უგულშემატკივრე ხვიჩა კვარაცხელიას სტადიონიდან თამაშდება 30 ბილეთი ნაპოლი VS რეინჯერსის მატჩზე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
TKT.GE და მასტერქარდი მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, 26 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის თამაშს, ნაპოლი VS რეინჯერსი დაესწროს და ამჯერად, პირდაპირ სტადიონიდან მთელი შემართებით უგულშემატკივროს ხვიჩა კვარაცხელიას.
ისევე, როგორც ფრენის ბილეთის შეძენა TKT.GE-ზე, გათამაშების წესები და პირობებიც ძალიან მარტივია. მთავარია, რომ რამდენიმე დეტალი გაითვალისწინოთ:
- პირველ რიგში ის, რომ ბილეთი აუცილებლად შეიძინოთ Mastercard ბარათით
- და რომ ეს ბილეთი უნდა იყოს მხოლოდ იტალიის მიმართულებით. (ქალაქის არჩევანში შეზღუდულები არ ხართ.)
შეთავაზების თარიღები მაქსიმალურად გრძელვადიანი შევარჩიეთ. კვარადონას საყვირლად რომ ყველას უნდა სტადიონზე ვიცით, ამიტომ მატჩის ბილეთის მოგების შანსი 19 ოქტომბრის ჩათვლით გაქვთ.
პირველი 30 მგზავრი, რომელიც თბილისი-იტალია/იტალია-თბილისის მიმართულებით იყიდის fly.tkt.ge-ზე ფრენის ბილეთს, ჩვენგან საპასუხოდ მატჩის ბილეთს მიიღებს. და აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს ფრენა აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს.
აქციის წესებში ისიც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ერთ მომხმარებელზე ბილეთის რაოდენობა არ შეგვეზღუდა. 1 მგზავრზე კი თამაშდება 1 ბილეთი, მაგრამ თუ (პირობითად) 10 მგზავრის ფრენა ერთმა პირმა შეიძინა, ბილეთი თითოეულ მგზავრს გადაეცემა. (აბა, მხოლოდ ერთს ხო არ გავუშვებთ თამაშზე? გუნდურად რომ ვიყვიროთ: "მიდი კვარააა!" არ ჯობია??)
წინასწარ იმასაც ვეტყვით TKT.GE - ს მომხმარებლებს, რომ მატჩის ბილეთი სახელობითია, გამოყენებას მხოლოდ მოგებული მგზავრი (ფიზიკური პირი) შეძლებს და შესაბამისად, მისი გადაყიდვა, ან გადცვლა, ან სხვა ადამიანის შეყვანა მატჩზე ვერ მოხერხდება. ასევე, ბილეთი არ თამაშდება იმ შემთხვევაში, თუ ფრენის ბილეთებს ტურისტული კომპანიიდან იყიდით.
თამაშდება მხოლოდ 30 ბილეთი და თუ ამ იღბლიან ადამიანთა შორის მოხვდით, ჩვენი, TKT-ს ქოლცენტრი ყიდვიდან 1 სამუშაო დღეში დაგიკავშირდებათ.
აბა, გისურვებთ წარმატებებს, მშვიდობიან ფრენასა და რაც მთავარია, ხვიჩა კვარაცხელიას გოლებს.