თიბისი ლიზინგი GGF-ის ახალი პლატფორმის ''მწვანე გზის'' პარტნიორია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ფონდმა მწვანე ზრდისთვის (GGF) ახალი პლატფორმის განვითარება დაიწყო. "მწვანე გზა", ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ასახავს მწვანე ფინანსების ბიზნეს და გარემოსდაცვით სარგებელს და იმას, თუ როგორ ხელმძღვანელობენ ფონდის პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. პლატფორმა რეალური მაგალითებით აღწერს პარტნიორი არასაბანკო და საბანკო ფინანსური ინსტიტუტების განვლილ გზას და იმას, თუ როგორ შეძლეს მათ მიეღოთ ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებები.
ადვილად ნავიგაციური რუქით აღჭურვილ მიკრო-საიტზე გაზიარებულია წარმატებული ისტორიების სერია, რომელიც აცოცხლებს ფონდის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების გამოცდილებას.
GGF-ის თავმჯდომარე, ოლაფ ზიმელი: "ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მწვანე ფინანსები არის მომავალი. ამ პლატფორმის საშუალებით ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინეს ჩვენმა პარტნიორმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა საკუთარი პორტფოლიოს დივერსიფიკაცია, შექმნეს ახალი პროდუქტები და გაზარდეს კლიენტების ბაზა სტრატეგიების მდგრადობის საფუძველზე. ჩვენი მხარდაჭერით, ვიმედოვნებთ, რომ სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც მოტივირებულნი იქნებიან დაიწყონ საკუთარი მწვანე გზა".
"თიბისი ლიზინგი" მწვანე გზის პარტნიორია. მისი გენერალური დირექტორი გაგა გოგუა მოხარულია სპეციალური სალიზინგო პროდუქტების წარმატებით: "განახლებადი ენერგია მწვანე ეკონომიკის განვითარების საფუძველია. ჩვენს პარტნიორ GGF-თან ერთად შექმნილი პროდუქტების წყალობით, დავაფინანსეთ არაერთი პროექტი განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ფაქტობრივად, ჩვენი მწვანე პორტფელი წელიწადში საშუალოდ 100%-ით იზრდება, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია".
გაეცანით ამ და სხვა რეალურ მაგალითებს მწვანე გზის მიკრო-საიტზე და შეისწავლეთ როგორ უჭერს მხარს GGF ფინანსურ ინსტიტუტებს მწვანე ფინანსების მიმართულებით.
ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF) ინვესტირებას ახორციელებს მსოფლიოს 19 ქვეყანაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვას, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში. ფონდის მიზნობრივი ინვესტიციები მიმართულია ენერგო რესურსების დაზოგვაზე, CO2 -ის ემისიის შემცირებაზე და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე. ფონდი აღნიშნულ ინვესტიციებს ახორციელებს პირდაპირ, კომპანიებისა და მუნიციპალიტეტების განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებით, ან არაპირდაპირ, შერჩეული ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით. GGF-ის ტექნიკური დახმარების მექანიზმი მაქსიმალურად ზრდის ფონდის ინვესტიციების ეფექტიანობას, ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებსა და პარტნიორებში პოტენციალის შექმნით.
GGF დაარსდა 2009 წლის დეკემბერში გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, ევროკომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) ფინანსური მხარდაჭერით. ფონდის ინვესტორთა მზარდი ბაზა მოიცავს დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინსტიტუციონალურ კერძო ინვესტორებს, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC), ჰოლანდიური განვითარების ბანკს (FMO), გერმანიის ეთიკურ ბანკს (GLS) და შვედეთის ეკლესიას. GGF-ის მრჩეველია Finance in Motion GmbH. ტექნიკურ კონსულტაციებს კი MACS Management and Consulting Services GmbH, ფრანკფურტი, უზრუნველყოფს.
GGF-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.ggf.lu და ტვიტერზე: @GreenGrowthFund