Get All Access for $5/mo

"უბრალოდ თქვით, რომ კოტრდებით" Starbucks-ს პოპულარული პროდუქტის გაძვირების გამო აკრიტიკებენ

By Emily Rella

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

კაფეების ქსელი დამატებით 1$-ს აწესებს პოპულარული გამაგრილებელი სასმელების ინდივიდუალურ ვერსიებზე

საიდუმლო არ არის, რომ Starbucks-ის ბარისტებს სასმელების შეცვლა და ახლების მომზადება ნამდვილად არ უყვართ, განსაკუთრებით პიკის საათებისა და გრძელი რიგების დროს.

Starbucks-კლიენტებს დამატებით თანხას გადაახდევინებენ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცივი სასმლის შეკვეთის გასაკონტროლებლად, რის გამო მასები აღშფოთებას ვერ მალავენ.

Starbucks-მა გამოაცხადა, რომ დამატებით $1-ს გადაახდევინებს კლიენტებს, რომლებიც მის რომელიმე გამაგრილებელს "წყლის გარეშე" შეუკვეთენ, მათ შორის, ვირუსულ Pink-საც და ახლად დამატებულ Pineapple Passionfruit-საც.

"ეს ცვლილება საშუალებას გვაძლევს უფრო თანმიმდევრული მიდგომა გვქონდეს პერსონალიზაციასთან დაკავშირებით, სხვა სასმელების პერსონალიზაციის მსგავსად, როგორც ეს ესპრესოს ულუფის ან ვაჟინის დამატებისას ხდება, რაც დამატებით საფასურს მოითხოვს", − თქვა Starbucks-ის წარმომადგენელმა CNN-ის საშუალებით.

Starbucks

აპრილის წვიმამ მაისის ყვავილები (და ვარდისფერი სასმელები) მოიტანა. @foodfromseattle

კომპანიის თქმით, წყლის მოცილებას "დამატებითი ინგრედიენტები სჭირდება", რათა უფრო კონცენტრირებული სასმელები დაამზადონ და უწინდებურად ბოლომდე აავსონ ჭიქა.

გულშემატკივრებმა სოციალურ მედიაში გამოთქვეს უკმაყოფილება, ფასების მატებაზე ჩიოდნენ და თავიანთ ჩივილებს გამოხატავდნენ კომპანიასთან.

სალამი სტარბაქს, @starbucks

შეგიძლიათ თუ არა ინფორმაციის დაზუსტება ფასების ბოლო ზრდაზე? ზოგიერთი ამბობს, რომ წყალი ნებისმიერ სასმელშია, სადაც მითითებულია "მსუბუქი/ყინულის გარეშე", ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ გამაგრილებელზეა საუბარი. გთხოვთ, წინასწარ, შეკვეთის მიცემამდე შეგვატყობინოთ.

2:31 PM • May 8, 2023

@სტარბაქს

სასმლის ფასი გაზარდეთ, ახლა უწყლოდ დამზადებულ გამაგრილებელ სასმელში დამატებით დოლარი უნდა გადავიხადოთ. უბრალოდ თქვით, რომ კოტრდებით.

ყურადღება, Starbucks-ის მოყვარულებო − თქვენი საყვარელი სასმელი ამ კვირიდან შეიძლება ცოტა ძვირი დაგიჯდეთ.

ქსელმა განაცხადა, რომ დამატებით $1-ს გადაახდევინებს იმ მომხმარებლებს, რომლებიც Starbuck-ის გამაგრილებლების მომზადებას წყლის გარეშე მოითხოვენ. Starbucks-ის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია NBC-თან დაადასტურა, განაცხადა რა, რომ ფასები შეიცვალა, და რომ პერსონალიზაცია დამატებით ინგრედიენტებს მოითხოვს.

ეს რა არის, ერთი თქვენ… Starbucks ახლა დამატებით $1-ს ითხოვს წყლის გარეშე დამზადებულ ნებისმიერ გამაგრილებელში.

Starbucks-მა თავისი მომხმარებლები გასული წლის ბოლოს კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა. მან ე.წ. ფეხის ქირის დატოვების ახალი ციფრული სისტემა დანერგა, რომელიც საკმაოდ უხერხულად უბიძგებს კლიენტებს, შეკვეთის გაკეთების შემდეგ ბარისტას თანდასწრებით გადაიხადონ.

ქსელმა მაისის დასაწყისში 2023 წლის მეორე კვარტლის დიდი მოგების შესახებ განაცხადა. მისმა მთლიანმა შემოსავალმა $908.3 მილიონი შეადგინა, გასული წლის იმავე დროის $674.5 მილიონთან შედარებით.

ბოლო მონაცემებით, Starbucks-ის აქციების ფასმა ერთწლიან პერიოდში 47%-ს გადააჭარბა.

Emily Rella

Senior News Writer

Emily Rella is a Senior News Writer at Entrepreneur.com. Previously, she was an editor at Verizon Media. Her coverage spans features, business, lifestyle, tech, entertainment, and lifestyle. She is a 2015 graduate of Boston College and a Ridgefield, CT native. Find her on Twitter at @EmilyKRella.
ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!