Get All Access for $5/mo

Twitter-ის თანადამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ მარკ ზაქერბერგი გააკრიტიკა ზაქერბერგმა Threads-ზე დორსის გამოწერის მოთხოვნა გაუგზავნა. "მეტისმეტად ადრეა" - უპასუხა დორსიმ

By Emily Rella

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Threads მარკ ზაქერბერგის ახალი სოციალური მედია პლატფორმაა, რომელიც Meta-ს საშუალებით შეიქმნა და მას Twitter-ის ზუსტ ასლადაც მოიხსენიებენ. ილონ მასკი Threads-ის გამო Meta-ს სასამართლო დავითაც კი დაემუქრა. ახლა კი პროცესებში Twitter-ის თანადამფუძნებელი ჯეკ დორსი ერთვება.

დორსიმ Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ზაქერბერგი მას Threads-ზე გამოწერის ნებართვას სთხოვს. ამაზე კი დორსიმ საჯაროდ უპასუხა - "მეტისმეტად ადრეა". დორსის Tweet-ს, რომელსაც 7,5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, გამომწერებისგან უამრავი რეაქცია მოჰყვა.

ჯეკ დორსი Twitter-ის დირექტორთა საბჭოდან 2022 წლის მაისში გადადგა, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ოფიციალურად 2021 წლის ნოემბერში დატოვა.

თავდაპირველად, დორსი მხარს უჭერდა მასკის მიერ კომპანიის შეძენას, მაგრამ მოგვიანებით პოზიცია შეიცვალა. Twitter-ის მსგავს პლატფორმაზე, Bluesky-ზე, დორსიმ თქვა, რომ მისი აზრით, მასკი კომპანიის სამართავად შესაფერისი ადამიანი არ იყო. მან ასევე დასძინა, რომ Twitter-ის საბჭომ გაყიდვის პროცესი დააჩქარა და როდესაც მასკი სათავეში აღმოჩნდა, ყველაფერი არასწორად წარიმართა.

ჯეკ დორსის საჯაროდ არ გაუკეთებია კომენტარი Threads-ზე, რომელმაც გაშვებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ახალი მომხმარებელი შეიძინა.

"Twitter-ი არასოდეს ყოფილა ისეთი წარმატებული, როგორიც უნდა ყოფილიყო და ჩვენ ამის გაკეთება სხვაგვარად გვსურს", - განაცხადა ზაქერბერგმა Threads-ის გაშვების შემდეგ.

Emily Rella

Senior News Writer

Emily Rella is a Senior News Writer at Entrepreneur.com. Previously, she was an editor at Verizon Media. Her coverage spans features, business, lifestyle, tech, entertainment, and lifestyle. She is a 2015 graduate of Boston College and a Ridgefield, CT native. Find her on Twitter at @EmilyKRella.
ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!