Get All Access for $5/mo

თიბისი მომხმარებელს დისტანციური სერვისების გამოყენებას ურჩევს აქ.ახლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ფილიალებში მისვლის ნაცვლად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, დისტანციურად შეასრულონ საბანკო ოპერაციები.

თიბისის ტრანზაქციების 95% ციფრული არხების გამოყენებით ხორციელდება. შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი, მომხმარებელს ონლაინ არხების საშუალებით მოემსახუროს.

დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება :

  • თანხის გადარიცხვა პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრით;
  • კომუნალური გადასახადების გადახდა ან დაჯგუფება და ერთიანად გადახდა სახლიდან გაუსვლელად;
  • საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე ანგარიშსწორება;
  • ციფრული ბარათის მომენტალური აქტივაცია და გამოყენება;
  • უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით;
  • ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა, ბარათის პინ-კოდის აღდგენა;
  • ბანკომატიდან თანხის განაღდება ბარათის და ბანკომატთან შეხების გარეშე, QR კოდის დასკანირებით;
  • საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა;
  • სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.

მომხმარებლების და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, არსებული გამოწვევის ფონზე, მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად ბანკმა არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების მიმართულებით გუნდი აქტიურად მუშაობს და მომხმარებელს მუდმივად შესთავაზებს სიახლეებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე