Get All Access for $5/mo

''თიბისი ლიზინგი'' და ''ტოიოტა ცენტრი თეგეტა'' გაძლევთ შანსს, იყიდოთ Toyota C-HR საუკეთესო პირობებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Toyota

"თიბისი ლიზინგი" და "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" 2014 წლიდან − ცენტრის გახსნის დღიდან, თანამშრომლობენ და პერიოდულად, მოთხოვნად მოდელებზე მომხმარებლებს ერთობლივ აქციებს სთავაზობენ.

მორიგი ერთობლივი აქცია, რომელიც 21 თებერვალს დაიწყო და მარტის ბოლომდე გაგრძელდება, გულისხმობს ცენტრიდან C-HR-ის მოდელის ლიზინგით, სპეციალურ ფასად, თანამონაწილეობის გარეშე (0%) გაყვანას. მოდელის შეძენის შემთხვევაში, მყიდველს შესაძლებლობა ექნება აარჩიოს სამი საჩუქრიდან ერთ-ერთი:

  • ულიმიტო საწვავი 6 თვის განმავლობაში (GULF)
  • "ზარაფხანას" 1500-ლარიანი ვაუჩერი
  • "ართთაიმის" 1500-ლარიანი ვაუჩერი

მიმდინარე აქციის ფარგლებში, Toyota C-HR-ის ლიზინგით შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი მოდელზე მიიღებს სპეციალურ ფასს, რომელიც ბევრად დაბალია ლიზინგით, ვიდრე სხვა გზით შეძენისას. დამატებით სარგებლად შეგვიძლია თანამონაწილეობის არარსებობა განვიხილოთ − როგორც წესი, ავტომობილის შეძენის დროს, მომხმარებელს აქვს ვალდებულება, გააკეთოს თანამონაწილეობა, რომელიც 10%-დან იწყება და შეთავაზებისა და მოდელის მიხედვით იცვლება. ამ აქციის ფარგლებში კი, C-HR-ის შეძენა თანამონაწილეობის გარეშე არის შესაძლებელი, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ყოველგვარი წინასწარი შენატანის გარეშე შეიძენს ავტომობილს ლიზინგით. ასევე, "თიბისი ლიზინგი" მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს საოპერაციო ლიზინგით, რაც ნიშნავს, რომ კლიენტს შეუძლია შეიძინოს ავტომობილი განსაზღვრული ვადით და ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, დააბრუნოს ან ჩაანაცვლოს იგი ახალი მოდელით.

"თიბისი ლიზინგის", როგორც საქართველოში ახალი მანქანების მიმართულებით ყველაზე დიდი წილის მქონე სალიზინგო კომპანიის და "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" მთავარი მიზანი, TOYOTA C-HR-ის პოტენციური მყიდველების წახალისებაა.

აღნიშნული მოდელის ავტომობილის მიმართ ინტერესი საქართველოში დღითი დღე იზრდება. TOYOTA C-HR გახლავთ მოდელი, რომლითაც კომპანიამ ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში. დახვეწილი ვიზუალი კი ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რატომაც C-HR ახალგაზრდა ქალებში პოპულარობით სარგებლობს.

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!