Get All Access for $5/mo

Winetourism.com - შვედური კომპანია ქართული ღვინის ტურიზმის მხარდასაჭერად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მსოფლიო ღვინის ტურიზმი პანდემიურ ვითარებამდე არსებული მონაცემების მიხედვით წლიურად 150 მილიონ ტურისტზე მეტის მიღებას ახერხებდა დაახლოებით 56 მილიარდიანი საბაზრო ღირებულებით. ღვინის ტურიზმის მიმართულების ხვედრითი წილი მსოფლიო ტურიზმში კი ყოველწლიურად იზრდებოდა. ანალოგიური ტენდენციები ფიქსირდებოდა ქართულ ბაზარზეც.

მსოფლიო პანდემიურმა ვითარებამ მნიშვნელოვნად დააზარალა ღვინის ტურიზმის მიმართულება, თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითზე, გაიზარდა შიდა ტურისტების პროცენტული მაჩვენებლები. გარდა ამისა, ბევრმა კომპანიამ, ეკონომიკური სირთულეების, მიუხედავად გადაწყვიტა, რომ გამოთავისუფლებული დრო კომპანიის განვითარებისთვის გამოეყენებინა და ისეთი აქტივობებით დაკავდა, რაც აქტიური ტურისტული სეზონის პირობებში შეუძლებელიც კი იყო. ასეთი კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება შვედური ღვინის ტურიზმის კომპანია Winetourism.com, რომელიც სკანდინავიურ ქვეყნებში ღვინის იმპორტიორი Concealed Wines-ის შვილობილი კომპანიაა. Winetourism.com საერთაშრისო ბაზარზე რამდენიმე წელია რაც გამოჩნდა, თუმცა მან სწორედ ახლახანს მოახერხა საქართველოს მიმართულების განვითარებაზე აქტიური მუშაობის დაწყება.

Winetourism.com არის ონლაინ სარეზერვაციო პლატფორმა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალფეროვან ტურებსა და აქტივობებს სთავაზობს ღვინის მოყვარულებს. პლატფორმაზე 3 000-მდე მარანი არის დარეგისტრირებული და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. Winetourism.com-ის დახმარებით ტურისტებს ძალიან მარტივად შეუძლიათ სასურველ რეგიონში მარნის პოვნა და ღვინის ტურის დაჯავშნა.

ქართული ღვინის ცნობადობის ზრდასთან ერთად იმატებს საერთაშორისო ტურისტების დაინტერესება ჩვენი რეგიონით. ამავდროულად, ღვინის ტურიზმის თანამედროვე ტენდენციები ყურადღების ცენტრში აქცევს მცირე და საოჯახო მარნებს, რითიც ასე მდიდარია საქართველო. სწორედ ამიტომ, Winetourism.com-ის პლატფორმაზე აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მიმართულების პოპულარიზაცია. ამ ეტაპზე შექმნილია საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყნის პროფილი და აღწერილია მისი 8000 წლოვანი მეღვინეობის ისტორია. ამასთანავე, პლატფორმაზე ნელ-ნელა ემატება საქართველოს თითოეული ღვინის რეგიონის შესახებ დეტალური ინფორმაცია. პლატფორმაზე მალე დაემატება სხვადასხვა სტატიები და გზამკვლევები ქართული ღვინის ტურიზმის შესახებ.

ნებისმიერ ქართულ მარანს, რომელიც იღებს ვიზიტორებს, შეუძლია ამ პლატფორმაზე მარტივი რეგისტრაციის გავლა და ღვინის დეგუსტაციისა, თუ სხვა ღვინის ტურების რეალიზაცია WineTourism.com-ის საშუალებით. გარდა იმისა, რომ პლატფორმა ხელს უწყობს ღვინის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მატებას, იგი პარტნიორ მარნებს ეხმარება ცნობადობის გაზრდასა და სწორ პოზიციონირებაში ღვინის ტურიზმის მსოფლიო ბაზარზე.

დღესდღეისობით ღვინის ტურიზმი საქართველოს ტურიზმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. იგი მნიშვნელოვან კავშირშია აგრო, კულინარიულ, ეკო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებებთან. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ, ქვეყნის დონეზე, ღვინის ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს საქართველოს რეგიონულ განვითარებას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. უშუალოდ მარნებისთვის კი, ღვინის ტურიზმის განვითარებას ამ სფეროდან მიღებული შემოსავლების გარდა, სხვა ბევრი სარგებელიც შეიძლება ჰქონდეს; ღვინის ტურიზმი ბრენდის ცნობადობის ზრდასა და მომხმარებელთა ერთგულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც მარკეტინგულ ხარჯებსა და ღვინის რეალიზაციის პროცესში მონაწილე შუამავალი კომპანიების ხარჯებსაც ამცირებს. ეს ყველაფერი კი ფულადი სახსრების დინებასა (Cash-flow) და მოგების მარჟასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ღვინის ტურიზმი ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე ტურისტის ვიზიტისგან მიღებული შემოსავალი; ქართული მარნები სრულად უნდა ხედავდნენ იმ პოტენციურ სარგებელს, რაც ღვინის ტურიზმს შეიძლება თან ახლდეს; სწორედ ამ პროცესშია ჩართული Winetourism.com, რომელიც აქტიურად ცდილობს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქართული ღვინის ტურიზმის განვითარებაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე