ვერაზე თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი - ''თოდუას კლინიკა ვერა'' გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის 10 ნომერში, თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი - "თოდუას კლინიკა ვერა" გაიხსნა. უახლესი აპარატურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფილიალი, პაციენტებს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმების მომსახურებას სთავაზობს.

კლინიკის პაციენტებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში სრული ამბულატორიული სერვისი მიიღონ: რადიოლოგია (კტ, მრტ, ულტრაბგერა, რენტგენი, მამოგრაფია – ტომოსინთეზით, დენსიტომეტრია), ენდოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია, გასტროენტეროლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ალერგოლოგია, დერმატოლოგია/ ონკოდერმატოლოგია, კლინიკური ონკოლოგია, პლასტიკური ქირურგია, საოჯახო მედიცინა. ასევე, გამოიკვლიონ ინფექციური სნეულებები და ჯანმრთელობის პროფილაქტიკური შემოწმების მიზნით, "ჩექაფ" სერვისი მიიღონ.

კლინიკას ახალი მიმართულება – პედიატრია დაემატა. პედიატრიული მომსახურების მიღება მხოლოდ ვერის ფილიალში იქნება შესაძლებელი.

თიბისი 2007 წლიდან თოდუას კლინიკის ფინანსური პარტნიორია. თიბისისთვის, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია და ამ მიმართულებით, ბანკის ბაზრის წილი 54%-ია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ვინ არის ანტრეპრენერი?

პირველად იყო ანტრეპრენერი, და შემდეგ ... გაჩნდა შრომის დანაწილება, შეიქმნა პროფესიები და გაფართოვდა ადამიანური საქმიანობის სფერო.

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი