით დაიწყო. შემდეგ იყო საყოველთაო კარანტინი მთელ მსოფლიოში: დაბნეულობა, ეკონომიკური კრიზისი და დაკეტილი მაღაზიები დედამიწის ყველა წერტილში, მათ შორის - საქართველოშიც.

"გრანდ ელექტრონიქსის" მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინი ნიქაბაძე ამბობს, რომ მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, კომპანიაში ერთი დღითაც კი არ შეუწყვეტიათ ახალი ფილიალის გახსნის შესახებ ფიქრი. მეტიც, საბურთალოს "სითი მოლის" მაღაზიის პროექტი სწორედ კარანტინის პერიოდში დამუშავდა და ნელ-ნელა მენეჯმენტი მივიდა აზრამდე, რომ წელს მაღაზია აუცილებლად უნდა გახსნილიყო.

"ასე ფიქრის საფუძველს გვაძლევდა ის, რომ კარანტინის პერიოდში, ფაქტობრივად, აქტიური გაყიდვები არ შეჩერებულა, პირიქით, მომხმარებელმა ჩვენი აღმოჩენა დაიწყო. შესაბამისად, ,,გრანდ ელექტრონიქსი'' საქართველოს ბაზარზე სწორედ ამ პერიოდში გახდა ცნობილი", - აღნიშნავს ნინი.

ორი კადრით დაწყებული კომპანიის ისტორია

ყველაფერი დაიწყო 2006 წელს, როცა სავაჭრო ცენტრ "მეგალაინში" "გრანდ ელექტრონიქსმა" პირველი მაღაზია გახსნა. იმ დროისათვის ისინი ძირითადად საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელზე იყვნენ ორიენტირებულნი, შესაბამისად, კომპანიას უფრო დაბალბიუჯეტური ტექნიკა შემოჰქონდა.

განვითარება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა, რადგან "გრანდ ელექტრონიქსს" მომწოდებლები ნელ-ნელა ემატებოდნენ. ნაცვლად იმისა, რომ ახალი კადრები მენეჯერულ პოზიციებზე გარედან აეყვანათ, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვიტილება, შიდა კადრები დაეწინაურებინათ და კონსულტანტები თუ მენეჯერები შიდა ოფისისთვის გადაემზადებინათ.

სულ მალე აღმოჩნდა, რომ შიდა კადრების დაწინაურების პოლიტიკა სწორი გადაწყვეტილება იყო და "გრანდ ელექტრონიქსში" გატარებულმა ცვლილებებმა გაამართლა. კომპანია დასაქმების მსურველებს გახსნის დღიდან ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს, წარმატებული სტაჟირების დასრულების შემდეგ კი კადრი ჯერ კონსულტანტის, შემდეგ კი - მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე გადადის.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ "გრანდ ელექტრონიქსმა" კიდევ ერთი ინოვაციური გეგმა შეიმუშავა. კომპანიამ კონსულტანტები პროდუქტების კატეგორიების მიმართულებით გადაამზადა და ისინი ექსპერტ-კონსულტანტის პოზიციაზე დაასაქმა.

რა სურს მომხმარებელს, როგორ უნდა ეწყოს თაროებზე პროდუქტი, რომელი უფრო მნიშვნელოვანია: ფასი თუ ხარისხი - ეს, პირველ რიგში, ყველაზე უკეთ კონსულტანტებმა და მენეჯერებმა უნდა იცოდნენ, სწორედ ამიტომ, დაარსებიდან დღემდე თანამშრომლებს შორის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებელს დიდ კომფორტს უქმნის.

"ყოფილა შემთხვევა, როდესაც მენეჯმენტი ფიქრობდა, რომ მომხმარებელი უფრო მეტად დაბალ ფასიან პროდუქტზე იყო ორიენტირებული, თუმცა კონსულტანტებმა დაგვარწმუნეს, რომ მყიდველს ურჩევნია გადაიხადოს შედარებით მაღალი ფასი და შესაბამისი ხარისხი მიიღოს. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისათვის, რათა პრემიუმ-ბრენდებთან მოლაპარაკებების პროცესი დაგვეწყო", - ამბობს ნინი.

ტექნიკის მსოფლიო გიგანტები ერთ სივრცეში

რაც შეეხებათ მომწოდებლებს, "გრანდ ელექტრონიქსმა" ამ მხრივ რთული და კომპლექსური გზა გაიარა. გარკვეული სირთულეების გადალახვა გახდა საჭირო, როდესაც 2014-2015 წლებში კომპანიამ პრემიუმ-კლასის ტექნიკის შემოტანა დაისახა მიზნად: შედარებით უცნობ კომპანიასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე დიდხანს ფიქრობდნენ ტექნიკის ისეთი გიგანტები, როგორიცაა SHARP, Mitsubishi Electrics, Toshiba და Midea. თუმცა დღეისათვის უკვე "გრანდ ელექტრონიქსი" თითოეული მათგანის მთავარი პარტნიორი და ტექნოლოგიების ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა საქართველოში. მეტიც, იაპონური SHARP ექსკლუზიურად მხოლოდ "გრანდ ელექტრონიქსში" იყიდება.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ პრემიუმ-ბრენდების სახელები, არამედ ის ინოვაციური პროდუქტიც, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ", - აღნიშნავს ნინი.

"გრანდ ელექტრონიქსში" აუცილებლად ნახავთ 21-ე საუკუნის "ჭკვიან" ტექნიკას თანამედროვე ფუნქციებით; საუკეთესო საერთაშორისო ტექნოლოგიური გამოცდილებებით შექმნილ პროდუქტებს, რომლებიც არა მხოლოდ დიზაინითაა გამორჩეული, არამედ ფუნქციურადაც ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო გადაწყვეტილებებს სთავაზობენ მომხმარებელს. ამგვარ ტექნიკას "გრანდ ელექტრონიქსის" ყველა მსხვილი მთავარი პარტნიორი აწარმოებს (Midea, Toshiba, Mitsubishi Electrics და, რა თქმა უნდა, SHARP).

პატარა მაღაზიიდან ტექნიკის მაღაზიათა ქსელამდე

2019 წლის ბოლოს, სწორედ პრემიუმ-კლასის ბრენდების ტექნიკით დაკომპლექტებული კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნა სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში". როგორც ნინი ნიქაბაძე აღნიშნავს, სწორედ ამ დროიდან იწყება კომპანიის რებრენდინგი და მისი, როგორ ტექნიკის მაღაზიათა ქსელის მოხსენიება.

კითხვაზე, თუ რა იყო და არის კომპანიის მთავარი დაპირება როგორც მომწოდებლებისთვის, ასევე - მომხმარებლისათვის, "გრანდ ელექტრონიქსში" პასუხობენ, რომ ეს იყო და არის ხარისხის კონტროლი, რომელიც დაარსების დღიდან კომპანიის წარმატების მთავარ გარანტად რჩება.

დღეისათვის მყიდველის სამსახურში ხუთი ფილიალი და აქტიური ონლაინ-მაღაზიაა, საიდანაც ნივთის გამოწერა 24/7-ზეა შესაძლებელი. სამომავლოდ კი კომპანიის მიზანია საქართველოს სხვა ქალაქების ათვისება და ქსელში ახალი, ისეთი უცხოური ბრენდების შემოტანა, რომელთაც ქართველი მომხმარებელი ჯერ არ გასცნობიათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე