Get All Access for $5/mo

თიბისი ბიზნესებს გაციფრულებისთვის სპეციალურ საშეღავათო პირობებს სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესებს, რომლებსაც თავიანთი საქმიანობის ონლაინ/ციფრულ სივრცეში გადატანა სურთ, თიბისი და მისი პარტნიორები სთავაზობენ, მინიმალური დანახარჯებით შექმნან საკუთარი, სრულად გამართული ონლაინ მაღაზია.

"გააციფრულე ბიზნესი" თიბისის პროგრამაა, რომლებიც ბიზსესებისთვის ონლაინ ტრანსფორმაციის გასამარტივებლად შეიქმნა და მის ფარგლებში კვების ობიექტები, რესტორნები და სასტუმროები შეძლებენ:

  • 3 თვე, მომსახურების საკომიმისიოს გარეშე ისარგებლონ B2C, KOVZY ან EHotelspace პლატფორმით, რომლის საშუალებითაც მარტივად შექმნიან ვებევგვერდს მათი ბიზნესისისთვის.
  • თიბისის ონლაინ გადახდის სისტემის TBC ელკომერციის ვებგვერდზე ინტეგრაციას და 3 თვის მანძილზე, ყოველთვიური საკომისიოს გარეშე გამოყენებას.
  • 30% ფასდაკლებით პროდუქციის/სივრცის დასურათებას, ფოტოსტუდია მაგმას მიერ
  • სპეციალური ტარიფით სარგებლობას Elvis-ის და Onway-ს მიტანის სერვისზე

მსგავსი ინიციატივა თიბისიმ განახორციელა 2020-2021 წლებშიც, რომლის ფარგლებშიც სპეციალური საშეღავათო პირობებით გაციფრულდა 200-ზე მეტი ბიზნესი.

პროგრამა "გააციფრულე ბიზნესი" ძალაშია 2022 წლის ბოლომდე და მასში მონაწილეობისთვის აუცილებელია ბიზნესი თიბისი ბანკში იყოს რეგისტრირებული. პროგრამის დეტალების გასაცნობად და განაცხადის ფორმის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე