Get All Access for $5/mo

თიბისისა და VISA-ს ერთობლივი პროექტი ბიზნესის მხარდასაჭერად თიბისიმ და VISA-მ პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, კომპანიებს ახალი ინიციატივა წარუდგინა -- "შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესებს შეუძლიათ უმოკლეს დროში შექმნან საკუთარი ონლაინმაღაზია, რომლის საშუალებითაც ისინი პროდუქციის გაყიდვასა და მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებენ. ონლაინვაჭრობის შესაძლებლობა, დამეთანხმებით, ამ ეტაპზე ყველა ბიზნესის ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა. პროექტის მიზანიც ესაა − დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში.

Entrepreneur-ს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია თიბისი ბანკის ბიზნესსეგმენტების გუნდის წევრმა, ნიკა ღვაბერიძემ მიაწოდა. როგორც ნიკა აღნიშნავს, თიბისი ბანკის მისია მომხმარებლებისა და ბიზნესების ცხოვრების გამარტივებაა. რადგან პანდემიის დროს ფიზიკური დისტანცირება არა მარტო მოქალაქეებს, არამედ ბიზნესებსა და მომხმარებლებსაც შეეხოთ, თიბისის გუნდის ერთ-ერთი შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ ეს გამოწვევა ბიზნესებისთვის ტექნოლოგიური გარდაქმნის შესაძლებლობად ექციათ: "თანამედროვე სამყაროში ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესის განვითარების აუცილებელი ეტაპია. არსებულმა პანდემიამ ეს პროცესი უფრო დააჩქარა. რაც ასევე მთავარია, ეს არის ეტაპი, რომელიც ბიზნესებმა უნდა გამოიყენონ გასავითარებლად და პოსტკრიზისულ თუ ჩვეულებრივ გარემოში დამატებითი გაყიდვების არხით წარდგნენ. ციფრული ტრანფორმაციითა და ელექტრონული ვაჭრობით კი მოგეხსენებათ, გაცილებით დიდ ბაზრებზე შეიძლება გასვლა, ვიდრე ლოკალურად", − ამბობს ნიკა ღვაბერიძე.

პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული კომპანიები მართავენ საკუთარ ონლაინმაღაზიებს, რითაც ინარჩუნებენ კავშირს მომხმარებლებთან. ისინი ონლაინმაღაზიის ვებგვერდს აშენებენ B2C.ge პლატფორმაზე, შექმნილ ვებგვერდზე აინტეგრირებენ თიბისის ონლაინგადახდის აპლიკაციას E-commerce, საჭიროების შემთხვევაში იღებენ ფოტოგრაფის მომსახურებას Kikala Studio-ს მიერ, შეუძლიათ Space-QR განვადების სერვისის ინტეგრირება და პროდუქციის მიტანის სერვის MIMO-თი სარგებლობა. ზუსტად ეს ყველაფერი ერთად ქმნის ეკოსისტემას, რომელიც ეხმარება ბიზნესს შეინარჩუნოს მდგრადობა და ჰქონდეს გაყიდვები.

თიბისის ინიციატივაში, ელექტრონული ვაჭრობის გარშემო არსებული ეკოსისტემა ერთ შეკრულ პროდუქტად შეეთავაზებინა ბიზნესებისთვის, ჩაერთო ბანკის პარტნიორი კომპანია VISA, რომელიც პირველ 200 ბიზნესს, რომელიც გამართავს საკუთარ ონლაინმაღაზიას, დაუფინანსებს ფოტოების გადაღებასა და ვებგვერდის სამართავი პლატფორმის სარგებლობის საფასურს 2020 წლის ბოლომდე.

მოგეხსენებათ, VISA-სა და TBC ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა უკვე მრავალ წარმატებულ მიღწევას ითვლის. VISA გლობალური კომპანიაა, რომელიც ლოკალურ ბაზარზე ოპერირებს, იგი აცნობიერებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის აუცილებლობას, განსაკუთრებით კი პანდემიის გავრცელების პერიოდში, როცა მნიშვნელოვნად გაიზარდა ონლაინვაჭრობის გადაწყვეტილებებზე მოთხოვნა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ამის გათვალისწინებით და არსებული კრიზისის ფონზე, სწორედ ამ პროექტის სახით წარმოედგინათ ბიზნესის დახმარება. "იმისათვის, რომ დავხმარებოდით ბიზნესს გადაელახა არსებული გამოწვევები, პროექტს სხვადასხვა საშუალებით დავუჭირეთ მხარი, მათ შორის ფინანსური კონტრიბუციის შეტანით. პროექტის იდეა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესსექტორმა მომხმარებლამდე მიიტანოს საკუთარი პროდუქტები თუ სერვისები, ეტაპობრივად ხორციელდება. TBC და Visa ერთობლივი ძალებით ბიზნესებს საშუალებას აძლევენ შექმნან თავიანთი ონლაინპლატფორმა უმოკლეს დროში (3 დღე), ფუნქციონირების სრული ციკლით, რაც გულისხმობს ონლაინგადახდების ინტეგრაციასა და ვებგვერდის კონტენტის შექმნას", − აღნიშნავს VISA-ს კავკასიის რეგიონული მენეჯერი, კრისტინა დოროში.

