''ტორტინი'' - სააღდგომო პასკები და ტკბილეული ყველა უბანში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტკბილეული ყველა ადამიანში განსხვავებულ ემოციებს აღძრავს - ზოგისთვის ეს, შესაძლოა, მხოლოდ ახალი გემოს შეგრძნებასთან ასოცირდებოდეს, ზოგისთვის კი საკონდიტრო პროდუქტი რაიმე დღესასწაულთან და მნიშვნელოვან მოვლენასთან არის დაკავშირებული. ამ მხრივ, სააღდგომო სამზადისი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდია - ყოველდღიურად სულ უფრო მეტი მომხმარებელი ეძებს მრავალფეროვან პასკებსა და ხარისხიან პროდუქტს. სააღდგომო სამზადისს ამრავალფეროვნებს საკონდიტრო "ტორტინი", რომელმაც საზოგადოების სიყვარული შექმნის დღიდანვე, ხარისხზე ორიენტირებული პროდუქციით, დაიმსახურა.
"ტორტინის" ისტორია 2014 წლიდან იწყება და დაფუძნების დღიდან კომპანია მომხმარებელს გემრიელ, ნოტიო და არომატულ პასკებსა და ტკბილეულს სთავაზობს. მაშინ, როდესაც "ტორტინი" ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, ქალაქში არ არსებობდა საკონდიტრო, რომელიც ყველა უბანში იქნებოდა წარმოდგენილი და ხალხს გემრიელ და ხელმისაწვდომ პროდუქციას შესთავაზებდა. სწორედ ამიტომ, კომპანიის მრავალფეროვანი პროდუქცია და ახლადშექმნილი გემოები მალევე დაამახსოვრდა ფართო საზოგადოებას.
დღეს "ტორტინის" თბილისის მასშტაბით უკვე 17 ფილიალი აქვს და გარდა ფიზიკური მაღაზიისა, მომხმარებელს საშუალება აქვს, დახვეწილი გემოსა და უმაღლესი ხარისხის მქონე პროდუქცია გამოიწეროს სახლიდან გაუსვლელად - Glovo-სა და Wolt-ის აპლიკაციით. ბავშვობის დაუვიწყარი გემო "თეთრი ირისი", "იდეალი", ტორტი ხილით, მიწისთხილითა და ციტრუსით - ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ტკბილეულის მოყვარულნი "ტორტინის" მრავალფეროვან ასორტიმენტში შეხვდებით.
მიმდინარე პერიოდში მომხმარებლებს შორის ყველაზე მოთხოვნადი მსუბუქი და ჰაეროვანი სააღდგომო პასკებია, რომლის შეძენაც ნებისმიერ მსურველს მისაღებ ფასად, 17 სხვადასხვა ლოკაციაზე, შეუძლია. "ტორტინის" გუნდში სააღდგომო ფუსფუსი აქტიურად მიმდინარეობს და მთელი შემადგენლობა მუშაობს იმისათვის, რომ საზოგადოებას უმაღლესი ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს და ერთგული მომხმარებლების სააღდგომო სუფრას განსაკუთრებული ხიბლი შესძინონ. "სიყვარულით დამზადებული საკონდინდიტრო ნაწარმი" - სწორედ ესაა ის უცვლელი ინგრედიენტი, რასაც "ტორტინი" ოჯახური სიმყუდროვისა და დასამახსოვრებელი გემოს შესაქმნელად იყენებს.
საკონდიტრო "ტორტინი" გელით თბილისში შემდეგ მისამართებზე:
- გლდანი-ნაძალადევი, ხიზანიშვილის ქ. N14/4
- გლდანი-ნაძალადევი, გლდანის 2 მ/რ, ტრამვაის გაჩერების მოპირდაპირედ
- გლდანი-ნაძალადევი, გლდანის VI მ/რ, სადღეღამისო ავტოსადგომის მ/ტ
- გლდანი-ნაძალადევი, დავით ჯაბიძის ქ. N8
- გლდანი-ნაძალადევი, ხიზაბავრის ქ. 1
- ვაკე-საბურთალო, ვაჟა-ფშაველს გამზ. მეტრო, სამედიცონო ინსტიტუტის მ/ტ
- მუხიანის მე-4 ა მ/რ, კორ. N8
- გლდანი-ნაძალადევი, გობრონიძის ქ. 21 ა
- თემქა ზღვის უბნის დას. მე-9 კვ. კორ.15ბ, ბN 21
- დიდი დიღომი,ი.პეტრიწი,კორპ 13
- ვარკეთილი კუპრაძის 74, კორპუსი 6 ჰუალინგი
- "აფრიკა" ჭიჭინაძის ქ. კორპუსი 4 მიმდებარედ
- თემქა III კვ III კორპ 55
- მოსკოვის გამზირი, ქინძმარაულის შესავევი 5ა მ/ტ
- ვარკეთილი, სუხიშვილის N5
- ვარკეთილი საქ. ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა N8
- შალვა ნუცუბიძის ფერდობი, II მიკრო/რაიონი, III კვარტალი, მე 4 კორპუსის მოპირდაპირედ