პროექტის ფარგლებში მოთხოვნა ძალიან დიდი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, თიბისი ბანკმა ბიზნესების საჭიროებას სწორად მიაგნო. ნიკა ღვაბერიძე ამბობს, რომ ბანკში ამ ეტაპზე შემოსულია 250-ზე მეტი განაცხადი. აქედან 140 კომპანია აქტიურად ვებგვერდის შენების პროცესშია, ხოლო 30-მა კომპანიამ უკვე გამართა ონლაინმაღაზია.

ჩვენ ვესაუბრეთ პროგრამის ბენეფიციარებს და გიზიარებთ მათ შთაბეჭდილებებს თიბისისა და VISA-სთან თანამშრომლობის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი ბიზნესია "ატომ ქიდსი", რომლის მიზანია შექმნას ინოვაციური, სახალისო და შემეცნებითი ექსპერიმენტები.

კომპანიის დამფუძნებელი, ნინო ბარამიძე აღნიშნავს, პროექტი დაეხმარა მომხმარებელთან უშუალო კავშირის დამყარებაში, შედეგად კი მიიღეს მეტი უკუკავშირი და თანადგომა: "თიბისი ბანკის პროექტის საშუალებით შევძელით, რომ კრიზისის დროს შეგვენარჩუნებინა გაყიდვები. სწორმა და დროულმა თანადგომამ შესაძლებლობა მოგვცა გაგვეზარდა ბრენდის ცნობადობა და არ შეგვექმნა ჩვენი მომხმარებლებისათვის დისკომფორტი, პირიქით − შევძელით უწყვეთ რეჟიმში გვემუშავა მათთვის. დღევანდელ მსოფლიოში, დღითი დღე იზრდება ონლაინგაყიდვები. თიბისი ბანკის თანადგომით კი ონლაინგაყიდვები თავისთავად დადებითად მოქმედებს კომპანიის გაყიდვებზე. "ატომ ქიდსის" ამ პროექტში ჩართვა ძალიან დიდი მოტივაციაა და ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ბავშვი გახდეს "ჩვენი მეცნიერი" და მეტმა ბავშვმა შეძლოს მეცნიერების ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა".

პროექტის ფარგლებში, ონლაინ მაღაზია ასევე შექმნა კომპანია "ქომუმ"( qomu.ge). როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, რეგისტრაციის გავლის შემდეგ მათ ბანკს გაუზიარეს გეგმები, ხედვები და მიზნები. პროექტის ფარგლებში B2C-ის დახმარებით შეიქმნა კომპანიის ონლაინპლატფორმა და მოხდა თიბისის გადახდის ელექტრონული სისტემის სწრაფი ინტეგრაცია. პლატფორმის შექმნისა და თიბისის გადახდის სისტემის საფასურს ერთი წლის ვადით ფარავს თიბისი ბანკი და VISA. ამასთან "ქომუ"( qomu.ge) თიბისი ბანკის შეთავაზებით სარგებლობს 6-თვიანი საშეღავათო პირობებით. კომპანიაში ამბობენ, რომ ზემოთ აღნიშნული დაფინანსების შედეგად გამოთავისუფლებული რესურსი მიმართეს კომპანიის სხვა მიზნობრივ ხარჯებზე, რაც ძალიან დიდი შეღავათია დამწყები ბიზნესისთვის: "ვფიქრობთ, წარმატებით დაწყებული ურთიერთთანამშრომლობა გვაძლევს საფუძველს, რომ მომავალში ანალოგიური წარმატებით განვახორციელოთ სხვა ერთობლივი პროექტები ჩვენს საიმედო პარტნიორებთან: თიბისი ბანკთან, B2C-სთან და VISA-სთან ერთად", − ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი ელენე როგავა.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე